![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
მხევალი ნინო |
![]()
პოსტი
#1
|
![]() ზღაპრის ბოლო კეთილია.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 ![]() |
გვერდით თემაში მართლმადიდებლობა თუ ფსევდომართლმადიდებლობა რამოდენიმეჯერ გაიჟღერა მორჩილებასთან დაკავშირებით სხვადასხვა აზრმა. აქედან გამომდინარე დამებადა ასეთი ეჭვი, რომ ჩვენ მოძრვრის მიერ მოცემულ კურთხევას, თუ მას აზრობრივად ვეთანხმებით ვასრულებთ და მორჩილებას ვუწოდებთ თუ არ ვეთანხმებით მაშინ ვამბობთ, რომ ჩვენ უფალმა გაგვაჩინა თავისუფალი ნებით და ამიტომ არ არის საჭირო ბრმა მორჩილება.
ვფრობ, თვითონ თემა ძალიან საინტერესოა. სად გადის ზღვარი ჭეშმარიტ მორჩილებასა და ბრმა მორჩილებას შორის. საერთოდ რა არის მორჩილება. და რა არის ტავისუფალი ნება. რა დროს არის საჭირო მოძღვრის მორჩილება. ერთ მაგალიტს მოგიყვებით, წლების უკან რარაც რუსული ფილმი გადიოდა. მისი შინაარსი არ მახსოვს, მაგრამ ასეთი მომენტი დამრჩა მახსოვრობაში. პატარა ავადმყოფ სოფლელ ბავშვს მოძღვარი წაიყვანს სახლში სამკურნალოდ. გამოჯანმრთლების შემდეგ დაავალებს თალგამის დარგვას და მიუთითებს, რომ თალგამი უნდა დაირგოს ფესვებით ზემოთ, ცხადაია სოფლად გაზრდილი ბავშვი თალგამს ისე დარგავს როგორც საჭიროა და არა მოძრვრის კურთხევის შესაბამისად. ამის გამო, მას მოძღვარი ეტყვის, რომ მისი კურთხევის შესრულება მორჩილების მაგალითი იყო. საინტერესოა, სადამდე მიდის მორჩილება, სად გადის ზღვარი მორჩილებასა და მოძღვარზე ზედმეტად დამოკიდებულებას შორის. თუ მოძღვარი გაკურთხებს, რომ უნდა წახვიდე რაღაც პიკეტზე, უნდა შესრულდეს თუ არა კურთხევა, ხომ არ დავემსგავსებით ამით ბრმა ბრბოს, ან თუნდაც ვემსგავსოთ კურთხევის შესრულება ხომ სავალდებულოა. ეს მორჩილების მაგალითია არაა? გამოთქვით თქვენი აზრები და მაგალითები. ვფიქრობ საინტერესო თემაა. -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
![]() ![]() |
judi |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 72 რეგისტრ.: 6-September 06 წევრი № 156 ![]() |
მხევალი ნინო
შემინდე, თუ სწორად არ ვფიქრობ, მაგრამ სწორედ უფალმა დაგიდგინა მოძღვარი და მორჩილება მის მიმართ.. მღვდლად კურთხევა ჩემზე უკეთ გეცოდინება ერთ-ერთი საიდუმლოთაგანია და იმ საიდომლოს შესრულებისას მოძღვარზე რა ძალა და მადლი გადმოდის ეს ჩვენნაირი მოკვდავებისათვის ძნელი ჩასაწვდომია, ჩვენ გვამრთებს მორჩილება და თუ ღვთის წყალობით მოძღვარი გყავს, სწორედ მას უნდა ემორჩილებოდე.. მე მგონი თავად დაწერე თალგამის შესახებ. შენ შეიძლება ფილმში ნახე, მაგრამ მე ერთ-ერთი წმიდა მამის წერილში მაქვს წაკითხული მაგ თემაზე, მორჩილმა 10 -დან მხოლოდ ერთი ჩარგო ისე როგორც მოძღვარმა აკურთხა და მხოლოდ იმ ერთმა იხარა, ამ პატერიკსაც სწორედ ურჩობის ნაყოფი ჰქვია.. არავის აქვს უფლება მოძღვარი განიკითხოს, როგორ არარალურადაც არ უნდა გვეჩვენოს მოძღვრის მითითება თუ კურთხევა, ის მაინც უნდა შესარულო, რათა არ მოიმკო ურჩობის ნაყოფი.. მე თავად გამოვცადე ერთ-ერთი მორჩილების დარღვევა და სამწუხაროდ ძალიან მწარე ნაყოფი მივიღე, მაგრამ მაინც მადლობა უფალს, რომ ამის დანახვა ამსოფლადვე შემაძლებინა და სინანულით მაინც გამოვისყიდი.. კიდევ ერთხელ შემინდე, თუ რამე არასწორად გითხარი -------------------- ჭეშმარიტება სულის უკვდავებაშია
|
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#3
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
კიდევ ერთხელ შემინდე, თუ რამე არასწორად გითხარი აშკარად ვერაა რაც დაწრერთ...განზოგადებას ახდენთ, რაც საშიშია. იყო ასეთი ფაქტი, როცა ფეხმძიმე ქალს მძიმე მარხვა დაუწესა მღვდელმა, ალბათ უნდა დამორჩილებოდა...დამორჩილდა კიდეც, მაგრამ კინაღამ სული დალია და შუა მარხვაში სხვა სასულიერო პირმა უშველა კიდევ კარგი... საფრთხე ბავშვს ექმნებოდა სერიოზული... კარგით რაა, ფრთები მოიხსენით და შარავანდედი გაისწორეთ ხანდახან მაინც ![]() -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th June 2025 - 10:09 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი