![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ზარნაშო |
![]()
პოსტი
#1
|
![]() рождённый, чтобы боротся ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,654 რეგისტრ.: 23-August 07 მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია წევრი № 2,633 ![]() |
1 მზემ ბორვცვებს იქიდან ამოაჭყიტა და ფორუმის დასახლებას ირიბი სხივები გადააფინა. ბიძია თომა აივანზე გამოვიდა, გაიზმორა და სოფელს თვალი მოავლო. მეზობელ ეზოში თავწაკრული Kato_Bato მამალს დასდევდა დასაჭერად. - დილა მშვიდობისა მეზობელო! - მშვიდობა და არგადარ... სიკეთე ნუ მოგიშალოს! - სტუმრებს ელოდები თუ რას ერჩი მაგ მამალს? - დღეს ჩემი საბა ჩამოდის ქალაქიდან თავისი ცოლით და პატარებით. შვებულება ოუღია ორკვირანი. - ვახ, მოსალოცი ამბავია. ძალიან დაგვივიწყა მაგ ბიჭმა. - რა ქნას ნენა, სამსახურს თავს ხომ ვერ დაანებებს? ბიძია თომამ რეზინის ჩექმები ამოიცვა, ბადე მხარზე გადაიგდო და სათევზაოდ გაეშურა. სოფელი ნელ-ნელა იღვიძებდა. M.M. თავისი სახლის წინ გამართულ ძელსკამზე ჩამომჯდარიყო და ელოდა როდის მოიცლიდა მისი კარის მეზობელი k@the შაირობისთვის. - დილა მშვიდობის M.M., როგორ ხარ? - ეჰ, აბა როგო ვიქნები ჩემი დედაკაცის ხელში... - M.M.-მა ცუღლუტად გაიღიმა და ჭაღარა წვერზე ხელი ჩამოისვა. არადა ყველამ იცოდა მისი და *******-ს სანიმუშო ცოლ-ქმრობის ამბავი. სოფელში ქალ ვაჟი რომ დაქორწინდებოდა, ასე ლოცავდნენ: M.M. და *******-სავით ტკბილად შეაბერდით ერთმანეთსო. - რა გინდა ძმაო, მოდერი ქალი გინდოდა და გერგო კიდეც - ღიმილითვე მიუგო ბიძია თომამ და გზა განაგრძო. ცოტა ხანში ნათიას "კოლხოზნიკის" რახრახი შემოესმა უკანიდან. ამ "კოლხოზნიკს" თუმცა ხანდახან კარი სძვრებოდა და არც კომფორტულობით გამოირჩეოდა, მაგრამ admin-ის "ზაპოროჟეცთან" ერთად საუკეთესო მანქანად ითვლებოდა სოფელში. - ზღვისკენ, ნათი? გამაყოლე მეცა ნათიამ გაუჩერა და თემომ წესიერად ვერც მოასწრო სავარძელზე მოკალათება, რომ მკვეთრად მოწყვიტა მანქანა ადგილიდან და გაზის პედალს ბოლომდე დააწვა. "ესღა უნდა ჩემ ბებერ ძვლებს?" - გაიფიქრა ბიძია თომამ და ოღროჩოღრო გზაზე წონასწორობა რომ შეენარჩუნებინა, მის წინ სკოჩით მიმაგრებულ ხის უჯრას ჩაებღაუჭა, რომელიც "ბარდაჩოკის" მაგივრობას სწევდა. უჯრა გადმოიხსნა და იქიდან შოკლოლადები გადმოცვივდა, თუმცა მალევე აკრიფეს. ნათიამ თანამგზავრი სენატის კლდესთან ჩამოსვა, თვითონ კი სანაპიროს გაუყვა. მთელი დღე ასე დადიოდა ხოლმე და სილაზე გამორიყულ დელფინებს ეძებდა. რომელსაც ცოცხალს მიუსწრებდა, ზღვაში უშვებდა, მკვდრებს კი მარხავდა. ბიძია თომა შუადღისას დაბრუნდა სოფელში. ბევრი ვერაფერი დაეჭირა, თუმცა მისთვის მთავარი თევზაობის პროცესი იყო და არა შედეგი. თევზი ცოლს ჩააბარა, ჩექმები და ბადე აივანზე დატოვა და თვითონ თავისი "სასაუბროსაკენ" გაემართა. "სასაუბრო", ანუ ბიძია თომას ქოხი, როგორც მას ყველა ეძახდა, მთელი სოფლის მოხუცების თავშეყრის ადგილი იყო. ბიძია თომამ ის ათიოდე წლის წინ ააშენა. ქოხი ოთხ ბოძზე იყო შეყენებული. უკანა ორი ბოძი თემოს ღობის ნაწილი იყო, წინა ორი კი გზისპირზე იდგა. სიმართლე რომ ითქვას, გზისპირზე კი არა, სავალ ნაწილზე, მაგრამ ამ პტარა უწესრიგობაზე admin-იცა და მცხოვრებლებიც თვალს ხუჭავდნენ. სასაუბროში ასვლისთანავე მასპინძელმა ვიღაცის ნაბიჯებს მოჰკრა ყური კიბეზე. კიბის ძალუმი ჭრაჭუნის მიხედვით დაასკვნა, ქავთარაძე იქნებაო და არც შემცდარა. მისალმების შემდეგ ბიძია თომამ კედელთან მიდგმული სკივრიდან (რომელიც სკამის მოვალეობასაც ასრულებდა) ერთი გრაფინი არაყი, ორი ჭიქა და პატარა პარკით ორცხობილა ამოიღო. მაგიდაზე სუფრის მაგივრად "Feigenblatt"-ის რამდენიმე ფურცელი ეფარა. ამ გაზეთს ფორუმის გერმანული დიასპორა გამოსცემდა k@the-ს თაოსნობით. მთელი ტირაჟი გამოსვლის დღსევე იყიდებოდა, რადგან შესანიშნავ რბილ ქაღალდზე იყო დაბეჭდილი და იაფიც ღირდა. - ღვინო არ გაქვს? - აღარ, გამითავდა. მერე გადავალ, იქნებ komisia-ს გამოვტყუო რამე. უნდა მახვეწნინოს, ხო ვიცი. - რა გაქ სახვეწარი, ორი ორასლიტრიანი ქვევრი არ აქვს სავსე სახლის უკან? - მაგას ხელს არ ახლებს, ფორუმის ასი წლის იუბილესთვის ვინახავო. - ბიჭო, რა დაძველებული იქნება! გადავყვებით კიდეც, მეტი კი არ გვინდა ბებრებს. ნელ-ნელა შეყვნენ ლაპარაკს და არაყს, თან სხვების მოსვლის იმედიც ჰქონდათ. - ტიტუუუუ!!! - თამარი_ცქნაფოს აივანს შემზარავი კივილი მოსწყდა, გარშემო ბორცვებიდან აირეკლა და მთელ სოფელს მოედო. მთელმა სამეზობლომ მის ეზოში მოიყარა თავი. ცქნაფო აივანზე იდგა, ცალ ხელში გაზეთი ეჭირა, მეორეს თავში იცემდა და გულსაკლავად მოთქვამდა: - შენ გაჩენას რატო გომბეშო არ გავაჩინე და შენ გაზრდას რატო ბულდოგი არ გავზარდეეეე..... რავა შემარცხვინე და გამათახსირე ამხელა მოდერი ქალიიიი... რეიზა მომჭერი თავი და გამომაჭენე დუნიაზეეეე... როგორც გაირკვა, თამარი_ცქნაფოს თავისი შვილის ინტერვიუ წაუკითხავს გაზეთში, სადაც მის ნალაპარაკევში მთელი სამი (!) გრამატიკული შეცდომა აღმოაჩინა. ცქნაფო როგორც იყო დაამშვიდეს, გაზეთს გაეპარებოდა კორექტურაო და ყველა სახლებში წავიდ-წამოვიდა. მზე ნელ-ნელა ბორცვებს მიეფარა და ადგილი მთვარეს დაუთმო. ბიძია თომას ეზოში კაკლის ხის ტოტზე ჭოტი შემოჯდა და რამდენჯერმე გულსაკლავად დაიკივლა. უეცრად რაღაცამ იგრიალა და ჭოტი ქვასავით დაენარცხა მიწაზე. კმაყოფილმა staywhite-მა თოფი მხარზე გაიდო და ოთახში შებრუნდა. გაგრძელება იქნება. შენიშვნები, შეკითხვები თუ სურვილები შეგიძლიათ დაწეროთ, ზედმეტ კომენტარებს გთხოვთ მოერიდოთ. M.M. -------------------- კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
|
![]() ![]() |
ზარნაშო |
![]()
პოსტი
#2
|
![]() рождённый, чтобы боротся ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,654 რეგისტრ.: 23-August 07 მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია წევრი № 2,633 ![]() |
9 ბონდომ ბიძია თომას ვერსია ყურადღებით მოისმინა და ჩაფიქრდა. - სულაც არაა გამორიცხული, შეილება მართლა თვითონ იყო. შემოწმება რომ შეგვეძლოს რამენაირად... - მე ვიცი როგორ შევამოწმოთ. ბოროტმოქმედი ქოხის ხრეკისას ალბათ ხელთათმანებს ჩაიცვამდა, მაგრამ მე რო მელაპარაკებოდა, წიგნს მოკიდა ხელი. ის წიგნი მერე სახლში შემოვიტანე, ჩემი და იმის ანაბეჭდები იქნება მარტო. პრიალა გადასაკრავი აქვს, უნდა დამჩნეოდა წესით. - რა წიგნია? - "ცუსიმა". რუსეთ-იაპონიის ომზეა. ბრწყინვალედ აღწერილი და გაანალიზებული ბატალური სცენები ბევრ რამეს გვასწავლის ომის ხელოვნებაზე, მაგრამ ამ წიგნში ეს არაა მთავარი. მასში რელიეფურადაა წარმოჩენილი იმდროინდელი რუსეთისა და საერთოდ მსოფლიოს ყოფის პოლიტიკური და სოციალური ასპექტები. ავტორის ყურადღების მიღმა არც ადამიანის შინაგანი სამყარო რჩება, ყოველი პერსონაჟის განცდები და ფიქრები გულთანაა მიტანილი. ამას ისიც ემატება, რომ ნაწარმოებში მოყვანილი მსჯელობები ფილოსოფიური აზროვნების ბრწყინვალე ნიმუშია. ჩემის აზრით, ეს წიგნი მრავალჯერ უნდა გამოიცეს, რათა მომავალ თაობებს შე... - კარგი, კარგი, აუცილებლად წავიკითხავ. - დააიმედა ბონდომ (ამ დროს ზურგს უკან ნიჩვრიტი ჰქონდა გაკეთებული). - მხევალი ნინოს ანაბეჭდიც ადვილი საშოვნელია. მაგის მოცემული კაკლის მურაბა ეხლაც ხელუხლებელი დგას სარდაფში. ანაბეჭდებს შევადარებთ და ვნახავთი ის იყო თუ არა. - ანაბეჭდების ასაღებად რაცაა საჭირო, ყველაფერი თან მაქვს. მომიტანეთ წიგნი და მურაბის ქილა. ბიძია თომამ წიგნი მოუტანა და ის იყო სარდაფში უნდა ჩასულიყო, რომ patara sayvarelo-ს ძახილი შემოესმა ფანჯრიდან. - აქა ვარ, რა იყო? - ტელეფონს რატო არ პასუხობ? - ჰა? არც გამხსენებია დღეს, სადღაც მიგდია ეტყობა ვიბროზე გადართული. დაბნეული ვარ ამ ბოლო დროს. - დაბადების დღეს გილოცავ პირველ რიგში, იხარე და იბედნიერე! თან საქმეც მაქვს შენთან. - დაბადების დღეო?! ფუი, სულ გამოვშტერდი ამ გაწამაწიაში, აღარც მახსოვდა საერთოდ! მადლობა, იცოცხლე! რა საქმე გქონდა? - მიწის ნაკვეთი რო გაქ დაუმუშავებელი, იჯარით ვერ მომცემ? კუების ფერმა მინდა მოვაწყო, უკვე შეგულებული მყავს ჯიშიანი კუები. ინტერნეტით შევარჩიე და მინდა გადმოვაგზავნინო საქართველოში. - კუების ფერმა? - კუს კვერცხი დელიკატესად ითვლება, ხორციც კარგი აქვს. კარგი ფულის გაკეთება შეიძლება. - ეხლა მე არ მეკუება, ათასი საფიქრალი მაქ. მერე დაგიკავშირდები თითონ. - მშვიდობაა? - მშვიდობაა... იმედია. ბიძია თომამ სარდაფიდან მურაბის ქილა ამოიტანა და ბონდოს ოთახისკენ გაეშურა. ოთახში შესულს მოულოდნელობისაგან ქილა კინაღამ გაუვარდა ხელიდან. სტუმარი სადღაც გაუჩინარებულიყო. მაგიდაზე დიდი საიუბილეო ტორტი იდო სამოცდაორი სანთლით, მის გვერდზე კი ლამაზი კონვერტი. კონვერტში აღმოჩნდა დაკარგული წერილი და კიდევ ერთი, პრინტერზე ამობეჭდილი. "დაბადების დღეს გილოცავ, ბიძია თომა! ჩემს იუბილეზე რომ ოინი მომიწყვე, გეგონა დამავიწყდა? ახლა ბარი-ბარში ვართ. თუ ცოტა ზედმეტი მომივიდა, ბოდიშს გიხდი. კი განერვიულე, მაგრამ სამაგიეროდ მერე ყოველთვის სიცილით გაიხსენებ ამ ამბავს, კიდევ ერთი ტკბილი მოგონება დაგრჩება. ახლა გაიგე ვისთან გაქვს საქმე? კიდევ ერთხელ გილოცავ, სულ ბედნიერი ყოფილიყავი! კანონისტი" -------------------- კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 14th July 2025 - 10:27 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი