![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
lamara |
![]()
პოსტი
#1
|
![]() lamara ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 615 რეგისტრ.: 25-May 07 მდებარ.: Tbilisi წევრი № 2,015 ![]() |
როგორც იცით ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი, მათ შორის განსაცდელის მოვლინებასაც. უფალი ტყუილუბრალოდ არც დღევანდელ განსაცდელს მოგვივლენდა. ე.ი. რაღაც დავაშავეთ, თანაც ძალიან შეგვეშალა რაღაც, მაგრამ რა? ზოგი ამბობს, რომ ჩვენი მთავარი შეცდომა ჩვენი მცირედმორწმუნეობაა, (ამ აზრისგან არც მე ვარ შორს) ზოგი ფიქრობს, რომ გარყვნილებამ წაგვლეკა, ზოგი სექტებს მომრავლებასაც ასახელებს ერთ-ერთ მიზეზად...
ამაზე ფიქრი ადრე არ შემეძლო, მაგრამ ახლა, როცა ცოტა დაცხრა კონფლიქტი (ყოველ შემთხვევაში არ გვბომავენ მაინც) დადგა დრო ამაზე მსჯელობისა, რათა რაც შეგვეშალა გამოვასწოროთ უარეს განსაცდელში რომ არ ჩავვარდეთ. -------------------- [font=Arial]http://forum.archangels.ge/[/font][size=7]
|
![]() ![]() |
lamara |
![]()
პოსტი
#2
|
![]() lamara ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 615 რეგისტრ.: 25-May 07 მდებარ.: Tbilisi წევრი № 2,015 ![]() |
გიორგი
ციტატა ძვირფასო წახწახა, თემის ავტორს სურდა საქართველოში მომხდარი ომის სულიერი ანალიზი და არა პოლიტიკური შეფასებები. თემის მიზანია ვიმსჯელოთ იმ საკითხებზე თუ რატომ მოიწია ჩვენზე განსაცდელი, რა სულიერი პრობლემებია საქართველოში და ეს წესით ყველას საკუთარ თავში ჩაღრმავებისკენ უნდა გვიბიძგებდეს და არა სხვისი განკითხვისკენ. მართალია სწორედ ესაა ამ თემის გახსნის მიზანი სარდიონ ციტატა ტელესერიალები და იეღოველობა, აი რატოა ომი საQართველოში. ეგეც მართალია და ერთ-ერთ მიზეზად სწორედ სექტების მომრავლებაც შეიძლება ჩავთვალოთ, მაგრამ ეს ისევ ჩვენი რწმენის სისუსტეზე მეტყველებს, რადგან ჩვენ, რომ ძლიერი რწმენა გვქონდეს (მთელ ერს ვგულისხმობ), ვერცერთი სექტა ვერ მოიკიდებდა ფეხს საქართველოში -------------------- [font=Arial]http://forum.archangels.ge/[/font][size=7]
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th July 2025 - 01:45 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი