კონფლიქტური ზონები, აფხაზეთი/ცხინვალის რეგიონი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
კონფლიქტური ზონები, აფხაზეთი/ცხინვალის რეგიონი |
კანონისტი |
Aug 29 2008, 01:58 PM
პოსტი
#1
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
აქ ვისაუბროთ....
-------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
კანონისტი |
Aug 29 2008, 03:04 PM
პოსტი
#2
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
ობიექტურობისთვის, "კვირის პალიტრის" სამხედრო ანალიტიკოსის სტატია:
მოხვდა, მოხვდა... ახალი ზალპი! 100-მდე ტანკი და ჯავშანმანქანა, 70-მდე სატვირთო ავტომობილი, ასობით დაჭრილი და დახოცილი - რუსი აგრესორების ზარალის 80% ქართველი არტილერისტების ზუსტი სროლების შედეგია რუსი აგრესორების საქართველოს გულიდან, ქართლიდან გასვლის შემდეგ უკვე შეიძლება ერთ საიდუმლოებას ავხადოთ ფარდა - ქართლის ოკუპაციის დღეებში რუსი სამხედრო ბარბაროსები, გგონიათ, ტყუილად წვავდნენ ჩვენს ტყეებს ან მათი შვეულმფრენები და ჯავშანჯგუფები უაზროდ დაეხეტებოდნენ? სულაც არა - რუსი დამპყრობლები ქართლის ტყეებსა და ხეობებში გაშმაგებით ეძებდნენ ქართულ არტილერიას, რომელიც ჩვენმა არტილერისტებმა უკან დახევის შემდეგ გადამალეს! ხელში ჩაიგდეთ ქართველი არტილერისტები, გაანადგურეთ მათი ტექნიკა! - ასეთი ბრძანებები ისმოდა რუსი დამპყრობლების რადიოეთერში და იცით, რატომ? - საქართველოში შემოჭრილმა რუსმა აგრესორებმა უზარმაზარი და უზუსტესი საარტილერიო დარტყმები მიიღეს და დიდი მსხვერპლიც ნახეს. «როგორც 1992-93 წლებში - აფხაზეთში, ისე 2008 წლის აგვისტოში ცხინვალთან, ქართულმა არტილერიამ თავისი სიტყვა თქვა და მტერს ძლიერი დარტყმა მიაყენა. რამდენიმე რუსული კოლონა ცხინვალის გზაზე დავადუღეთ, რუსებს დიდი მსხვერპლი აქვთ, რასაც მალავენ», - განაცხადა ჩვენთან საუბარში საარტილერიო ბრიგადის მეთაურმა გენერალ-მაიორმა დევი ჭანკოტაძემ, რომელსაც აფხაზეთის ომის დიდი გამოცდილება აქვს. «100-მდე ტანკი და ჯავშანმანქანა, 70-მდე სატვირთო ავტომობილი, ასობით დაჭრილი და დახოცილი - აი, ასეთი ზიანი მივაყენეთ ჩვენი არტილერიით რუსულ სამხედრო კოლონებს, - ამბობს საარტილერიო ბრიგადის შტაბის უფროსი პოლკოვნიკი არსენ ცუხიშვილი, - ეს თითიდან გამოწოვილი ციფრები არ გეგონოთ, ჩვენ ოთხი სათვალთვალო პუნქტი გვქონდა განთავსებული ცხინვალისა და ჯავის რაიონების სიახლოვეს, სტრატეგიულ წერტილებში, სადაც საარტილერიო ცეცხლის მაკორექტირებლები ისხდნენ. ისინი ძლიერი ოპტიკური ხელსაწყოებითა და ლაზერული მანძილმზომებით აკვირდებოდნენ ჩვენ მიერ ნასროლი ჭურვებისა და რაკეტების დაცემის ადგილებს და საცეცხლე პოზიციაზე გადმოგვცემდნენ მიზნების ზუსტ კოორდინატებს. სწორედ მათ დაითვალეს მტრის კოლონების ზიანი და ამიტომაც ეს ციფრები სინამდვილესთან ყველაზე ახლოსაა», - ამატებს პოლკოვნიკი ცუხიშვილი. ქართულმა არტილერიამ პირველი ცეცხლი 7 აგვისტოს საღამოს გახსნა, მას შემდეგ, რაც ცხინვალიდან ახლომდებარე ქართულ სოფლებს სროლა კვლავ აუტეხეს და იერიშზე გადასვლაც სცადეს. მტერს ერთდროულად ქართული არტილერიის 300 ლულა მაინც ესროდა! მათ შორის საარტილერიო ბრიგადის შეიარაღებაში არსებული 203 მმ-იანი «პიონები», 160 მმ-იანი ებრაული «გრად-ლარები», 152 მმ-იანი «აკაციები», «გიაცინტები» და «დანები», 122 მმ-იანი «გრადები» და RM-70-ები, აგრეთვე ქვეითი ბრიგადების Д-30-ები და «მსტები»... ლეიტენანტი გიორგი დალაქიშვილი, თვითმავალი საარტილერიო დანადგარების - «პიონების» ბატარეის 1-ელი ოცეულის მეთაური იხსენებს: - გორთან, სატელევიზიო ანძასთან საუკეთესო პოზიცია გვეკავა. ეს მაშინ ვირწმუნეთ, როდესაც რუსული მოიერიშეები ერთმანეთის მიყოლებით გვბომბავდნენ, მაგრამ ერთი ბომბიც ვერ მოგვარტყეს! სამაგიეროდ, მტერს 600 ცალი 203 მმ-იანი ჭურვი მაინც ვესროლეთ. წარმოიდგინეთ, რას უზამდა რუსულ ჯავშანკოლონას 110 კგ-იანი ფუგასური ჭურვები. სერჟანტმა თემურ კეკოშვილმა როგორც კი გაიგო, რომ ოსებმა და რუსებმა დიდი ლიახვის ხეობაში მისი მშობლიური სოფელი გადაწვეს, მტერს თავისი «პიონიდან» 200-მდე ჭურვი ესროლა! მიზანს ერთიც არ ასცდენია, რადგან მის «პიონში» ჩვენი ყველაზე სწრაფი და საუკეთესო მემიზნე, კაპრალი არჩილ ტუღუჩი იჯდა... - ძალზე ეფექტიანად იმუშავეს «გრად-ლარის» დანადგარებმა, 300-მდე რაკეტა მაინც გაუშვეს. საარტილერიო ბრიგადის მეთაურთან ერთად ოპერატიული მართვის ცენტრში ვიმყოფებოდი, სადაც მოდიოდა ყველა ინფორმაცია მტრის კოლონების გადაადგილების შესახებ. ძარის შემოვლით გზაზე, დიდ გუფთასთან და ცენტრალურ გზაზე მოწინააღმდეგის კოლონები ერთმანეთის მიყოლებით მოდიოდნენ. ჩვენმა მეთვალთვალემ ოპერატიული მართვის ცენტრში ერთ-ერთი ასეთი კოლონის კოორდინატები მოგვცა და ჩვენი «გრად-ლარებიც» ამუშავდნენ. საარტილერიო ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ ჩვენმა მეთვალთვალემ გადმოგვცა, რომ რუსული ჯავშანკოლონიდან უვნებლად მხოლოდ ორი მანქანაღა გადარჩა, - იხსენებს არტილერიის ბრიგადის პოლკოვნიკი ოთარ ვაჩეიშვილი. ჩვენ საარტილერიო ორთაბრძოლა პირწმინდად მოვუგეთ რუსულ არტილერიას. მათი კონტრსაარტილერიო ბრძოლა არც კი გვიგრძნია, ერთადერთი - რუსული ავიაცია გვიტევდა, რომელიც გამუდმებით გვბომბავდა, მაგრამ ჩვენ მიერ კარგად შერჩეული პოზიციების გამო (და იმიტომაც, რომ საცეცხლე პოზიციებს ხშირად ვიცვლიდით) საარტილერიო ბრიგადის საცეცხლე პოზიციებზე არც ერთი საარტილერიო დანადგარი არ დაზიანებულა (შეიძლება რუს პილოტებსაც ეშინოდათ საზენიტო არტილერიისა და ბომბებს დაუმიზნებლად ყრიდნენ), მხოლოდ ორი ჯარისკაცი დაგვეჭრა, - ერთხმად ამბობენ საარტილერიო ბრიგადის არტილერისტები. სამწუხაროდ, დანაკლისი ჰქონდათ მე-4 ქვეითი ბრიგადის საარტილერიო დივიზიონის არტილერისტებს, რომლებიც უშუალოდ ცხინვალთან გმირულად იბრძოდნენ და მათი საცეცხლე პოზიცია რუსული მოიერიშე თვითმფრინავების პირდაპირ დაბომბვაში მოყვა... ქართულმა არტილერიამ ამ სამდღიან, მაგრამ ჩვენთვის ძალზე რთულ ბრძოლებში კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ის მართლაც «ომის ღმერთია», რომ არა მტრის ავიაციის სრული საჰაერო გაბატონება, ქართველი არტილერისტები საცეცხლე პოზიციებს ცხინვალთან ახლოს გადაიტანდნენ, საიდანაც მარჯვედ მისწვდებოდნენ როკის გვირაბს და გზას... საარტილერიო ბრიგადა დღეს გორში დაბრუნდა, სადაც სამხედრო ბაზა რუსმა აგრესორებმა გაანადგურეს. ბრიგადას აქვს რამდენიმე ერთეული «პიონისა» და «დანას» დანაკლისი, რომლებიც მტერმა საცეცხლე პოზიციაზე ვერ გაანადგურა, მაგრამ ტყეში გადამალული იპოვა და ააფეთქა. მიუხედავად ამისა, ქართველმა არტილერისტებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ შეუძლიათ ბრძოლა და თანაც მარჯვედ! ბევრმა საბრძოლო ნათლობა მიიღო, შესაბამისად, მათი პროფესიონალიზმი და გამოცდილება ამაღლდა. ყველაფრის მიუხედავად, ქართველ არტილერისტებს შეუძლიათ ამაყად თავაწეულებმა თქვან, რომ ბრძოლა მტრის ურდოებთან არ წაუგიათ! -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 12:23 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი