ჯაჭვური RE:აქცია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ჯაჭვური RE:აქცია |
racer |
Jun 13 2008, 01:41 AM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 57 რეგისტრ.: 13-June 08 წევრი № 5,071 |
ინტერნეტ ჯგუფი RE:აქცია გამოდის ინიციატივით მოეწყოს აქცია ჯაჭვური RE:აქცია.
აქცია განხორციელდება ცოცხალი ჯაჭვის სახით, რომელიც გაიშლება ცხინვალიდან ენგურის ხიდამდე და სიმბოლურად გააერთიანებს მთელს საქართველოს აქციის მიზანია საქართველოს საზოგადოების ერთიანობის დემონსტრირება კონფლიქტების მშვიდობიანი გზით დარეგულირების საქმეში და ხელისშემშლელი ფაქტორის ხაზგასმა. ცოცხალი ჯაჭვის საერთო სიგრძე დაახლოებით 360 კმ-ია. აქციის ჩატარება იგეგმება ამა წლის 14 აგვისტოსათვის შემოგვიერთდი!... http://forum.ge/?f=29&showtopic=33850469 ეს არის ბალიტური ჯაჭვი აბა ნახეთ რა მაგარია! ჩვენ ამაზე კარგი უნდა გავაკეთოთ http://youtube.com/watch?v=CLSvMas6ibo -------------------- RE:აქციის საბანკო რეკვიზიტები: http://www.files.ge/file/267996/angarishi-zip.html
_ _ ბალტიური ცოცხალი "ჯაჭვი": http://youtube.com/watch?v=CLSvMas6ibo |
კანონისტი |
Aug 29 2008, 11:24 AM
პოსტი
#2
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
რე:აქცია ოდნავ სახეცვლილი ფორმით გაიმართება 1 სექტემბერს, თბილისის დროით 15:00 საათზე, მაშინ, როდესაც ევროპის კავშირი განიხილავს საქართველოს საკითხს.
ამასთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა გასცა კურთხევა: "აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოს ძირძველი ტერიტორიებია და რაც უნდა მოხდეს, ისინი მაინც საქართველოს შემადგენლობაში დარჩებიან. მან ასევე დღეს პირველად წააკითხა მრევლს მოკლე ლოცვა, რომლის წაკითხვისკენაც ყოველდღიურად თითოეულ ქართველს მოუწოდა. ეს ლოცვაა: "უფალო დიდება შენდა, დაგვიბრუნე აფხაზეთი და სამაჩაბლო, წყალობითა შენითა, ამინ!", – აღნიშნული ლოცვა თითოეულმა ქართველმა დღეში სამჯერ მაინც უნდა გაიმეოროს და შესთხოვოს უფალს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნება. აღსანიშნავია ისიც, რომ პატრიარქმა მრევლს მისცა კურთხევა 1 სექტემბერს მთელ მსოფლიოსთან ერთად საქართველოს მხარდასაჭერ აქციაში ჩაებას და მთელი საქართველოს მასშტაბით, სადაც ეს შესაძლებელია ცოცხალი ჯაჭვი გააკეთოს რუსული აგრესიისა და ოკუპაციის წინააღმდეგ. ყველანი ცოცხალ ჯაჭვში!!! ჩვენ, რიგითი მოქალაქეები, ვინც შეიძლება ვერც ჯარში წავედით, შეიძლება ვერც საერთაშორისო მოლაპარაკებებში ვმონაწილეობთ, შეიძლება ვერც ჰუმანიტარული დახმარება აღმოვუჩინეთ ჩვენ დევნილებს, მაგრამ ძალიან გვიყვარს საქართველო, შეგვიძლია გვერდით დავუდგეთ მას ყველაზე გადამწყვეტ მომენტში !!! ხვალ, ბრიუსელში ევროპის კავშირი გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოს შესახებ დაე დაინახოს ევროპამ, რომ ევროპული ოჯახის უძველესი წევრი - საქართველო - ცოცხალია, დაე დაინახოს ევროპამ, რომ ქართველი ერის დამარცხება შეუძლებელია, დაე დაინახოს ევროპამ, რომ ჩვენი ძალა ჩვენს ერთობაშია !!! დავანახოთ ჩვენი ერთობა მთელ მსოფლიოს!!! ამიტომ, 1 სექტემბერს, თბილისის დროით 15:00 საათზე ყველანი ცოცხალ ჯაჭვში!!! -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 02:48 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი