ევთანაზია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ევთანაზია |
თათი87 |
Jan 19 2007, 11:28 PM
პოსტი
#101
|
თამარი ჯგუფი: Members პოსტები: 4,290 რეგისტრ.: 13-January 07 მდებარ.: sul axlos წევრი № 852 |
ადამიანს სულს უფალი შთაბერავს... ჩვენი სიცოცხლე უზენაესის საჩუქარია. არავის აქვს უფლება განკარგოს სხვისი სიცოცხლე, განსაზღვროს მისი ხანგრძლივობა! 1997 წლის 11 ნოემბერს სახელმწიფომ მიიღო კანონისიკვდილით დასჯის საბოლოოდ გააუქმების შესახებ. რითაც თავის მხრივ აღიარა სიცოცხლის უფლების უზენაესობა! მაგრამ, როგორც ყოველთვის, აქაც ვაწყდებით სირთულეებს და ერთ-ერთი ასეთია ევთანაზიის პრობლემა. ევთანაზია ბერძნული სიტყვაა და სიტყვასიტყვითი თარგმანის მიხედვით ასე ჟღერს : კეთილი სიკვდილი (!) ("ეუ" - კეთილი და "თანატოს" - სიკვდილი). თვითონ ევთანაზია დასჯადია და ამაში გაურკვეველი არაფერია. მაგრამ მე მაინტერესებს თქვენი მოსაზრებები იმ შემთხვევასთან დაკავშირებით, როცა უნდა აირჩიო ან ევთანაზია ან თვითმკვლელობა! წარმოვიდგინოთ ასეთი შემთხვევა : პირი , რომელის იტანჯება თავისი ავადმყოფობით. რომელიც ყოველ დღე ოცნებობს სიკვდილზე... ვისაც ეს ცხოვრება უკვე აღარაფრად უღირს და მხოლოდ ერთ რამეს ნატრობს , ვეღარასოდეს ნახოს მზე ...
და ამ დროს იგი ითხოვს : " მომკალით " და თუ მას არ აუსრულებენ ამ თხოვნას მაშინ თავს მოიკლავს და ამით სამუდამოდ დაღუპავს სულს! სასწორის პინაზე ორი არჩევანია... ან უნდა დაეხმარო სიკვდილში ან უნდა გაწირო იგი სამუდამო ტანჯვისათვის! ეკლესიისთვის თვითმკვლელობაც და მკვლელობაც მიუღებელია. მაგრამ მე მაინტერესებს თქვენი ჰუმანური აზრი და არა მოსაზრებები გამომდირე დოგმებიდან! -------------------- - ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ! დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება, ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება. მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო ფსალმ. 142,8 |
G_I_O_R_G_I_ |
Jan 24 2007, 02:28 PM
პოსტი
#102
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,857 რეგისტრ.: 31-July 06 წევრი № 27 |
როდესაც ადამიანს რაიმე განსაცდელი დაატყდება თავს ეს იმიტომ ხდება რომ ამ ცხოვრებაში განიწმინდოს ცოდვებისაგან და როცა ადამიანი იმ ტანჯვას მოთმინებით დაითმენს ის ცოდვებიც ეპატიება.ჯობია ადამიანი აქ იტანჯოს ვიდრე მერე ჯოჯოხეთში.ამიტომ არ უნდა წავართვათ ადამიანებს ევთანაზიით სინანულის გამოხატვის ასეთი საშვალება,რაც შეეხება როდესაც ადამიანი დაჟინებით ითხოვს რომ მოკლან ეს იგივე ტვითმკვლელობის ტოლფასია რადგანც მას რომ ქონოდა ამის საშვალება ფიზიკურად იმწამსვე აღასრულებდა.ვეთანხმები ზესკვი უჩას.და რომ იძახიან ადამიანის უფლებების დარღვევააო ის აღარ არის ადამიანის უფლების დარღვევა ადამიანს შეუკითხავათ რომ მოკლავენ და წაართმევენ სინანულის ასეთ გზას.ამ საკითხზე რამდენიმე პატერიკის გახსენებაც შემიძლია.
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 09:58 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი