![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
მხევალი ნინო |
![]()
პოსტი
#1
|
![]() ზღაპრის ბოლო კეთილია.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 ![]() |
გვერდით თემაში მართლმადიდებლობა თუ ფსევდომართლმადიდებლობა რამოდენიმეჯერ გაიჟღერა მორჩილებასთან დაკავშირებით სხვადასხვა აზრმა. აქედან გამომდინარე დამებადა ასეთი ეჭვი, რომ ჩვენ მოძრვრის მიერ მოცემულ კურთხევას, თუ მას აზრობრივად ვეთანხმებით ვასრულებთ და მორჩილებას ვუწოდებთ თუ არ ვეთანხმებით მაშინ ვამბობთ, რომ ჩვენ უფალმა გაგვაჩინა თავისუფალი ნებით და ამიტომ არ არის საჭირო ბრმა მორჩილება.
ვფრობ, თვითონ თემა ძალიან საინტერესოა. სად გადის ზღვარი ჭეშმარიტ მორჩილებასა და ბრმა მორჩილებას შორის. საერთოდ რა არის მორჩილება. და რა არის ტავისუფალი ნება. რა დროს არის საჭირო მოძღვრის მორჩილება. ერთ მაგალიტს მოგიყვებით, წლების უკან რარაც რუსული ფილმი გადიოდა. მისი შინაარსი არ მახსოვს, მაგრამ ასეთი მომენტი დამრჩა მახსოვრობაში. პატარა ავადმყოფ სოფლელ ბავშვს მოძღვარი წაიყვანს სახლში სამკურნალოდ. გამოჯანმრთლების შემდეგ დაავალებს თალგამის დარგვას და მიუთითებს, რომ თალგამი უნდა დაირგოს ფესვებით ზემოთ, ცხადაია სოფლად გაზრდილი ბავშვი თალგამს ისე დარგავს როგორც საჭიროა და არა მოძრვრის კურთხევის შესაბამისად. ამის გამო, მას მოძღვარი ეტყვის, რომ მისი კურთხევის შესრულება მორჩილების მაგალითი იყო. საინტერესოა, სადამდე მიდის მორჩილება, სად გადის ზღვარი მორჩილებასა და მოძღვარზე ზედმეტად დამოკიდებულებას შორის. თუ მოძღვარი გაკურთხებს, რომ უნდა წახვიდე რაღაც პიკეტზე, უნდა შესრულდეს თუ არა კურთხევა, ხომ არ დავემსგავსებით ამით ბრმა ბრბოს, ან თუნდაც ვემსგავსოთ კურთხევის შესრულება ხომ სავალდებულოა. ეს მორჩილების მაგალითია არაა? გამოთქვით თქვენი აზრები და მაგალითები. ვფიქრობ საინტერესო თემაა. -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
![]() ![]() |
judi |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 72 რეგისტრ.: 6-September 06 წევრი № 156 ![]() |
ციტატა აი რას ამბობს უფალი: თუ ვინმეს უნდა რომ მომდიოს, უარყოს თავისი თავი,აიღოს თავისი ჯვარი და გამომყვეს. ანუ მან (მიმდევარმა) უნდა უარყოს საკუთარი მე, თვითმოყვარება და ამბიცია, თვითბრძნობა, თვითნებობა, თავისებური აკვიატებები, თვითმსახურება, თავის წარმოჩინების სურვილი, დიდება და სახელი, პატივი, თვითგამორჩენის სურვილი, უარყოს ის სიამოვნებები, რომლისაკენ მიილტვის ვნებიანი გული და მგრძნობელობა, იტვირტოს საკუტარი ჯვარი ანუ ნებაყოფლობით გადაიტანოს მომხდური გაჭირვება, გამოცდა, დანაკარგები, მწუხარება, ავადმყოფობა, უბედურება ,დევნა, წამება, და თვით სიკვდილი, როცა ღმერთი ინებებს ვინმეს შეემთხვეს. ამავ დროს უნდა მისდევდეს მხსნელს, ქრისტეს, ანუ მის სწავლებას, მის ნებას და ცხოვრების მაგალითს." აბსოლუტურად გეთანხმები, საკუთარი თავის უარყოფის გარეშე მორჩილება და მით უმეტეს მისგან შობილი თავმდაბლობა არ არსებობს..ყოველგვარი განსაცდელი მადლობით უნდა მივიღოთ და დავითმინოთ, თუნდაც იმიტომ, რომ უფალი იმაზე მძიმე ჯვარს არ მოგვცემს, რის ტვირთვასაც ვერ შევძლებთ.. -------------------- ჭეშმარიტება სულის უკვდავებაშია
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th August 2025 - 03:49 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი