![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
მხევალი ნინო |
![]()
პოსტი
#1
|
![]() ზღაპრის ბოლო კეთილია.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 ![]() |
გვერდით თემაში მართლმადიდებლობა თუ ფსევდომართლმადიდებლობა რამოდენიმეჯერ გაიჟღერა მორჩილებასთან დაკავშირებით სხვადასხვა აზრმა. აქედან გამომდინარე დამებადა ასეთი ეჭვი, რომ ჩვენ მოძრვრის მიერ მოცემულ კურთხევას, თუ მას აზრობრივად ვეთანხმებით ვასრულებთ და მორჩილებას ვუწოდებთ თუ არ ვეთანხმებით მაშინ ვამბობთ, რომ ჩვენ უფალმა გაგვაჩინა თავისუფალი ნებით და ამიტომ არ არის საჭირო ბრმა მორჩილება.
ვფრობ, თვითონ თემა ძალიან საინტერესოა. სად გადის ზღვარი ჭეშმარიტ მორჩილებასა და ბრმა მორჩილებას შორის. საერთოდ რა არის მორჩილება. და რა არის ტავისუფალი ნება. რა დროს არის საჭირო მოძღვრის მორჩილება. ერთ მაგალიტს მოგიყვებით, წლების უკან რარაც რუსული ფილმი გადიოდა. მისი შინაარსი არ მახსოვს, მაგრამ ასეთი მომენტი დამრჩა მახსოვრობაში. პატარა ავადმყოფ სოფლელ ბავშვს მოძღვარი წაიყვანს სახლში სამკურნალოდ. გამოჯანმრთლების შემდეგ დაავალებს თალგამის დარგვას და მიუთითებს, რომ თალგამი უნდა დაირგოს ფესვებით ზემოთ, ცხადაია სოფლად გაზრდილი ბავშვი თალგამს ისე დარგავს როგორც საჭიროა და არა მოძრვრის კურთხევის შესაბამისად. ამის გამო, მას მოძღვარი ეტყვის, რომ მისი კურთხევის შესრულება მორჩილების მაგალითი იყო. საინტერესოა, სადამდე მიდის მორჩილება, სად გადის ზღვარი მორჩილებასა და მოძღვარზე ზედმეტად დამოკიდებულებას შორის. თუ მოძღვარი გაკურთხებს, რომ უნდა წახვიდე რაღაც პიკეტზე, უნდა შესრულდეს თუ არა კურთხევა, ხომ არ დავემსგავსებით ამით ბრმა ბრბოს, ან თუნდაც ვემსგავსოთ კურთხევის შესრულება ხომ სავალდებულოა. ეს მორჩილების მაგალითია არაა? გამოთქვით თქვენი აზრები და მაგალითები. ვფიქრობ საინტერესო თემაა. -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
![]() ![]() |
კანონისტი |
![]()
პოსტი
#2
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
ძირითადად ვეთანხმები კანუდოსელს
ერთ სწავლებას გავიხსენებ, რომელიც ბასილი დიდის მიერ არის გადმოცემული იგი ადამიანის უფალთან ურთიერთობას 3 ნაწილად ჰყოფს: - მონობა ღვთისა - მუშაკობა ღვთისა - მეგობრობა (ან შვილობა) ღვთისა ადამიანი მაშინ არის მონა ღვთისა, როდესაც იგი უფლის მორჩილებაში იმის გამო, რომ მას ეშინია მომავალი სასჯელის. შეიძლება გონებრივად მას არც სურდეს და ვერც ხვდებოდეს რატომ ასრულებს ამა თუ იმ მცნებას, ან ცუდ შემთხვევაში ხვდებოდეს და არ უნდოდეს, მაგრამ თუკი ასრულებს შიშის გამო, ეს დასაწყისია, რამეთუ "დასაბამი სიბრძნისა არს შიში ღმრთისა". მუშაკობა ღვთისა შემდეგი საფეხურია. მუშაკი ღვთისა უკვე აცნობიერებს მცნებების არსს და იგი იღწვის იმიტომ, რომ სასყიდელს (ანუ სამოთხეს) გამოელის უფლისაგან, ისევე როგორც მუშაკი ჩვენთან მუშაობს მონისაგან განსხვავებით ჯამაგირის გამო. ხოლო მეგობარი ღვთისა, ან შვილი ღვთისა, არის ის, ვისაც უფალი ისე უყვარს, რომ მისი სიყვარულისთვის ასრულებს მცნებებს ამდენად მორჩილება სამივე საფეხურზე აუცილებელია, მაგრამ განსხვავდება ადამიანის ფსიქიკურ-ფსიქოლოგიურ-სულიერი დამოკიდებულება მორჩილებისადმი რაც შეეხება მოძღვრის მორჩილებას. აქ შეგვიძლია სიყვარულზე გამოთქმული ცნობილი სიტყვების პერიფრაზირება მოვახდინოთ: თუკი შენ, ხილულს არ/ვერ ემორჩილები, უხილავს როგორღა დაემორჩილები? უნდა გვახსოვდეს, რომ ქრისტეს ეკლესია არის იქ, სადაც არის ქრისტესმიერი ეპისკოპოსი (და არა მღვდელი). ამასთან, უფალმა მოგვივლინა დიდი წყალობა - საეკლესიო კრების სახით, რომელიც დოგმატური სწავლებით უცდომელია და მოქმედებს სულიწმიდის მადლით. აქვე მოვიგონოთ პავლე მოციქულის სიტყვები [ზუსტად არ მახსენდება სად წერია], რომ "ანგელოზიც რომ გამოგეცხადოთ და უფლისაგან განსხვავებულად გასწავლოთ, შეჩვენება მას და ანათემაო" ამდენად, შეგვიძლია გამოვყოთ მორჩილების საფეხურები: ა) უფლის ბ) საეკლესიო კრების გ) მღვდელმთავრის დ) მოძღვრის შესაბამისად, უნდა ვიმოქმედოთ სახარების სწავლების საფუძველზე და ყოველი კურთხევა შევუდაროთ ქრისტიანულ სწავლებას. თუკი რაიმე საეჭვო გვგონია, სრული კანონიკური უფლება გვაქვს გადავაზუსტოთ ზემდგომ იერარქიაში... ვეთანხმები გამოთქმულ მოსაზრებას, რომ სამონასტრო და საერო მორჩილება განსხვავდება ერთმანეთისგან ისე ჩემი პირადი მოსაზრებით სჯობს ასეთი დამოკიდებულება მოძღვართან ა) სრული მორჩილება, თუკი კურთხევა საეკლესიო მოძღვრების ფარგლებშია და ეხება საეკლესიო საკითხს ბ) საერო საკითხზე კურთხევისას, თუკი მისი პოზიცია მიუღებელია, მაშინ სჯობს ერთხელ ვაცნობოთ ჩვენი აზრი და რატომ მივიჩნევთ მისგან განსხვავებულად. თუკი მოძღვარი მაინც თავის აზრზე დარჩება და ეს აზრი სულ ჰარმონიაშია დოგმატთან, მაშინ კურთხევა უნდა შესრულდეს (შეადარეთ უფლის ლოცვა მამის წინაშე: უკეთუ შესაძლებელ არს [ანუ გამოთქვამს თავის აზრს, თავის სურს] თანაწარმხედინ სასუმელი ესე, გარნა იყავნ ნებისაებრ შენისა [ანუ უცხადებს სრულ მორჩილებას] -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
იოანა |
![]()
პოსტი
#3
|
![]() აკურთხევს სული ჩემი უფალსა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,554 რეგისტრ.: 23-July 06 წევრი № 5 ![]() |
-------------------- თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფროდაუფრო ემსაგვსოს შემქმნელს თავისას...
------------------------------------------------------ იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი... ------------------------------------------------------ აზროვნება სულის თვისებაა. |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#4
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
-------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th June 2025 - 10:35 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი