![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
მხევალი ნინო |
![]()
პოსტი
#1
|
![]() ზღაპრის ბოლო კეთილია.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 ![]() |
გვერდით თემაში მართლმადიდებლობა თუ ფსევდომართლმადიდებლობა რამოდენიმეჯერ გაიჟღერა მორჩილებასთან დაკავშირებით სხვადასხვა აზრმა. აქედან გამომდინარე დამებადა ასეთი ეჭვი, რომ ჩვენ მოძრვრის მიერ მოცემულ კურთხევას, თუ მას აზრობრივად ვეთანხმებით ვასრულებთ და მორჩილებას ვუწოდებთ თუ არ ვეთანხმებით მაშინ ვამბობთ, რომ ჩვენ უფალმა გაგვაჩინა თავისუფალი ნებით და ამიტომ არ არის საჭირო ბრმა მორჩილება.
ვფრობ, თვითონ თემა ძალიან საინტერესოა. სად გადის ზღვარი ჭეშმარიტ მორჩილებასა და ბრმა მორჩილებას შორის. საერთოდ რა არის მორჩილება. და რა არის ტავისუფალი ნება. რა დროს არის საჭირო მოძღვრის მორჩილება. ერთ მაგალიტს მოგიყვებით, წლების უკან რარაც რუსული ფილმი გადიოდა. მისი შინაარსი არ მახსოვს, მაგრამ ასეთი მომენტი დამრჩა მახსოვრობაში. პატარა ავადმყოფ სოფლელ ბავშვს მოძღვარი წაიყვანს სახლში სამკურნალოდ. გამოჯანმრთლების შემდეგ დაავალებს თალგამის დარგვას და მიუთითებს, რომ თალგამი უნდა დაირგოს ფესვებით ზემოთ, ცხადაია სოფლად გაზრდილი ბავშვი თალგამს ისე დარგავს როგორც საჭიროა და არა მოძრვრის კურთხევის შესაბამისად. ამის გამო, მას მოძღვარი ეტყვის, რომ მისი კურთხევის შესრულება მორჩილების მაგალითი იყო. საინტერესოა, სადამდე მიდის მორჩილება, სად გადის ზღვარი მორჩილებასა და მოძღვარზე ზედმეტად დამოკიდებულებას შორის. თუ მოძღვარი გაკურთხებს, რომ უნდა წახვიდე რაღაც პიკეტზე, უნდა შესრულდეს თუ არა კურთხევა, ხომ არ დავემსგავსებით ამით ბრმა ბრბოს, ან თუნდაც ვემსგავსოთ კურთხევის შესრულება ხომ სავალდებულოა. ეს მორჩილების მაგალითია არაა? გამოთქვით თქვენი აზრები და მაგალითები. ვფიქრობ საინტერესო თემაა. -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
![]() ![]() |
judi |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 72 რეგისტრ.: 6-September 06 წევრი № 156 ![]() |
ციტატა ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ მღვდელი შეიძლება შეცდეს და ხანდახან საკმაოდაც-ერთი მაგალითი ზემოთ დავწერე:თქვენთან კითხვა: იმ ქალმა დააშავა, შეცდა, რომ კურთხევა მარხვისა ბოლომდე არ შეასრულა? მაინც უნდა შეესრულებინა, მიუხედავად იმისა, რომ ავადდებოდა და იყო ამავე დროს ფეხმძიმე? ჩემი კურთხევისადმი დაუმერჩილებლობაც ჯანმრთელობას შეეხებოდა, ექიმი დაჟინებით ითხოვდა სასაწრაფო ოპერაციას, კურთხევაზე სამჯე მივედი, რომ ოპერაციაზე მოძღვარს ვეკურთხებინე და სამჯერვე უარი მითხრა, მეუბნებოდა იქნებ სხვა საშუალებებით დაიწყოო, არ დავუჯერე და სხვისგან გამოვითხოვე კურთხევა, სამწუხაროდ, თვით ჩემი ახლობლებიც კი ჩემი მოძღვრის მიმართ განკითხვაში ჩავარდნენ, მაგრამ მერწმუნე ვითომცდა წარმატებულად ჩატარებულმა ოპარაციამ ძალიან ცუდი შედეგი გამოიღო, რომელიც ჩემი ამქვეყნად ყოფნის განმავლობაში, თუ მართლას სასწაული არ დაუშვა უფალმა, უნდა ვზღო.. არ ვიცი შეიძლება არ დაუკავშირო ამას კურტXევა, მაგრამ პირველი რაც გამიჩნდა შედეგთან დაკავშირებით, ეგ იყო.. არ შეგეკამათები, რომ შეიძლება იმ პატარას ფიზიკურ ჯანმრთელობას მართლაც რამე დამუქრებოდა, მაგრამ მის უკან შეიძლება ღვთის დიდი მადლი იმალებოდეს.. -------------------- ჭეშმარიტება სულის უკვდავებაშია
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th June 2025 - 09:45 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი