![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
მოციქული |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 163 რეგისტრ.: 27-August 08 წევრი № 5,540 ![]() |
დავრდომილის განკურნება კაპერნაუმში (მკ. 2, 1-12; ლკ. 5, 17-26.) 1. და ავიდა ნავზე, გავიდა გაღმა და მივიდა თავის ქალაქში. 2. და აჰა, მიუყვანეს მას დავრდომილი, სარეცელზე მდებარე. და იხილა იესომ მათი რწმენა და უთხრა დავრდომილს: განხნევდი, შვილო, მიგეტევა შენი ცოდვები. 3. და აჰა, ზოგმა მწიგნობართაგანმა თქვა თავისთვის: ეს გმობს. 4. და იცოდა იესომ მათი ზრახვები და უთხრა: რატომ ფიქრობთ თქვენ ბოროტს თქვენს გულში? 5. რადგან რა უფრო ადგილია, თქმა: მოგეტევა შენი ცოდვები, თუ თქმა: ადექი და იარე? 6. ხოლო რათა იცოდეთ, რომ ძალაუფლება აქვს ძეს კაცისას ქვეყანაზე ცოდვების მიტევებისა, - მაშინ უთხრა დავრდომილს: ადექი, აიღე შენი სარეცელი და წადი შენს სახლში. 7. და ადგა და წავიდა თავის სახლში. 8. ამის მხილველი ხალხი გაოცდა და ადიდებდა ღმერთს, რომელმაც ასეთი ძალაუფლება მისცა ადამიანებს. მღვდელთან მიდიან აღსარების ჩასაბარებლად, ანუ ცოდვები რომ მოინანიონ, უფალი ეუბნება რომ ხოლო რათა იცოდეთ, რომ ძალაუფლება აქვს ძეს კაცისას ქვეყანაზე ცოდვების მიტევებისა, ![]() საიდან მიეცა მღვდელსაც ცოდვების მიტევების ძალაუფლება? ![]() |
![]() ![]() |
მწირი |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 31 რეგისტრ.: 7-August 08 წევრი № 5,448 ![]() |
მღვდელმა როგორ არ უნდა აპატიოს??? მღვდელი, ასე ვთქვათ, მოწმეა, მისი სინანულისა, და ძირითადად, ევალება დარიგება, რჩევის მიცემა, მღვდელი ექიმია, მკურნალი, და არა მოსამართლე....ეკლესიაში მღდელმთავარი არის ქრისტე, და დანარჩენები უბრალოდ მისი კურთხევით მოქმედებენ. მონანული ისე რომ მოკვდეს, რომ მღვდელი ვერ ნახოს, რა მას არ მიეტევება? უფალი უყურებს კაცის გულს...მღდელი არ წყვიტავს, აქ გადამწყვეტია ადამიანის შემუსვრილი გული და უფლის მოწყალება, მღვდელი კი მოწმეა, გამტარი....
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 13th July 2025 - 07:04 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი