![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
პატრიოტი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,147 რეგისტრ.: 21-January 07 მდებარ.: N/A წევრი № 892 ![]() |
მოგესალმებით ფორუმელებო. მე ახალი ვარ ამ ფორუმზე. მეგობარმა მომიწვია და ძალიან აღფრთოვანებული დავრჩი თქვენით.
ეხლა გეტყვით რა მჭირს. და იქნებ მოძღვარმა გამცეს ამაზე პასუხი. მოგეხსენებათ ძალიან ცუდი წლებში გვიწევს ცხოვრება, საქართველოს ულამაზესი ტერიტორიები მიტაცებული აქვთ ჩვენს მეზობელ სახელმწიფოს. ჩემი ასაკის ადამიანებში ჩამოყალიბდა სამი კასტა. პირველს სრულიად არ აინტერესებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. მეორეს აინტერესებს, ძალიან უნდა მაგრამ ამისთვის არაფერს აკეთებს ან ვერ აკეთებს. მესამე კი დღე და ღამეს ასწორებს რატა ეს მოხდეს და ამისთვის თავსაც გასწირავს. მე პირადად მესამე კასტას მივეკუთვნები. ძალიან მინდა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში შევიტანო საკუთარი წვლილი და არც თუ მცირე. ამისთვის მზად ვარ სიცოცხლეც დავთმო. დამეთანხმეთ ძალიან ძნელია იმის ყურება როგორ კლავენ შენს თანამემამულეებს საკუთარ მიწაზე, სამწუხაროდ მე უფრო მეტი ვიცი ვიდრე ტელევიზორში აჩვენებენ. ყველაფერი ეს ჩემში იწვევს ძალიან დიდ ზიზღს მოწინააღმდეგის მიმართ და მიჩნდება მათი მოკვლის სურვილი. ეს ჩემი მოვალეობაცაა... მაგრამ ეს სურვილი რაღაც უფრო მძლავრია ვიდრე მოვალეობა. ფაქტიურად საქმეს როცა არ ვაკეთებ და მარტო ვარ სულ მაგაზე ვფიქრობ. ხანდახან ღამე მესიზმრება ხოლმე. წარსული ფაქტები ან კიდევ ის რაც მსურს. ეხლა არ ვაკონკრეტებ რა მსურს და რისი გაკეთება შემიძლია ან რაც გამიკეთებია. მაინტერესებს მამაოს აზრი. გამიგია ადამიანის მოკვლის სურვილიც ცოდვაოო და ეს მართალია??? როცა შენი ქვეყნის მტერს ესვრი ეს ცოდვა??? ანუ მე ძალიან ცოდვილი ვარ??? -------------------- [size=7]ფფყ[/size]
|
![]() ![]() |
ვეშაპო |
![]()
პოსტი
#2
|
![]() ბიზონებზე მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 2,860 რეგისტრ.: 1-November 06 წევრი № 360 ![]() |
მოდი რა ასე გავსინჯოთ.
აფხაზეთის სათავისოდ წაღებისათვის რუსებმაც საკმაო სისხლი დაღვარეს, აფხაზებმაც და ოსებმაც და კიდევ ბევრმა სხვამაც. ჩვენ მივდივართ და ვეუბნებით, რომ მოდი ყველაფერი თავიდან დავიწყოთ, ოღონდ საქართველოს ერთიან ტერიტორიაში. ნუ, დიპლომატიურ გზებს ვგულისხმობ. ეხლა მითხარით, კაცმა სისხლი დაღვარა, ოფლი იდინა, დაიჭრა, მოკვდა და ის რამის ისე მომცემი არის? ვარიანტი არ არსებობს. არის 2 ვარიანტი. I ესაა ისევ ომით დაბრუნება. II ესაა დიდი ფულის გადახდა. ეს ჩვენი პატრიოტი, მართლაც პატრიოტია. წესით ჩვენ ყველა ეგრე უნდა ვიყოთ. ნავარჯიშებიც და გაწვრთნილიც. ჩვენ დაგვიდია ღიპები, დავდივართ ეკლესიაში და ვითომ დიდი სათნო ხალხი ვართ. ქართველის გენში დევს, რომ უნდა ვიშრომოთ და ამასობაში ბრძოლის ხერხებიც დახვეწილად უნდა ვიცოდეთ. ჩვენ ამ გენს ჩვენში ვახშობთ რაც შეგვიძლია. პატრიოტი-ს მთავარ კითხვას რაც შეეხება. მტრის მოკვლის სურვილს. მე ვთვლი რომ, ბრძოლის დროს მტრის მოკვლის სურვილი აუცილებელია, რადგანაც თუ ასეთი არ გაგაჩნია ვერც ვერაფერს დაიცავ. და ისე, ზოგადად ეგ სურვილი არამგონია სწორი იყოს, თუმცა ტელევიზიით რომ გადმოსცემენ ხოლმე იგივე ერაყში რომელიმე უცხოელის თავის მოჭრის კადრებს, აუწერელი სურვილი მიჩნდება, რომ იმ ჯალათებს იგივე მეთოდით გავუსწორდე. მიუხედავად იმისა, რომ ერაყელი, ჩემი მტერი არ არის, ეს სურვილი მაინც მიჩნდება. ეს არ არის სწორი, ეს არის ადამიანური ბუნება და როგორც მგონია, მაინც ცოდვა უნდა იყოს. ისე ეს თემა "დაუსვით კითხვა მოძღვარს"-ში გახსენი და რომელიმე მოძღვარი იქ გიპასუხებს ჩვენზე უკეთ. -------------------- "ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 13th July 2025 - 12:08 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი