ფსევდო"ბიზანტიური" საგალობლები, სიახლე საქართველოს ეკლესიაში |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ფსევდო"ბიზანტიური" საგალობლები, სიახლე საქართველოს ეკლესიაში |
anuska |
Nov 25 2006, 01:43 PM
პოსტი
#41
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 23 რეგისტრ.: 1-November 06 წევრი № 367 |
ეს თემა გააქვრეს ფორუმიდან ამიტომ თავიდან გავხსნი, იმედია ამასაც იგივე ბედი არ ეწევა.
დიდი მადლობა ჯამბაკურს ასეთი ინფორმაციისათვის,მე მეგონა მარტო ვცოდვილობდი და უამრავი ჩემნაირი ყოფილა.რაც შეეხება მოძღვრების დავალებას,ჩვენ მხოლოდ პატრიარქისადმი მორჩილების კურთხევა გვაქვს და მეტი არაფერი და ამიტომაც მიკვირს კი რად განიკითხავთ. მისამართს თუ მასწავლით მეც სიამოვნებით მოგართმევთ კიდევ ერთ თხოვნის წერილს,რომელსაც აქვე "დავპოსტავ". "ჩვენო უწმინდესო და უნეტარესო სრულიად საქართველოს კათალიკოს_პატრიარქო,უმორჩილე სად გევედრები ჩემი სახელით მე უღირსი და ერთი ცოდვილი ადამიანი თქვენი მრევლიდან,რომ აკრძალული გალობები დაგვიბრუნოთ. ჩვენ ეს გალობები სიწმინდედ მივიღეთ და ძალიან გვიჭირს მათი ნაგავში მოსროლა. ჩვენი მდაბიო გემოვნებისა და მუსიკის ნაკლებად მცოდნეობის გამო. შევიყვარეთ და შევისისხლხორცეთ. თაყვანს ვცემთ ქართულ გალობებსაც,მაგრამ შეჩვეულს ვარჩევთ. მოგვიტევეთ ასეთი უღირსი თხოვნისათვის თქვენო უწმინდესობავ. ნუ დაგვსჯით ჩვენი უღირსბის გამო. მარიამი " რაც შეეხება ბიზანტიურ გალობებს ვეშაპო მე მას ვისმენ,მაგრამ მის გაგებას უდიდესი მოთმინება და მორწმუნეობა უნდა ბერძნულის ცოდნასთან ერთად,რაც მე არცერთი არ გამაჩნია. ეხლა მიპასუხე თუ რა უნდა ვქნა როცა ეკლესიაში მრავალჟამიერის გალობისას ჩემს დაყრუებულ თავს საუკეთესო რესტორნები ან კონცერტები ახსენდება და ღვთისკენ მიმართული გონება მებნევა.იქნებ რესტორნებში მაინც აგეკრძალათ.? თქვენი მონა_მორჩილი, უსმენო და უგემოვნო "მარიამი" იოანე დამასკელზე ყველაფერი ვიცოდი,მაგრამ მე სამწუხაროდ წმინდანი არ ვარ.ერთი ცოდვილი ადამიანი ვარ. გთხოვთ აღარ დახუროთ თემა |
ana_mari |
Jan 24 2007, 03:03 PM
პოსტი
#42
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 3 რეგისტრ.: 24-January 07 წევრი № 906 |
"შენ ხარ ვენახი"-ს ტექსტი ნამდვილად ეკუთვნის დემეტრე მეფეს რაც შეეხება მუსიკას იგი ზაქარია ფალიაშვილისაა,რომელსაც მე პირადად უდიდეს პატივს ვცემ როგორც ქართველ კომპოზიტორს,მაგრამ ფალიაშვილის მუსიკა ოპერაში და არა ტაძრებში.
ისე მართლმადიდებლები უფრო ზრდილობიანები უნდა ვიყოთ,ამ საიტს არამართლმადიდებლებიც კითხულობენ და წარმოიდგინეთ რა შთაბეჭდილებები შეექმნებათ ჩვენზე. სხვათა შორის უძველესი ქართული სიმღერები ერთხმიანებიცაა. მაგ.:"ოროველა","ურმული",მეგრული სიმღერები,ლაზური სიმღერები,ფშავ-ხევსურული და თუშური სიმღერები. ქართულ სუფრებზე სრულდება როგორც ერთხმიანი ისე სამხმიანი სიმღერები,მაგრამ სუფრის წევრებს შორის ლანძღვა, ჩხუბი და კამათი გინახავთ სადმე?არა სამხმიანი ჯობიაო,ან მოღალატე უწოდებიათ ვინმესთვის თუ ერთხმიანს იმღერებს? მართლმადიდებელ ეკლესიებში ყველაფერს თავის კანონიკა აქვს,როგორც ხატწერას აქვს თავის კანონიკა,ასევე გალობებსაც.უდიდესი წმინდანი სირიელი იოანე დამასკელი სხვა არაბერძენ წმინდა მამებთან ერთად სწორედ ღვთისმშობლის კურთხევით გახდა კანონიკური გალობის შემქმნელი,საუკუნეები გადის და ეს საგალობლები არ იცვლება და ამას გალობენ თითქმის ყველა ქვეყნის მართლმადიდებლურ ტაძრებში[ზოგიერთების გარდა] და ჩვენ გამონაკლისები რატო უნდა ვიყოთ.ვისაც გვინდა ეს საგალობლები [თუნდაც ქართულ ტექსტზე შესადაგებული] ვიგალობებთ ტქვენ ხელს რა გიშლით?რისი გეშინიათ?სახარებაში წერია რომ იესო ქრისტემ და მოციქულებმა იგალობეს და განვიდეს.ბუნებრივია იგალობეს ის რასაც გალობდნენ სინაგოგებში[ადრეც და ახლაც სინაგოგებში ერთხმიანები იგალობება] ამავე დროს პავლე მოციქული გვეუბნება:მომბაძეთ მე ვითარცა ქრისტეს,თუ მოციქულები და იესო ქრისტე ერთხმიანს გალობდნენ რის საფუძველზე ეწინააღმდეგებით მოციქულის სიტყვას და სახარებისეულ სწავლებას. თქვენ მიერ წარმოდგენილ სინოდისეულ დადგენილებას სინოდი მთელ მსოფლიოში მალავს და უარყოფს,რომ ერთხმიანი გალობები აკრძალულია.რატომ მალავენ?რისი ეშინიათ?ათონის მთაზე ჩასული ჩვენი მღვდელმთავრები უარყოფენ ამ გალობის აკრძალვის ფაქტს.რატომ? ყველაფერი გაავცელეს რუის-ურბნისის კრების დადგენილებიდან გარდა ამ გალობების აკრძალვისა.რატომ? რაც შეეხება სინოდის დადგენილებების უპირობოდ შესრულებას უამრავი შემთხვევები ყოფილა მსოფლიო ეკლესიის ისტორიაში,როდესაც მსოფლიო კრებებისათვის ცრუ ეწოდებინათ,რადგან ეწინააღმდეგებოდნენ სახარებისეულ სწავლებას და საეკლესიო კანონებს.ასე მაგ. მე-4 ეფესოს ცრუ კრებას ავაზაკტა კრებას უწოდებენ.ამ კრებაზე ცემით მოკლეს მართლმადიდებლობის უდიდესი დამცველი კონსტანტინეპოლის პატრიარქი ფლაბიანე,შემდგომში წმინდანად შერაცხული. კონსტანტინოპოლის ადგილობრივმა სინოდის კრებამ გადააყენა,ეკლესიიდან გააძავა და გადაასახლა წმ.იოანე ოქროპირი .მე7 ცრუ მსოფლიო კრებამ ეკლესიიდან განკვეთა და შეაჩვენა წმ.იოანე დამასკელი და გერმანე კონსტანტინოპოლის პატრიარქი. რაც შეეხება საქ.სინოდს მე-19 საუკუნის 20იან წლებში საქ.სინოდი ახალ სტილზე გადავიდა,მაგრამ მრევლმა არ მიიღო და ამიტომ დღესაც ძველ სტილზე დარჩა.60-იან წლებში საქ.სინოდი ეკუმენიზმში შევიდა,1997 წელს კი გამოვიდა. ამ გალობების აკრძალვაც ამ მწკივში ხო არ შედის?სიმართლეს თვალებში ჩავხედოთ უმჯობესია,რადგან მართლმადიდებლები ვართ და ტყუილს მოკლე ფეხები აქვს.იმედია არ წამიშლით ჩემ პოსტს თუ ჭეშმარიტების არ გეშინიათ და საეჭვო სამსახურებს არ ემორჩილებით. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 08:53 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი