![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
კანონისტი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
თქვენო ყოვლადუწმიდესობავ,
მძიმე განსაცდელი დაუდგა საქართველოს. რამდენიმე დღის წინ, რუსეთის ფედერაციის 58-ე არმიამ დაიწყო შეტევა საქართველოს სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ. მიმდინარეობს ქართული ქალაქების და სტრატეგიული პუნქტების მასირებული დაბომბვა. საომარი მოქმედებების რამდენიმე დღის შემდეგ არის დაღუპული და დაშავებული ასობით უდანაშაულო მოქალაქე, განადგურებულია სახელმწიფოს სიცოცხლისუნარიანობისათვის აუცილებელი არაერთი ობიექტი. რუსეთისვე მხარდაჭერილი სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დასახმარებლად შემოსული რუსული ავიაბომბდამშენები გაცდნენ ამ რეგიონის ფარგლებს და საბრძოლო ოპერაცია გადაიზარდა ფართომასშტაბიან რუსულ-ქართულ ომში. შექმნილ სიტუაციაში გვინდა მოგმართოთ და გთხოვოთ, როგორც მსოფლიო პატრიარქს, რომ ხმა აღიმაღლოთ ამ უპრეცედენტო უმსგავსობის და გაუგონარი აგრესიის წინააღმდეგ. გვინდა გთხოვოთ, რომ განსაკუთრებით გააძლიეროთ ლოცვები საქართველოს მშვიდობისათვის, მოუწოდოთ რუსეთის ხელისუფლებას, თუკი ვინმეს შერჩენია ქრისტიანული რწმენა, აღკვეთოს აგრესია მშვიდობისმოყვარე საქართველოს მიმართ. ვემთხვევით თქვენს მაკურთხეველ მარჯვენას და ვსასოებთ უფალზე, რომ იგი შეისმენს თქვენს ლოცვებს და მოსცემს ერსა თვისსა ძალას და აკურთხებს ერსა თვისსა მშვიდობით (ფს. 24) პატივისცემით, ახალგაზრდა ქართველი მართლმადიდებლები გამოთქვით რა აზრი. ვთქვათ, მოსკოვის საპატრიარქოს სამარცხვინო დუმილზე?? -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
![]() ![]() |
G_I_O_R_G_I_ |
![]()
პოსტი
#2
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,857 რეგისტრ.: 31-July 06 წევრი № 27 ![]() |
მე საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ დაუშვათ რომ არ გააკეთა განცხადება კონსტანტინოპოლის პატრიარქმა თუ სხვა ეკლესიის მეთაურებმა.და რომც ეთქვათ ექნებოდა რამე შედეგი ან რომის ეკლესიის მხარდაჭერას მოყვა რაიმე შედეგი.დღევანდელ მსოფლიოში არავის აინტერესებს ეკლესიების აზრი საომარ კონფლიქტებში და უმეტესი ქვეყნები თვლიან რომ ეკლესია არ უნდა ერეოდეს პოლიტიკაში.რაც შეეხება რუსეთის ეკლესია ერთი განცხადება გააკეთა პატრიარქმა მაგრამ არც პუტინს და არც არავის შეუსმენია და ისე კი ეკლესია ვერ წავა კონფრონტაციაზე სახემწიფოს წინააღმდეგ და ისე ძაან ეხვეწებიან რუსეთის პატრიარქს რომ აფხაზეთი და ოსეთი რუსეთის ეპარქიებად იქცეს ოფიციალურად და ისინი პატრიარქმა ცივი უარით გაისტუმრა.
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 7th July 2025 - 06:54 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი