IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> წმინდა მამათა გამონათქვამები, გამონათქვამები, წერილები, ამონარიდები ქადაგებებიდან და ა.შ
იოანა
პოსტი Aug 17 2006, 04:44 PM
პოსტი #1


აკურთხევს სული ჩემი უფალსა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,554
რეგისტრ.: 23-July 06
წევრი № 5



კარგი იქნება თუ აქ დავპოსტავთ ჩვენთვის ყველაზე ახლო, მისაღებ და საყვარელ გამონათქვამებს, წერილებს, ამონარიდებს წმინდა მამებისა ან უბრალოდ მამების ქადაგებებიდან. ამდენად, მე მინდა ეს თემა გავხსნა ჩემთვის ძალიან საყვარელი სანუგეშოთი (როგორც შეგპირდით), რომელიც მღვდელ-მონაზონ სერაფიმე ვირიცელს ეკუთვნის. ალბათ, ბევრ თქვენგანს წაკითხული აქვს ეს წერილი, რომელიც წმინდა სერაფიმემ თავის სულიერ შივილს მისწერა და რომელიც ისე როგორც მე, ბევრ სხვას დღესაც ანუგეშებს... მაგრამ მანამდე მინდა მისი ცხოვრებიდან მოვიყვანო ერთი შემთხვევა: "მკაცრ მარხვასა და თავის საბერო კანონთან ერთად მამა სერაფიმემ დიდი ღვაწლი იტვირთა: თავისი საყვარელი რუსეთის გადასარჩენად ათასი ღამე იდგა ქვაზე ღია ცის ქვეშ და ევედრებოდა უფალს. ამით მიემსგავსა წმინდა სერაფიმე საროველს, თავის ზეციურ მფარველს". (ჟურნალი „კარიბჭე“, №21, 2005 წ)

ახლა კი წერილი "ეს ჩემგან იყო"

გიფიქრია ოდესმე, რომ ყველაფერი, რაც შენ გეხება, მეხება ასევე მეც? რადგან ის, რაც გეხება შენ, ეხება ჩემი თვალის ჩინს.
შენ ძვირფასი ხარ ჩემთვის, უძვირფასესი, მე შენ შეგიყვარე, ამიტომაც განსაკუთრებულ სიხარულს მანიჭებს შენი აღზრდა.
როდესაც თავს განსაცდელი დაგატყდება და მდინარესავით მოგადგება მტერი, მინდა იცოდე, რომ ეს ჩემგანაა.
შენი უძლურება ჩემს ძალას ითხოვს და თუ გსურს უსაფრთხოდ იყო, მომეცი საშუალება, ვიბრძოლო შენთვის.
მძიმე გარემოებაში იმყოფები? იმ ადამიანთა შორის, შენი რომ არ ესმით, ანგარიშს არ უწევენ შენი სულისათვის საჭიროს და გრთგუნავენ? გახსოვდეს – ეს ჩემგანაა.
მე ვარ უფალი, მეუფე ყოველგვარი გარემოებისა, შემთხვევით კი არ აღმოჩენილხარ იქ, სადაც დაგადგინე.
შენ არ მთხოვდი, მორჩილება მესწავლებინა შენთვის?! ჰოდა, დაგაყენე ზუსტად იმ გარემოში, იმ სკოლაში, სადაც ამ გაკვეთილს ასწავლიან. შენი გარემო და შენთან მცხოვრებნი მხოლოდ ჩემს ნებას აღასრულებენ.
გაჭირვებაში ხარ და თავი ძლივს გაგაქვს? გახსოვდეს ყოველთვის – ეს ჩემგანაა. ჩემს ხელშია მატერიალური კეთილდღეობა შენი, მინდა ჩემთან მოირბინო და ჩემზე იყო დამოკიდებული. ჩემი მარაგი ულევია.
მინდა, რომ დარწმუნდე ჩემს ერთგულებაში. არ დავუშვებ, გაბედონ და გითხრან შენი გასაჭირი – არ გწამდა ღმრთისაო!
ტანჯვას განიცდი ღამ-ღამობით? განშორებული ხარ ახლობლებს? გახსოვდეს – ეს ჩემგანაა.
მე ვარ კაცი ნატანჯი, ბევრი განსაცდელი მიგემია. მე დავუშვი განსაცდელები შენზე, რათა მომმართო და ჩემში ჰპოვო სულის სიმშვიდე.
მოტყუვდი მეგობარში, ან ადამიანში, ვისთვისაც გული გიბოძებია? გახსოვდეს – ეს ჩემგან იყო. მე დავუშვი, ეს სიმწარე შეგხებოდა, რათა შეგეცნო, რომ უფალია ნამდვილი მეგობარი. მინდა, ყველაფერი ჩემთან მოგქონდეს ლოცვებში.
ცილი დაგწამეს? მომანდე ეს საქმე და იყავი ჩემთან, შენს თავშესაფარში, რათა მტკიცედ დაუხვდე „ენის ყივილს“. თავის დროზე ნათელს გავხდი შენს სიმართლეს, შენი სამართლიანობა კი გახდება მსგავსი შუადღისა.
დაინგრა შენი გეგმები? სულით დაეცი და დაიღალე? გახსოვდეს – ეს ჩემგან იყო. შენ აგებდი გეგმებს და მომიტანე, რათა მეკურთხებინა ისინი, მაგრამ არ მინდა დამითმო, არ მინდა მე წარვმართავდე შენს ცხოვრებას, მაშინ პასუხისმგებელი ყველაფერზე მე ვიქნები, რადგან ძალზედ მძიმეა ის შენთვის და მარტო ვერ შეძლებ გამკლავებას, რამეთუ იარაღი ხარ მხოლოდ და არა მოქმედი პირი. (ეს კარგად ვე რგავიგე, როგორც ჩანს თარგმანშია შეცდომა. იოანა)
იგემე მოულოდნელი ყოფითი წარუმატებლობები და უიმედობამ მოიცვა შენი გული? ეს ჩემგან იყო, რადგან მინდა, შენი სული და გული მუდამ ენთოს და ჩემი სახელით ამარცხებდე სულმოკლეობას.
დიდი ხნის მანძილზე არ იღებ შენი ახლობლებისა და ძვირფასი ადამიანებისაგან ცნობებს და, სულმოკლეობის გამო, უნუგეშობასა და დრტვინვას მისცემიხარ? იცოდე – ეს ჩემგანაა, რადგან ამ წუხილით ვცდი ახლობლებისათვის შენი ლოცვის კადნიერების ძალას. შენ არ დაავალე მათი მფარველობა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს?
მოგიხილა მძიმე ავადმყოფობამ – დროებითმა ან უკურნებელმა და სარეცელს მიეჯაჭვე? იცოდე – ეს ჩემგან იყო. რადგან მინდა, უფრო ღრმად შემიცნო სხეულებრივი უძლურებისას და არ დრტვინავდე მოწევნული განსაცდელის გამო, არ ეცადო, ჩასწვდე ჩემს განგებას, ადამიანთა სულების სხვადასხვა გზებით გადასარჩენად დაშვებად მოუდრიკე ქედი წყალობას ჩემსას შენს მიმართ.
ოცნებობდი, ჩემთვის განსაკუთრებული საქმე აღგესრულებინა და ნაცვლად ამისა სარეცელს მიჯაჭვული აღმოჩნდი? იცოდე – ეს ჩემგან იყო. წარმატებისას საქმეებში იყავი გართული და არ შემეძლო, წარმომემართა შენი ფიქრები ჩემსკენ. მინდა გასწავლო ყველაზე ღრმა ფიქრი, იდგე ჩემს სამსახურში. მინდა გასწავლო შეგრძნება საკუთარი არარაობისა და იმისა, რომ საკუთარ თავს ვერაფერში ენდობი.
ჩემი საუკეთესო თანამებრძოლნი, ძირითადად, ისინი არიან, ვინც ცოცხალ მოღვაწეობას მოწყვეტილა, რათა ესწავლათ ფლობა იარაღისა, განუწყვეტელი ლოცვა რომ ჰქვია.
უეცრად მოგიწოდეს მძიმე და საპასუხისმგებლო მდგომარეობის დასაკავებლად? წადი ჩემი იმედით. მე გაბარებ ამ სიძნელეებს, რადგან მათთვის გაკურთხა უფალმა ყველა ჩემს გზაზე, ყველაფერზე, რაც გაკეთდება შენი ხელებით.
გაძლევ ჭურჭელს წმინდა მირონით. ისარგებლე, შვილო ჩემო! ამ მირონით იყოს ცხებული ყოველი წარმოქმნილი დაბრკოლება, ყოველი შეურაცხყოფა სიტყვითი, ყოველი მარცხი სამსახურში, გულისწყვეტის გამომწვევი, ყოველი აღიარება შენი უძლურებისა და უუნარობისა.
გახსოვდეს, რომ ყოველი მარცხი უფლის დარიგებაა!
ყოველი საწრეტელი შეხებისთანავე დაჩლუნგდება, რადგან გულში ჩაგითესე დღეს განცხადებული სიტყვები - ეს ჩემგან იყო!
1937წელი



--------------------
თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფროდაუფრო ემსაგვსოს შემქმნელს თავისას...
------------------------------------------------------
იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი...
------------------------------------------------------
აზროვნება სულის თვისებაა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
iako
პოსტი Sep 2 2006, 12:53 PM
პოსტი #2


ნონა
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 926
რეგისტრ.: 19-August 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 83



''ტაძრებისა და მონასტრების შენებით ერი სულის წყურვილს იკლავს. ეს საპატიო წყურვილია, რადგან ის არის სათავე წარმატებისა''

წმინდა ილია მართალი.


--------------------
რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა, უარ-ჰყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
IOANA   წმინდა მამათა გამონათქვამები   Aug 17 2006, 04:44 PM
mnate   ეს გვერდზე თემაშიც...   Aug 17 2006, 04:53 PM
salome   ეს ძალიან მიყვარს...   Aug 18 2006, 12:31 AM
IOANA   უფლის შეგონებებს ნ...   Aug 18 2006, 02:26 PM
liliana   "ჩვენ დროში როცა ...   Aug 18 2006, 09:33 PM
solomony   სოლომონ ბრძენმა რო...   Aug 19 2006, 02:00 AM
Irine   შეუძლებელია ხომალ...   Aug 20 2006, 05:16 PM
Irine   http://c.foto.radikal.ru/0608/9ec351ec6e2ex.jpg   Aug 20 2006, 11:21 PM
Irine   წმიდა ეფრემ ასური ...   Aug 21 2006, 01:14 PM
IOANA   ერთი ბრძენისა არ ი...   Aug 21 2006, 05:06 PM
IOANA   ერთხელ, საბჭოთა კა...   Aug 22 2006, 09:34 PM
Irine   მართალია მამა სერა...   Aug 23 2006, 04:13 PM
IOANA   "მე მუდამ მაქვს ა...   Aug 23 2006, 05:09 PM
Irine   "ის, ვინც მას შემდ...   Aug 23 2006, 06:57 PM
mnate   რაიმე გააქვს მისი ...   Aug 23 2006, 06:58 PM
Irine   არა, უბრალოდ ციტატ...   Aug 23 2006, 07:16 PM
IOANA   "ცხონება არ არის ...   Aug 24 2006, 11:29 AM
eka-ekaterine   "იყავით არა "უგუ...   Aug 24 2006, 07:58 PM
leqso   „იპოვე საკუთარი გუ...   Aug 25 2006, 04:27 PM
Irine   "ცოდვისაგან განწ...   Aug 25 2006, 10:25 PM
leqso   ასე შეიყვარე მოყვა...   Aug 26 2006, 10:06 AM
leqso   „ადამიანების უმრა...   Aug 26 2006, 10:45 AM
მარიამი   უნდა იცხოვრო არა „...   Aug 27 2006, 04:28 PM
ninucia   "სიმდაბლე არის ქმ...   Aug 29 2006, 06:30 PM
iako   ''ნუ განიკითხავ ...   Aug 29 2006, 07:01 PM
iako   ''ტაძრებისა და მ...   Sep 2 2006, 12:53 PM
t.l.   „სიკვდილის წინ შევ...   Sep 5 2006, 01:24 PM
t.l.   მხოლოდ ღმერთი არსე...   Sep 5 2006, 02:00 PM
david the iverian   ურწმუნოს ვერაფრით ...   Sep 6 2006, 02:49 PM
mr_morrison   sofeli kacisaTvis erTgvari carieli wignia, romelsa...   Sep 7 2006, 02:23 PM
მარიამი   გადავთარგმნე   Sep 7 2006, 02:32 PM
Solomonia   ღვთის საჩუქარია უშ...   Sep 11 2006, 07:09 PM
liliana   "სენაკიდან გამოს...   Sep 11 2006, 07:35 PM
t.l.   სინანულს ორი სახე ...   Sep 12 2006, 10:54 AM
Solomonia   თუკი სული სხეულზე ...   Sep 12 2006, 12:01 PM
guja   ... მე ვაფრთხილებ ჩვ...   Sep 12 2006, 11:26 PM
Solomonia   ნებისმიერი სამწუხ...   Sep 13 2006, 11:54 AM
Solomonia   როდესაც ცას ღრუბელ...   Sep 15 2006, 08:41 PM
Solomonia   თუკი გამხიარულებს ...   Sep 20 2006, 01:18 PM
Solomonia   ადამიანი, რომელიც ...   Sep 25 2006, 08:55 PM
iraklirost   მტრებთან განშორებ...   Oct 2 2006, 09:08 AM
Solomonia   ჭეშმარიტად გონიერ ...   Oct 2 2006, 12:28 PM
ABDALA   "ტაძარში მოლაპარ...   Oct 9 2006, 04:29 PM
mr_morrison   ”სოფელი კაცისთვის ...   Oct 9 2006, 04:57 PM
Solomonia   თუკი ეს ქვეყანა და ...   Oct 11 2006, 04:43 PM
Solomonia   ჭეშმარიტად გონიერ ...   Oct 22 2006, 11:15 PM
Irine   ნურასოდეს ჩაერევი ...   Nov 12 2006, 07:42 PM
კანუდოსელი   ნურასოდეს ჩაერევი...   Nov 13 2006, 02:12 AM
ლილიანა   ჩვენ ( მოძღვრებს ) ს...   Nov 13 2006, 11:24 AM
.:თამარი:.   მხოლოდ შენ აღძრავ, ...   Nov 13 2006, 10:41 PM
იოანა   გწამდეს, რომ უპატი...   Nov 16 2006, 03:16 PM
.:თამარი:.   ვისაც არ ძალუძს წმ...   Nov 22 2006, 05:24 PM
Georg   წმიდამღვდელმოწამ...   Nov 24 2006, 02:52 AM
.:თამარი:.   თუკი ადამიანს ნამდ...   Nov 25 2006, 12:19 AM
marine   "ნებისმიერი მოღვ...   Dec 1 2006, 12:20 PM
.:თამარი:.   ყოველივე იმას, რის...   Dec 1 2006, 06:38 PM
marine   "სუფთა გულში, რომ...   Dec 4 2006, 04:41 PM
.:თამარი:.   ღმერთის წინამძღვრ...   Dec 4 2006, 10:18 PM
marine   "გული მეტად ფაქიზ...   Dec 5 2006, 01:34 PM
.:თამარი:.   უფალი ნეტარებად ხმ...   Dec 6 2006, 02:47 PM
marine   "ყველანაირად უნდ...   Dec 6 2006, 02:50 PM
მნათე   როცა უფლის გულისათ...   Dec 6 2006, 06:56 PM
marine   "ის კი არ არის მდი...   Dec 7 2006, 12:10 PM
.:თამარი:.   ნეტარია იგი, ვინც ღ...   Dec 7 2006, 09:41 PM
marine   "ურწმუნო რომ ქრის...   Dec 8 2006, 12:51 PM
kaxa-beri   კაი თემაა !!!!...   Dec 12 2006, 03:19 PM
.:თამარი:.   თუკი იხილავ, რომ კა...   Dec 12 2006, 03:19 PM
marine   "ვისთვისაც ეკლეს...   Dec 15 2006, 01:02 PM
solomon   მრავალნი ამა ცხოვრ...   Dec 17 2006, 08:00 PM
marine   "შეიყვარე განსაც...   Dec 18 2006, 12:34 PM
kaxa-beri   "შეიყვარე განსაც...   Dec 19 2006, 05:56 PM
marine   kaxa-beri გამარჯობა, კახ...   Dec 19 2006, 05:59 PM
.:თამარი:.   ნუ უგულებელსყოფ ღმ...   Dec 21 2006, 02:26 PM
marine   "უფალს მყუდროება ...   Dec 21 2006, 02:48 PM
.:თამარი:.   ადამიანს თავისით ა...   Dec 22 2006, 03:21 PM
marine   "ჩვენ არ უნდა დავ...   Dec 22 2006, 03:48 PM
.:თამარი:.   უეჭველია, რომ ღმერ...   Dec 22 2006, 03:54 PM
marine   "როს კეთილდღეობა...   Dec 22 2006, 04:41 PM
.:თამარი:.   ღმერთის საქმეა - მო...   Dec 22 2006, 05:00 PM
marine   "ეცადე ისეთ სათნო...   Dec 25 2006, 05:41 PM
.:თამარი:.   marine ძალიან მიხარია, ...   Dec 25 2006, 06:19 PM
marine   .:თამარი:. მე კი ვფიქ...   Dec 26 2006, 02:02 PM
.:თამარი:.   marine :wub: გარნა რით იყ...   Dec 26 2006, 09:39 PM
მარინე   ღმერთზე იზრუნე და ...   Dec 26 2006, 09:58 PM
.:თამარი:.   უფალი თავის თავს გ...   Dec 26 2006, 11:06 PM
marine   "როცა განიკითხავ,...   Dec 27 2006, 10:57 AM
.:თამარი:.   ო, დრო, დრო! როგორი ...   Dec 29 2006, 03:31 PM
marine   "ჩინელები გამოყო...   Dec 29 2006, 03:42 PM
ilarion90   ქრისტე ჯვარს ეცვა ...   Dec 29 2006, 03:57 PM
.:თამარი:.   როდესაც ვინმე შენი...   Jan 4 2007, 03:33 PM
kato_Bato   "ჩინელები გამოყო...   Jan 4 2007, 04:13 PM
.:თამარი:.   ხოდა აყველა ამ ჩამ...   Jan 6 2007, 04:40 PM
usgar   ეგნატე ბრიანჩანინ...   Jan 4 2007, 04:37 PM
მხევალი ნინო   ძალიან კარგი სიტყ...   Jan 11 2007, 10:33 AM
Маиа   "Отдай долг памяти святы...   Jan 11 2007, 02:16 PM
.:თამარი:.   რა სასარგებლოა მდი...   Jan 12 2007, 03:46 PM
მარინე   თუკი შენ არ პატიობ ...   Jan 12 2007, 08:17 PM
მნათე   შენ წარმოთქვი სიტყ...   Jan 12 2007, 08:21 PM
მარინე   გადაეჩვიეთ კამათს,...   Jan 12 2007, 08:27 PM
მნათე   ნუ განუდგები, საყვ...   Jan 12 2007, 08:31 PM
10 გვერდი V  1 2 3 > » 


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 3 მომხმარებელი (მათ შორის 3 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 10th November 2024 - 10:05 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი