ხალხური პოეზია, დავწეროთ ნაკლებად ცნობილი ლექსები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ხალხური პოეზია, დავწეროთ ნაკლებად ცნობილი ლექსები |
kavkazec |
Jun 14 2008, 11:53 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 27 რეგისტრ.: 5-June 08 წევრი № 5,014 |
ბაღათერა ჯაბუშანური
კარკუჩით გამეემართა ბაღათერაი დილითა, დედისძმათ გაჯავრებული ქვა-რკინას ამტვრევს კბილითა. აივსნეს ქოთანის ბექნი ქომოციხლების მზირითა. ყმაწვლამ ბაღათერამა ხმალ მაიქნივა პირითა. ზოგნი ჭრნა,ზოგნი ჩაკაპნა,ზოგნი წაუვლენ ჭირითა. რანიც წავიდეს ჭირითა,სისხლსა მისთხევენ პირითა, მარტუამ ბაღათერამა მთა გარდიარა გმინვითა, გადაუჩინდა დედასა გაცინებულის პირითა, გადაუშალნა ქოჩორნი გადაპოხილნი ტვინითა. ბაღათერაის დედამა თმანი დაჭრნა ძირითა: "შენს დედას, ბაღათერაო, რაად გაგიშვი შინითა?! ბიძამ არ მოგცა ჩაჩქანი,აწ გაძღას შენი ჭირითა!" |
Ismail |
Aug 28 2008, 01:44 AM
პოსტი
#2
|
სტუმარი ცოტა ხანისა ჯგუფი: Members პოსტები: 2,336 რეგისტრ.: 29-June 07 მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ წევრი № 2,331 |
დინეის მთაზე თქვა რუხმა სვავმა:
- ფიორდთან ტორე ედენსენი მოუკლავთ, იქ უნდა ჩავიდე და თვალები ამოვკორტნო. - არ გინდა რუხო სვავო, ნუ იზავ აუგს! ნუ ამოკორტნი თვალებს ტორე ედენსენს - კარგ ვაჟკაცს, უდროოდ მოკლულს მტრების მიერ. სკანდინავიური ხალხური პოეზია (თარგმანი) (ორიგინალში ალბათ გარითმული იყო.) -------------------- ...And it's hard to hold a candle
In the cold November rain... |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 20th September 2024 - 07:03 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი