აპოკალიპსის განმარტებისთვის, თემა მათთვის, ვინც იცის, ვინც არ იცის და ვისაც არ ჯერავს. |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
აპოკალიპსის განმარტებისთვის, თემა მათთვის, ვინც იცის, ვინც არ იცის და ვისაც არ ჯერავს. |
abo |
Jul 12 2008, 04:46 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 3,533 რეგისტრ.: 20-March 07 წევრი № 1,441 |
აქ ფორუმზე ხშირი დავაა აღნიშნული საკითხის თაობაზე. იხსნება ათასგვარი თემები ანტიქრისთეზე, ჩიპებზე, შტრიხკოდებზე, ეშმაკზე და სხვა მრავალ მათგანზე. არანაკლები დისკუსია მიმდინარეობს იოანე მახარებელის გამოცხადების ანუ აპოკალიპსის შესახებ. უზერთა უმეტესობა კამათს ერიდება ნაკლები ცოდნის გამო, რასაც თვითონაც გულახდილად აცხადებენ.
გადავწყვიტე ამ თემაში განვიხილოთ წმინდა წერილის იდუმალებით მოცული და ყველასათვის საინტერესო ნაწილი. წინასწარ მინდა განვაცხადო, რომ მსჯელობა დაყრდნობილი იქნება იოანე ოწროპირის, ანდრია კესარიელის, მღვდელმონაზონ სერაფიმე როუზის, მთავარეპისკოპოსი ამბერკი ტაუშევის და სხვა დიდი მამების აზრებზე და ყრდნობით. წიგნი გამოცემულია ეპისკოპოს სერაფიმე ჯოჯუას ლოცვა კურთხევით, რაც იმის დასტურია რომ აქ განხილულ აზრებზე და ეგზეგეზურ გადაწყვეტებზე, საპატრიარქოსაც ანალოგიური აზრი გააჩნია. იმის აღნიშვნა რომ შეუმცდარი არავინაა უფლის გარდა, ჩვენც ვეთანხმებით, მაგრამ აქ მოყვანილი ადამიანების ავტორიტეტი მართლმადიდებლურ სამყაროში იმდენად დიდია, რომ მათი მცდარობის კოეფიციენტი თითქმის ნულის ტოლია. ხოლო ვისაც ამაში ეჭვი ეპარება მისი მცდარობა მეტად დიდი. პატივისცემით აბო. სანამ საქმეზე გადავიდოდით მინდა წაუმძვარო : "დღეს თანამედროვე კაცობრიობა უამრავი სასწაულის მომსწრეა, რაც წინასწარმეტყველების მიხედვით ბოლო ჟამის მომასწავებელია. ასევე ბოლო საუკუნეების წმინდა მამათა განმარტებით, უკანასკნელ ჟამს გამოჩდებიან ადამიანები რომლებიც უამრავ სასწაულს მოახდენენ..." ბორჯომისა და ბაკურიანის ეპისკოპოსი მეუფე სერაფიმე (ჯოჯუა). ვინაიდან თემა პირდაპირ სდადისკუსიო ნაწილიდან მინდა დავიწყო. ბოდიშს ვიხდი, წინა თავების განხილვაც შეიძლება, ხოლოდ ეს ცოტა მოგვიანებით გავაკეთოთ, თემის მიმდინარეობის მიხედვით. მეცამეტე თავი მხეცი-ანტიქრისტე და მისი თანამშემწე ცრუწინასწარმეტყველი. 1-2. დავდექი ქვიშაზე ზღვისა და ვიხილე მხეცი ზღვიდან ამომავალი, ათრქიანი: და მის რქებზე ათი გვირგვინი, თავებზე კი გმობის ხელნი. აქ ზღვიდან ამომავალ მხეცში ანტიქრისტე მოიაზრება. ზღვაში ადამიანთა მოდგმა ,ზღვასავით აღელვებული.ხოლო ანტიქრისტე იქნება არა დემონი, არამედ ადამიანთა მოდგმის დამღუპველი ნაშიერი, ქრისტეს ელესიის უკანასკნელი ნაშიერი.იქნება საშინელი ჯიქის მძვინვარების დათვის ფეხების და ლომის ხახის,7 თავი აჭრელებული ღვთის მგმობელი სახელებით და ყოველგვარი სიწმინდის მაგინებელი იქნება. ათი რქა ქღთისმებრძოლობის ნიშანია. იქნება მეფის ძალაუფლებით რომელსაც მიიღებს ეშმაკისაგან, ურჩხულისაგან. რომელიც მას თავის ტახტს გადაცემს. ( დან. 7,2-6) დანიელ წინასწარმეტყველიც საუბრობს ამის შესახებ. 3-4.იმ შვიდი თავიდან მხეცს ერთი თავი დაჭრილი ქონდა " ვიხილე მისი ერთერთი თავი, თითქოს სასიკვდილოდ მოწყლული" მხეცმა ეს სასიკვდილო ჭრილობა განიკურნა, რითაც სასწაულიქნა და გააოცა მსოფლიო. ხალხი ამბობდა ვინ არის მხეცის მსგავსი ან ვინ შეებრძოლება მას?ამასვე ეთანხმება ანდრია კესარიელი და თავის აღდგენას ანტიქრისტეს უფლის აღდგომის მიმბაძველობაზე საუბრობს. -------------------- არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
|
kmunebi |
Aug 29 2008, 11:34 PM
პოსტი
#2
|
ლაშა–გიორგი ჯგუფი: Members პოსტები: 1,367 რეგისტრ.: 11-April 08 მდებარ.: ბათუმი (Porto Franco) წევრი № 4,538 |
ani7777777
ყოველი ადამიანის ცხოვრების აზრი, ცხონებაა. მე ასე ვთვლი. ცხონება სიყვარულით უნდა დაიწყოს ადამიანმა და არა სამყაროს არსის შესწავლით, რასაც უმეტეს შემთხვევაში სულისათვის კატასტროფულ შედეგებამმდე მიყავხარ. -------------------- "გამარჯვება ერთისა თუ მეორისა, ჰოსი თუ არასი, ყოველთვის არა ჰნიშნავს ჭეშმარიტების გამარჯვებას, მაგრამ მაინც ჰოსა და არას ჭიდილია ერთად-ერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა"
ილია ჭავჭავაძე |
ani7777777 |
Sep 1 2008, 05:23 PM
პოსტი
#3
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 27 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,521 |
ani7777777 ყოველი ადამიანის ცხოვრების აზრი, ცხონებაა. მე ასე ვთვლი. ცხონება სიყვარულით უნდა დაიწყოს ადამიანმა და არა სამყაროს არსის შესწავლით, რასაც უმეტეს შემთხვევაში სულისათვის კატასტროფულ შედეგებამმდე მიყავხარ. მიმიყვანა... სიყვარულით დავიწყე და სწავლებამ ცუდ შედეგამდე მიმიყვანა... სულ მოწყალებას უნდა ვითხოვდე იმის გულისათვის, რაც ღმრად მაქვს ცხოვრების წესად ჩამჯდარი რამდენჯერ უნდა ჩავწერო მაკიაჟი აღსარებაში?! გაჩენისთვის ვარ დამნაშავე...არ დამიმსახურევია ეტყობა სიცოცხლის მადლი...არის რაღაცეები რაზეც უარს ვერ ვამბობ...იმიტომ რომ თავად ეს მე ვარ! |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 05:48 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი