![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
კანონისტი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
ახალგაზრდული ორგანიზაციების კოალიციის „მოძრაობა ზნეობრივი საქართველოსათვის“ მ ი მ ა რ თ ვ ა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდს თქვენო უწმიდესობავ და უნეტარესობავ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქო ილია II ყოვლადსამღვდელონო მეუფენო საქართველოს ღვთივკურთხეული ეკლესიის წმიდა სინოდის წევრებო ღრმა პატივისცემითა და მოწიწებით გამოვითხოვთ თქვენს ლოცვა-კურთხევასა და მოგმართავთ თხოვნით განიხილოთ წმიდა სინოდის სხდომაზე ის სრულიად უკონტროლო და აღმაშფოთებელი მდგომარეობა, რომელიც შექმნილია საქართველოს სამაუწყებლო სივრცეში. თქვენო უწმიდესობავ თქვენ არაერთხელ აღგინიშნავთ თქვენს ეპისტოლეებსა თუ ქადაგებებში ის შეურაცხმყოფელი და სრულიად მიუღებელი, არა თუ ქრისტიანისთვის, არამედ ნებისმიერი ჭკუადმყოფელი ადამიანისთვის, უზნეობის, ძალადობის, ბილწსიტყვაობის, აგრესიისა და უგემოვნობის ნიაღვარი, რომელიც დღედაღამ უწყვეტი ნაკადით გადმოედინება ჩვენს მოსახლეობაზე და განსაკუთრებით ჩვენზე - ახალგარზრდებსა და მოზარდებზე. ჩვენი თანატოლები და, განსაკუთრებით, ჩვენზე უმცროსი თაობა, ფაქტობრივად უზნეობისა და უხამსობის პროპაგანდის ალყაში ვიმყოფებით და ერთადერთი საყრდენი და ამ მორევიდან თავდახსნის საშუალება ჩვენი წმიდა ეკლესიაა. სწორედ ამიტომ მოგმართავთ თქვენ, რათა დაგვიცვათ და აღიმაღლოთ ხმა ჩვენი უფლების დასაცავად - აღვიზარდოთ უსაფრთხო და მაღალზნეობრივ გარემოში. მოგეხსენებათ, დღეისათვის ფაქტობრივად გაუქმებულია და არ მოქმედებს არასრულწლოვანთა დამცავი დებულებები „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში, „რეკლამის შესახებ“ კანონში, ამოღებულია და აღარ მოქმედებს „მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონის უმთავრესი მუხლები, რომლებიც ეხება „არასრულწლოვანთა დაცვას მავნე ზეგავლენისაგან, რომელიც დაკავშირებულია კინო-, ვიდეო-, ტელეფილმების ჩვენებასა და ნაბეჭდ პროდუქციასთან“ („მაუწყებლობის შესახებ“ კანონის ამოღებული მუხლის სახელწოდება). უკვე ორი წელი სრულდება მას შემდეგ, რაც „მაუწყებლობის შესახებ“ კანონით კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ უნდა შემუშავებულიყო და საჯარო განხილვის შედეგად მიღებულიყო (2006 წლის დეკემბრამდე) „მაუწყებელთა ქცევის კოდექსი“, რომელსაც უნდა დაერეგულირებინა აღნიშნული საკითხები, მაგრამ, სამწუხაროდ ისე მოხდა, რომ „თავისუფლების ინსტიტუტის“ მიერ კულუარებში შემუშავებული აღნიშნული კოდექსის პრინციპები, რომლებიც ზნეობის საკითხებში სრულ ანარქიისკენ უბიგებს სამაუწყებლო კომპანიებს, ვერა და ვერ გახდა საზოგადოებისათვის მისაწვდომი, ფართო და თავისუფალი განხილვის საგანი. ჩვენი განსაკუთრებული დაინტერესების მიუხედავად, ვერ მივაღწიეთ იმას, რომ ჩვენი შენიშვნები და წინადადებები არა თუ გათვალისწინებულიყო, არამედ თუნდაც, განხილვის საგნად ქცულიყო. „ზეპირი მოსმენები“, რომლებიც კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში ძალზედ იშვიათად და დროის კატასტროფული დეფიციტის ვითარებაში იმართება, საკითხის განხილვის საჯაროობის ილუზიის შექმნას ემსახურება. ამა წლის 9 ივლისს დაგეგმილია აღნიშნული „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ ე.წ. განხილვის დასრულება და დაკანონება, რის შედეგადაც ის ანარქია და უკონტროლობა, რაც ჯერ-ჯერობით სამაუწყებლო კომპანიების ნება-სურვილით სუფევს, უკვე კანონის ძალით იქნება დადასტურებული. უმორჩილესად გთხოვთ დაიცვათ ჩვენი ახალგაზრდობა და, ზოგადად, საქართველოს საზოგადოება, უზნეობისა და უხამსობის, ძალადობისა და აგრესიის ნიაღვარისგან, რომელიც გადმოედინება სამაუწყებლო სივრციდან და ანგრევს ჩვენს ცხოვრებასა და მომავალს. მიმართვას თან ერთვის ჩვენი კოალიციის მიერ სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული განცხადებები, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. გამოთქვამთ მზადყოფნას ნებისმიერ დროს წარმოვადგინოთ ჩვენს მიერ შემუშავებული წინადადებები, აგრეთვე ჩვენს ხელთ არსებული დოკუმენტები. პატივისცემითა და სიყვარულით ახალგაზრდული ორგანიზაციების კოალიციის „მოძრაობა ზნეობრივი საქართველოსათვის“ საკოორდინაციო საბჭო მაუწყებელთა ქცევის კოდექსის პროექტი მსურველებს ხმის მიცემით შეუძლიათ დაადასტურონ მიმართვისადმი თანხმობა ან საწინააღმდეგო პოზიცია. საკითხი დღეს გადაეცემა წმინდა სინოდს, თუკი საკმაოდ იქნება ჩვენგანაც ხელმომწერები, "ახალგაზრდა მართლმადიდებელთა გაერთიანებაც" მიეთითება მხარდამჭერთა სიაში და ჩვენი პოზიცია გაეცნობა წმ. სინოდის წევრებს -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
![]() ![]() |
mwereli |
![]()
პოსტი
#2
|
![]() tornike ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 43 რეგისტრ.: 6-July 08 მდებარ.: tbilisi.saburtalo წევრი № 5,276 ![]() |
[quote name='HADESI' date='Aug 23 2008, 02:51 PM' post='390826']
kait ra ver xedavt mtavrobas?vinaa tkveni nacerebis gamtvalsicinebeli,ro sheitant mag purcels saertod mosvrian,misha mishas ro dizaxdit imito gvemarteba es kvelaperi,exla bichebi daigupnen da mishas dadzaxilze kide tbilis gaikca da koncertebi gamartes da amis mere tkven raimes datmobas elodebit mtavrobiosgan?sasaciloa pirdapir!!! [/quote\] ჯერ ერთი არასოდეს მიძახია მიშა,მიშა.და არც ამირჩევია.მეორე ჩვენ ზედმეტად ნამდვილად არ გვჯერა მთავრობის,თუმცა არც მაინცდამაინც სკეპტიკურად ვართ განწყობილი.ჩვენ ჩვენი ამ ნაბიჯით ვახდენთ გამომზეურებას პოზიციებისა,მათი თუ სხვისა,გაიგე?რომც იცინონ ამით არც არაფერი დამტავრდება და არც არაფერი გადაწყდება საბოლოო ჯამში,ისტორია იწერება.და ჩვენ ამ საკითხს ერთჯერობაზე ნამდვილად არ დავტოვებტ,სანამ შეგვეძლება ვიტყვით და ვიბრძოლებთ,დღეს ვერა?ხვალ,ზეგ..და ა.შ.რამდენიც დ ა ჭ ი რ დ ე ბ ა!ხოლო ის პოზიცია რო მაინც არაფერი გამოვა...სასაცილოა...ჩემთვის მიუღებელია რა,ვიმეორებ ჩვენ "მათზე"არ ვართ დ ა მ ო კ ი დ ე ბ უ ლ ი!კაი ვთქვათ არ ვარგა ჩვენი ეს მიდგომა და პოზიცია,შენ რას გვტავაზობ?მართლა,იქნებ ცამოაყალიბო და გვითხრა?თუ არა და დესტრუქციის შემოტანას აქვს ადგილი.არც მე მომეწონა ის კონცერტები და პიარები,მეც ვიყავი ცხელ წერტილში,ჩემი სამეგობროც იბრძოდა ცხინვალში თუ სხვაგან.და შეიძლება ბრძოლა წააგო მაგრამ ომს ვერ მოიგებენ,გაიგე? -------------------- უფალი მეფობს!
იპოვე საკუთარი გულის კარები,და ნახავ რომ ის ცათა სასუფევლის კარია. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd June 2024 - 01:46 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი