ევთანაზია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ევთანაზია |
თათი87 |
Jan 19 2007, 11:28 PM
პოსტი
#1
|
თამარი ჯგუფი: Members პოსტები: 4,290 რეგისტრ.: 13-January 07 მდებარ.: sul axlos წევრი № 852 |
ადამიანს სულს უფალი შთაბერავს... ჩვენი სიცოცხლე უზენაესის საჩუქარია. არავის აქვს უფლება განკარგოს სხვისი სიცოცხლე, განსაზღვროს მისი ხანგრძლივობა! 1997 წლის 11 ნოემბერს სახელმწიფომ მიიღო კანონისიკვდილით დასჯის საბოლოოდ გააუქმების შესახებ. რითაც თავის მხრივ აღიარა სიცოცხლის უფლების უზენაესობა! მაგრამ, როგორც ყოველთვის, აქაც ვაწყდებით სირთულეებს და ერთ-ერთი ასეთია ევთანაზიის პრობლემა. ევთანაზია ბერძნული სიტყვაა და სიტყვასიტყვითი თარგმანის მიხედვით ასე ჟღერს : კეთილი სიკვდილი (!) ("ეუ" - კეთილი და "თანატოს" - სიკვდილი). თვითონ ევთანაზია დასჯადია და ამაში გაურკვეველი არაფერია. მაგრამ მე მაინტერესებს თქვენი მოსაზრებები იმ შემთხვევასთან დაკავშირებით, როცა უნდა აირჩიო ან ევთანაზია ან თვითმკვლელობა! წარმოვიდგინოთ ასეთი შემთხვევა : პირი , რომელის იტანჯება თავისი ავადმყოფობით. რომელიც ყოველ დღე ოცნებობს სიკვდილზე... ვისაც ეს ცხოვრება უკვე აღარაფრად უღირს და მხოლოდ ერთ რამეს ნატრობს , ვეღარასოდეს ნახოს მზე ...
და ამ დროს იგი ითხოვს : " მომკალით " და თუ მას არ აუსრულებენ ამ თხოვნას მაშინ თავს მოიკლავს და ამით სამუდამოდ დაღუპავს სულს! სასწორის პინაზე ორი არჩევანია... ან უნდა დაეხმარო სიკვდილში ან უნდა გაწირო იგი სამუდამო ტანჯვისათვის! ეკლესიისთვის თვითმკვლელობაც და მკვლელობაც მიუღებელია. მაგრამ მე მაინტერესებს თქვენი ჰუმანური აზრი და არა მოსაზრებები გამომდირე დოგმებიდან! -------------------- - ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ! დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება, ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება. მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო ფსალმ. 142,8 |
უჩა |
Jan 24 2007, 12:03 AM
პოსტი
#2
|
ღმერთო სამშობლო მიცოცხლე ჯგუფი: Members პოსტები: 5,655 რეგისტრ.: 31-December 06 მდებარ.: მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანააა... წევრი № 771 |
თათი87
უბრალოდ სიტყვაციასაც გააჩნია. ვთქვათ ვიღაც კაცს უნდა თავის მოკვლა (ღმერთმა დაიფაროს) გაიფიქრა თავის მოკვლა დიდი ცოდვააო, ხოდა ნახა ეგრედ წოდებული კილერი და უთხრა მომკალიო. იმანაც მოკლა. იგივე თვითმკვლელობა არ გამოდის?ფაკტიურად გამოდის რომ ღმერთს ატყუებ. რაც შეუძლებელია დამეთანხმებით. რავი მე ასე ვფიქრობ. ხოლო რაც შეეხება ისეთ ადამიანებს რომლებიც აპარატებზე არიან შეერთებული და ძალიან ცუდად, უიმედო მდგომარეობაში არიან (შენ უფრო ამ შემთხვევას გულისხმობ ალბად) რავიცი მაგ შემთხვევაში ვერაფერს ვერ ვიტყვი. უბრალოდ არ ვიცი რა ვთქვა... -------------------- და აწ თქუენ გეტყვ, მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას...
იოანე 13, 33-35 |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 11:50 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი