![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
მხევალი ნინო |
![]()
პოსტი
#1
|
![]() ზღაპრის ბოლო კეთილია.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 ![]() |
გვერდით თემაში მართლმადიდებლობა თუ ფსევდომართლმადიდებლობა რამოდენიმეჯერ გაიჟღერა მორჩილებასთან დაკავშირებით სხვადასხვა აზრმა. აქედან გამომდინარე დამებადა ასეთი ეჭვი, რომ ჩვენ მოძრვრის მიერ მოცემულ კურთხევას, თუ მას აზრობრივად ვეთანხმებით ვასრულებთ და მორჩილებას ვუწოდებთ თუ არ ვეთანხმებით მაშინ ვამბობთ, რომ ჩვენ უფალმა გაგვაჩინა თავისუფალი ნებით და ამიტომ არ არის საჭირო ბრმა მორჩილება.
ვფრობ, თვითონ თემა ძალიან საინტერესოა. სად გადის ზღვარი ჭეშმარიტ მორჩილებასა და ბრმა მორჩილებას შორის. საერთოდ რა არის მორჩილება. და რა არის ტავისუფალი ნება. რა დროს არის საჭირო მოძღვრის მორჩილება. ერთ მაგალიტს მოგიყვებით, წლების უკან რარაც რუსული ფილმი გადიოდა. მისი შინაარსი არ მახსოვს, მაგრამ ასეთი მომენტი დამრჩა მახსოვრობაში. პატარა ავადმყოფ სოფლელ ბავშვს მოძღვარი წაიყვანს სახლში სამკურნალოდ. გამოჯანმრთლების შემდეგ დაავალებს თალგამის დარგვას და მიუთითებს, რომ თალგამი უნდა დაირგოს ფესვებით ზემოთ, ცხადაია სოფლად გაზრდილი ბავშვი თალგამს ისე დარგავს როგორც საჭიროა და არა მოძრვრის კურთხევის შესაბამისად. ამის გამო, მას მოძღვარი ეტყვის, რომ მისი კურთხევის შესრულება მორჩილების მაგალითი იყო. საინტერესოა, სადამდე მიდის მორჩილება, სად გადის ზღვარი მორჩილებასა და მოძღვარზე ზედმეტად დამოკიდებულებას შორის. თუ მოძღვარი გაკურთხებს, რომ უნდა წახვიდე რაღაც პიკეტზე, უნდა შესრულდეს თუ არა კურთხევა, ხომ არ დავემსგავსებით ამით ბრმა ბრბოს, ან თუნდაც ვემსგავსოთ კურთხევის შესრულება ხომ სავალდებულოა. ეს მორჩილების მაგალითია არაა? გამოთქვით თქვენი აზრები და მაგალითები. ვფიქრობ საინტერესო თემაა. -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
![]() ![]() |
judi |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 72 რეგისტრ.: 6-September 06 წევრი № 156 ![]() |
ციტატა არ მინდა უტაქტოდ გამომივიდეს მაგრამ ამ სიტყვებში მღვდლის გაკერპების ტენდენცია იგრძნობა, რაზეც ზემოთაც იყო საუბარი. ჯერ ერთი მღვდელი ისეთივე მოკვდავია,როგორიც ჩვენ ვართ. მას ეძლევა მადლი ღვთის საიდუმლოებების შესრულებისა, მაგრამ პიროვნულად იგი ეკლესიის რიგითი წევრისგან არაფრით არ განსხვავდება, ის არაა ზეადამიანი ან თავისთავად რაიმე განსაკუთრებული სიწმინდის მატარებელი, რაც სხვა წევრებზე აღამაღლებს,თუ არა მისი ღვაწლით მოპოვებულისა,რაც სხვადასხვა შემთხვევაში ინდივიდუალურად განსხვავდება შეიძლება ჩემი მცდარი აზრია, მაგრამ ვერ დაგეთანხმები.. აქ მღვდლის გაკერპებასა და ზეადამიანობაზე არ მაქვს საუბარი.. იმ, მღვდლად კურთხევის დროს, სულიწმიდის ძალით მინიჭებულ მადლზე მაქვს საუბარი, რომლითაც მისი ხელით თუნდაც აღსარების დროს ცოდვათა მიტევების ან სხვა საიდუმლოს შესრულებისას აღსერულება.. გეთანხემბი რომ ისიც ადამიანია და შესაბამისად თავისი სუსტი ადამიანური მხარეებითა თუ შეცოდებებით, მაგრამ ეს ჩვენი განსაკითხი არ არის და ამიტომ არ უნდა დავბრკოლდეთ მისგან მადლის მიღებისათვის.. მოძღვრის მორჩილებით უფლიგან მადლს იღებ და თუ იმ დროს ფიქრობ რომ ეს შენთვის ცუდი შედეგის მომტანი შეიძლება იყოს, სწორედ ამ უხილავი მადლის წყალობით მოგეგება უკეთესი.. წყაროს წყალს ჟანგიანი ჭიქიდან შესვამ, თუ ახალი ჭიქიდან ის თავის თვისებებს არ დაკარგავს და შენ წყურვილს მოიკლავ.. ასევე მოძღვარისგან(ის როგორც არ უნდა იქცეოდეს) შესრულებული საიდუმლობებით ის რა მადლიც უნდა მიგეღო აუცილებლად მიიღებ.. [quote]ფრთები მოიხსენით და შარავანდედი გაისწორეთ ხანდახან მაინც ასე მიდგომა, ცოტა მკრეხელურად მიმაჩნია.. რადგან არავინ ვარ ანგელოზები და წმინდანები.. -------------------- ჭეშმარიტება სულის უკვდავებაშია
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th August 2025 - 03:50 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი