ფსევდო"ბიზანტიური" საგალობლები, სიახლე საქართველოს ეკლესიაში |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ფსევდო"ბიზანტიური" საგალობლები, სიახლე საქართველოს ეკლესიაში |
anuska |
Nov 25 2006, 01:43 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 23 რეგისტრ.: 1-November 06 წევრი № 367 |
ეს თემა გააქვრეს ფორუმიდან ამიტომ თავიდან გავხსნი, იმედია ამასაც იგივე ბედი არ ეწევა.
დიდი მადლობა ჯამბაკურს ასეთი ინფორმაციისათვის,მე მეგონა მარტო ვცოდვილობდი და უამრავი ჩემნაირი ყოფილა.რაც შეეხება მოძღვრების დავალებას,ჩვენ მხოლოდ პატრიარქისადმი მორჩილების კურთხევა გვაქვს და მეტი არაფერი და ამიტომაც მიკვირს კი რად განიკითხავთ. მისამართს თუ მასწავლით მეც სიამოვნებით მოგართმევთ კიდევ ერთ თხოვნის წერილს,რომელსაც აქვე "დავპოსტავ". "ჩვენო უწმინდესო და უნეტარესო სრულიად საქართველოს კათალიკოს_პატრიარქო,უმორჩილე სად გევედრები ჩემი სახელით მე უღირსი და ერთი ცოდვილი ადამიანი თქვენი მრევლიდან,რომ აკრძალული გალობები დაგვიბრუნოთ. ჩვენ ეს გალობები სიწმინდედ მივიღეთ და ძალიან გვიჭირს მათი ნაგავში მოსროლა. ჩვენი მდაბიო გემოვნებისა და მუსიკის ნაკლებად მცოდნეობის გამო. შევიყვარეთ და შევისისხლხორცეთ. თაყვანს ვცემთ ქართულ გალობებსაც,მაგრამ შეჩვეულს ვარჩევთ. მოგვიტევეთ ასეთი უღირსი თხოვნისათვის თქვენო უწმინდესობავ. ნუ დაგვსჯით ჩვენი უღირსბის გამო. მარიამი " რაც შეეხება ბიზანტიურ გალობებს ვეშაპო მე მას ვისმენ,მაგრამ მის გაგებას უდიდესი მოთმინება და მორწმუნეობა უნდა ბერძნულის ცოდნასთან ერთად,რაც მე არცერთი არ გამაჩნია. ეხლა მიპასუხე თუ რა უნდა ვქნა როცა ეკლესიაში მრავალჟამიერის გალობისას ჩემს დაყრუებულ თავს საუკეთესო რესტორნები ან კონცერტები ახსენდება და ღვთისკენ მიმართული გონება მებნევა.იქნებ რესტორნებში მაინც აგეკრძალათ.? თქვენი მონა_მორჩილი, უსმენო და უგემოვნო "მარიამი" იოანე დამასკელზე ყველაფერი ვიცოდი,მაგრამ მე სამწუხაროდ წმინდანი არ ვარ.ერთი ცოდვილი ადამიანი ვარ. გთხოვთ აღარ დახუროთ თემა |
ვეშაპო |
Jan 24 2007, 03:52 PM
პოსტი
#2
|
ბიზონებზე მონადირე ჯგუფი: Moderator პოსტები: 2,860 რეგისტრ.: 1-November 06 წევრი № 360 |
ana_mari
ციტატა "შენ ხარ ვენახი"-ს ტექსტი ნამდვილად ეკუთვნის დემეტრე მეფეს რაც შეეხება მუსიკას იგი ზაქარია ფალიაშვილისაა,რომელსაც მე პირადად უდიდეს პატივს ვცემ როგორც ქართველ კომპოზიტორს,მაგრამ ფალიაშვილის მუსიკა ოპერაში და არა ტაძრებში. ოოო "ბიზონი" anuska დაბრუნდაა.ჯერ იქნებ შეგესწავლა ეგ საკითხი კარგად. საიდან მოიტანე, რომ "შენ ხარ ვენახი" ფალიაშვილის დაწერილია? ფალიაშვილმა კარბელაანთ კილოს "შენ ხარ ვენახი" გადააკეთა. ისიც მხოლოდ II ხმა და ბანი და ისიც უმნიშვნელოდ. გარდა მაგისა, შენ ხარ ვენახის იმერული (გელათის მონასტრის სკოლის) ვარიანტებიც არსებობს და გურულიც (შემოქმედის მონასტრის სკოლის), როგორც სადა და მარტივი, ასევე რთული და გამშვენებული. ჯერ წაიკითხე, მოუსმინე, დაფიქრდი და მერე დაწერე თუ შეიძლებოდეს. ციტატა ამ გალობების აკრძალვაც ამ მწკივში ხო არ შედის?სიმართლეს თვალებში ჩავხედოთ უმჯობესია,რადგან მართლმადიდებლები ვართ და ტყუილს მოკლე ფეხები აქვს. ეგ "გალობა" წმიდა სინოდმა და პატრიარქმა აკრძალა. მე არა მგონია შენ უფრო თავაწეული უყურებდე სიმართლეს თვალებში, ვიდრე სინოდი და პატრიარქი. ციტატა იმედია არ წამიშლით ჩემ პოსტს თუ ჭეშმარიტების არ გეშინიათ და საეჭვო სამსახურებს არ ემორჩილებით. შენი პოსტის წაშლას ჯერ არავინ აპირებს, მაგრამ შუაში რაც გიწერია, რა შუაშია ამ თემასთან ვერ გავიგე. იმედია ისევ სულელურ შედარებებს არ მოიყვან. P.S. ციტატა ამავე დროს პავლე მოციქული გვეუბნება:მომბაძეთ მე ვითარცა ქრისტეს,თუ მოციქულები და იესო ქრისტე ერთხმიანს გალობდნენ რის საფუძველზე ეწინააღმდეგებით მოციქულის სიტყვას და სახარებისეულ სწავლებას. შენ თუ პეტრე მოციქულის მიბაძვა გინდა, კვართში და "შლოპანცებში" იარე. რატომ მაგაში არ ბაძავ? კიდევ ერთხელ გაფრთხილებ, შედარებები სწორად მოიყვანე. -------------------- "ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 08:07 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი