ქართული და უცხოური სამზარეულო, უცხოეთში მცხოვრები ფორუმელების თხოვნით |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქართული და უცხოური სამზარეულო, უცხოეთში მცხოვრები ფორუმელების თხოვნით |
ნათია |
Nov 29 2007, 11:02 PM
პოსტი
#81
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
თემა მზადაა! შეგიძლიათ დაწეროთ რეცეპტები, გააკეთოთ და "დააგემოვნოთ"
-------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
guest |
Sep 5 2008, 05:00 PM
პოსტი
#82
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
კაი,ლიკა, მე გავაგრძელებ
სერბული სამზარეულოს სამეფო კერძი, რომელიც ჩვენს ზაზას (კანუდოსელი) ისე მოეწონა, რომ სუფრაზე ზედახორა იყო ,მარა სხვა რამის გასინჯვა არც უცდია მაგის გამო კარაჯორჯის შნიცელი Карађорђева шницла 500 გრამი ხბოს ხორცი (გამოდგება ძროხის ახალი,ნაზი ხორციც) 100 გ (ხაჭო)? (გერმანულად Frischkäse ქვია,ახალი ყველი თარგმანში,მაგრამ ხაჭოს გავს.სამწუხაროდ არც რუსულად არ ვიცი) დაფხვნილი ორცხობილა (როგორც ჩვეულებრივი შნიცელისთვის) 2 კვერცხი ზეთი,წიწაკაა, მარილი, თხლად დაჭრილი რამდენიმე ცალი "ვიჩინა". ხორცი თხელ დიდ შნიცელებად დავჭრათ და დავბეგვოთ,მოვაყაროთ მარილი და წიწაკა,წავუსვათ ჯამში მანამდე კარგად არეული Frischkäse, დავადოთ ვიჩინის თხელი ნაჭერი, შემდეგ დავახვიოთ (დავაგორგვალოთ), კბილის საჩიჩქნი ხის ღეროებით შევკრათ გვერდები.ამოვავლოთ ათქვეფილ კვერცხის გულში და შსმდეგ ორხობილას ფხვნილში. ფართო ტაფაზე ზეთში ჩვეულებრივი შნიცელივით ყველა მხრიდან შევწვათ. სერვირებისას ცხადია ვაცლით ხის ღეროებს, გარნირებას ვუკეთებთ ნახევარი ლიმონის ან ლიმეტის (Limette) ნაჭრით. მიირთმევენ ყველა სახის კარტოფილთან ერთად, იქნება ეს კლასიკური შემწვარი კარტოფილი, მოხარშული და მერე შემწვარი კარტოფილი, პიურე თუ რაც გვსურს.სოუზი საკუთარი სურვილით რასაც აირჩევთ.კლასიკურ ვარიანტში კი სოუზი არ ახლავს. ასევე ჩვენი გემოვნების მიხედვით, რა სახის გარნიტურიც გვსურს. სურათი ცოტა უხარისხოა: ამ სურათში კი ზაზას წინ უდევს კარაჯორჯების თეფში (სხვა ხორცეულობასთან ერთად: ჩევაპჩიჩი,კატლეტები,ინდაურის ფილეები), პროტესტის მიუხედავად კიდეც გავატანე |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th June 2024 - 11:10 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი