კონფლიქტური ზონები, აფხაზეთი/ცხინვალის რეგიონი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
კონფლიქტური ზონები, აფხაზეთი/ცხინვალის რეგიონი |
კანონისტი |
Aug 29 2008, 01:58 PM
პოსტი
#1
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
აქ ვისაუბროთ....
-------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
კანონისტი |
Aug 29 2008, 02:34 PM
პოსტი
#2
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
მსოფლიოს ეკლესიათა საბჭოს დელეგაციამ და თემურ იაკობაშვილმა დევნილების დახმარების გზები განიხილეს
მსოფლიოს ეკლესიათა საბჭოს და ევროპის ეკლესიათა კონფერენციის დელეგაციამ და რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თემურ იაკობაშვილმა დევნილთა მდგომარეობა და მათთვის დახმარების გზები განიხილეს. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ევროპის ეკლესიათა კონფერენციის გენერალურმა მდივანმა ქოლინ უილიამსმა განაცხადა, დელეგაცია საქართველოში არსებული ვითარების შესასწავლად ჩამოვიდა. "ჩვენ ჩამოვედით, რომ შევისწავლოთ როგორც მთლიანი სურათი, ასევე დევნილების მდგომარეობა. გვსურს, განვსაზღვროთ გზები, თუ როგორ შეგვიძლია მათთვის დახმარება", - განაცხადა ქოლინ უილიამსმა, რომელიც დელეგაციას ხელმძღვანელობს. შეხვედრას მნიშვნელოვანი უწოდა სახელმწიფო მინისტრმა. მისი თქმით, ასეთი ტიპის ორგანიზაციები დევნილთა დახმარებისა და ჰუმანიტარული მიმართულებით განსაკუთრებით ეფექტურად მუშაობენ. "ჩვენ განვიხილეთ დევნილების არა მხოლოდ დახმარების და თავშესაფრის, არამედ მათი დასაქმების საკითხიც, რაც არანაკლებად მნიშვნელოვანია. დელეგაცია განსაზღვრავს, თუ რა სახის დახმარების გაწევა შეუძლია საქართველოს ხელისუფლებისთვის, რათა დევნილებს ნორმალური პირობები შევუქმნათ. ასევე ვისაუბრეთ კონფლიქტის გამომწვევ მიზეზებზე", - განაცხადა თემურ იაკობაშვილმა. -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 06:08 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი