![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
მხევალი ნინო |
![]()
პოსტი
#1
|
![]() ზღაპრის ბოლო კეთილია.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 ![]() |
გვერდით თემაში მართლმადიდებლობა თუ ფსევდომართლმადიდებლობა რამოდენიმეჯერ გაიჟღერა მორჩილებასთან დაკავშირებით სხვადასხვა აზრმა. აქედან გამომდინარე დამებადა ასეთი ეჭვი, რომ ჩვენ მოძრვრის მიერ მოცემულ კურთხევას, თუ მას აზრობრივად ვეთანხმებით ვასრულებთ და მორჩილებას ვუწოდებთ თუ არ ვეთანხმებით მაშინ ვამბობთ, რომ ჩვენ უფალმა გაგვაჩინა თავისუფალი ნებით და ამიტომ არ არის საჭირო ბრმა მორჩილება.
ვფრობ, თვითონ თემა ძალიან საინტერესოა. სად გადის ზღვარი ჭეშმარიტ მორჩილებასა და ბრმა მორჩილებას შორის. საერთოდ რა არის მორჩილება. და რა არის ტავისუფალი ნება. რა დროს არის საჭირო მოძღვრის მორჩილება. ერთ მაგალიტს მოგიყვებით, წლების უკან რარაც რუსული ფილმი გადიოდა. მისი შინაარსი არ მახსოვს, მაგრამ ასეთი მომენტი დამრჩა მახსოვრობაში. პატარა ავადმყოფ სოფლელ ბავშვს მოძღვარი წაიყვანს სახლში სამკურნალოდ. გამოჯანმრთლების შემდეგ დაავალებს თალგამის დარგვას და მიუთითებს, რომ თალგამი უნდა დაირგოს ფესვებით ზემოთ, ცხადაია სოფლად გაზრდილი ბავშვი თალგამს ისე დარგავს როგორც საჭიროა და არა მოძრვრის კურთხევის შესაბამისად. ამის გამო, მას მოძღვარი ეტყვის, რომ მისი კურთხევის შესრულება მორჩილების მაგალითი იყო. საინტერესოა, სადამდე მიდის მორჩილება, სად გადის ზღვარი მორჩილებასა და მოძღვარზე ზედმეტად დამოკიდებულებას შორის. თუ მოძღვარი გაკურთხებს, რომ უნდა წახვიდე რაღაც პიკეტზე, უნდა შესრულდეს თუ არა კურთხევა, ხომ არ დავემსგავსებით ამით ბრმა ბრბოს, ან თუნდაც ვემსგავსოთ კურთხევის შესრულება ხომ სავალდებულოა. ეს მორჩილების მაგალითია არაა? გამოთქვით თქვენი აზრები და მაგალითები. ვფიქრობ საინტერესო თემაა. -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
![]() ![]() |
ლილიანა |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,439 რეგისტრ.: 18-August 06 წევრი № 78 ![]() |
ციტატა მაგრამ სხვა შემთხვევაში? ღჩევას გაძლევს ან ემორიჩილები ან არა ... თუ მოძღვისგან იღებ პასუხს რომელიც არ არის სრული ეს ისევ და ისევ " არასრული " ურთიერთობის ბრალია სულიერ მამასთან ის ვერ ცნობს შენ ტკივილს ვერ გისვავს სწორ დიაგნოზს და წამალსაც არაეფექტურს გინიშნავს ( ეს პირობითად ) მამა ბასილი ერთ ერთ ინტერვიუში ამბობს რო როცა სულიერი შვილი ბოლომდე არ ეუბნება სათქმეს ვერ იხსნება მასთან კურთხევას აძლევს და უშვებს სხვა მოძღვართან ... გააჩნია რა მდგომარეობაშია ადამიანი ... ზოგთან ბრძოლაა საჭირო და ასეთ აადმიანებს მამაოები უკეთ ცნობენ ( გამოცდილი მამაოები ) -------------------- 21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
|
ლეონტი |
![]()
პოსტი
#3
|
![]() ილოცე!!! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,990 რეგისტრ.: 7-November 06 მდებარ.: ოთახი წევრი № 416 ![]() |
ღჩევას გაძლევს ან ემორიჩილები ან არა ... თუ მოძღვისგან იღებ პასუხს რომელიც არ არის სრული ეს ისევ და ისევ " არასრული " ურთიერთობის ბრალია სულიერ მამასთან ის ვერ ცნობს შენ ტკივილს ვერ გისვავს სწორ დიაგნოზს და წამალსაც არაეფექტურს გინიშნავს ( ეს პირობითად ) მამა ბასილი ერთ ერთ ინტერვიუში ამბობს რო როცა სულიერი შვილი ბოლომდე არ ეუბნება სათქმეს ვერ იხსნება მასთან კურთხევას აძლევს და უშვებს სხვა მოძღვართან ... გააჩნია რა მდგომარეობაშია ადამიანი ... ზოგთან ბრძოლაა საჭირო და ასეთ აადმიანებს მამაოები უკეთ ცნობენ ( გამოცდილი მამაოები ) რუსებს კარგად აქვთ გამიჯნული. მათ აქვთ ტერმინი დუხოვნიკ-სულიერი მოძღვარი. და ნასტავნიკ ანუ კეთილი მრჩეველი. პირველი მონასტრული მორჩილების ვარიანტია. მეორე საერო,ანუ კეთილ რჩევებს გაძლევს. მღვდელმა არავითარი დიაგნოზები არ უნდა დაგისვას. ის ფსიქოლოგი და ფსიქოთერაპევტი არაა. მას არ მოეთხოვება წმინდანობა რომ რამე გირჩიოს. ნებისმიერი პატიოსანი მორწმუნე ადამიანი იგივეს გეტყვით. ზემოთ ეპისკოპოსის მორჩილება ახსენეს ბავშვებთან მიმართებაში. დიახ ,თუ შენ გულითადად სარწმუნოებით და სიმდაბლით ეძებ პასუხს,სულიწმინდა ბავშვისგანაც მოგცემს მას,და ეს მხოლოდ შენზე იქნება დამოკიდებული,ანუ შენს წყურვილზე გაიგო სიმართლე. -------------------- tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th July 2025 - 05:31 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი