მამათა გამონათქვამები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მამათა გამონათქვამები |
Murzayani |
Mar 5 2007, 09:08 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 57 რეგისტრ.: 10-January 07 მდებარ.: Gldani!!! წევრი № 842 |
ღმერთზე მხოლოდ ღმერთი არსებობს თავისთვის, ხოლო ჩვენ ყველანი ვარსებობთ ღმერთისთვის. ღმრთისათვის სათნოყოფა - აი, შენი ნეტარება; მასთან ერთობაში ყოფნა - აი, შენი დანიშნულება, შენი ყოველგვარი საქმინობის წესი. წმ. ეფრემ ასური ღმერთზე იზრუნე და ღმერთი იზრუნებს შენზე. წმ. იოანე ოქროპირი გახსოვდეს ღმერთი, რომ მას ყოველთვის ახსოვდე შენ. წმ. ისააკ ასური უფლის გარეშე არა მხოლოდ ქალაქი და ადამიანის სახლი, არამედ ჩიტის ბუდეც არ შენდება. მოსკოვის მიტროპოლიტი ფილარეტი არაფერში ისე არ გვჭირდება ღმერთის დახმარება, როგორც ჩვენი ხსნის საქმეში; იმიტომ რომ არაფერში არა ვართ ისეთი სუსტები, როგორც სიკეთის კეთებაში. წმ. ტიხონ ზადონელი როცა ამა ქვეყნის ძლიერთა წინაშე აღმოჩნდები, გაიხსენე, რომ ყოვლადძლიერი ღმერთი ყოველივეს ხედავს და ეცადე სწორედ მას სათნო ეყო და არა - ძლიერთა ამა სოფლისათა. წმ. ანტონი დიდი ღმერთზე საუბარი - დიდი საქმეა, მაგრამ გაცილებით უფრო დიდი საქმეა საკუთარი თავის განწმენდა ღმერთისათვის. წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი ვინც ღრმად შეიცნო ღმერთი, მისკენ მიილტვის, ვინც მცირედ შეიცნო – ხან პოულობს, ხან კარგავს. ვინც ვერ შეიცნო ღმერთი, დასცინის მას. ისინი ამბობენ: ღმერთი კი მწამს, მაგრამ მღვდელი და ეკლესია არ მომწონსო. ფუჭი და ამაოა ეს სიტყვები. თუ ადამიანს უყვარს სიმღერა, მომღერალს სცემს პატივს, თუ პოეზია უყვარს, პოეტს მიაგებს პატივს, ღმერთი თუ უყვარს, ყველაფერს პატივს მიაგებს, რაც ცისქვეშეთში ადიდებს უფალს – ეკლესიასაც და ღვთისმსახურსაც. ეს არის ნიღაბი. ვერ ამბობს ასეთი ადამიანი, ათეისტი ვარო, ამიტომ სათქმელს ასე ნიღბავს. ეპისკოპოსი ანტონი (ბულუხია) რწმენასა და ურწმუნოებაზე არაფერი ისე არ ჭირდება ადამიანს, როგორც რწმენა. ამაზეა დამოკიდებული არა მარტო მომავალი ცხოვრების ნეტარება, არამედ ამქვეყნიური კეთილდღეობაც. თანაც, არა მარტო თითოეული ჩვენთაგანის, არამედ მთელი საზოგადოების. მოსკოვის მიტროპოლიტი ფილარეტი ღუზა ხომალდს ქარიშხლის დროს ჭირდება; რწმენა კი ადამიანს - უბედურებების დროს. სადაც არ არის სარწმუნოება, იქ არ არის კეთილი საქმეები, იმიტომ, რომ განზრახვა საქმე სიკეთეს ანიჭებს, ხოლო კეთილი განზრახვა სარწმუნოებიდან მოდის. ნეტარი ავგუსტინე ადამიანთა საზოგადოება ღმრთისა და სულის უკვდავების რწმენის გარეშე ველური ცხოველიების ჯოგია, მოუხედავად იმისა, რომ მათ გონებაც აქვთ. ისინი ყოველთვის მზად არიან, ერთმანეთი ტანჯონ და გაანადგურონ. მოსკოვის მიტროპოლიტი მაკარი ურწმუნოება იქიდან იშვება, რომ ჩვენ ადამიანური დიდება გვწყურია. წმ. ბასანოფი დიდი და იოანე წინასწარმეტყველი რწმენით განათებულ ქრისტიან გულს ყველა უყვარს, ყველას ჰპატრონობს, ყველას უთმობს, ყველაფერს ითმენს; ასეთი გული ადვილად ამჩნევს გაჭირვებულს და ეხმარება მას; მისთვის უცხოა სიცრუე, ავსიტყვაობა, ცურმოწმეობა, ქურდობა, მკვლელობა... საერთოდ, არაწესიერი ცხოვრება. თუ ნახა ვინმე ცოდვილი, კი არ განიკითხავს, მხარში ამოუდგება მას, რომ როგორმე ააყენოს დაცემული. მისი ცხოვრება ქმნის ჯვარს: მიისწაფვის ღვთისაკენ და მიისწაფვის ადამიანისაკენ. რწმენა და სიყვარული აერთებს ღმერთთან; სიყვარულივე აკავშირებს მოყვასთან და ხალხთან. ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ...რა არის საჭირო? საჭიროა, რომ ჩვენი ლოცვა შეისმინოს ღმერთმა, უნდა ილოცოთ ნამდვილი რწმენით. აუცილებლად უნდა გწამდეთ, რომ ღმერთი არსებობს, აუცილებლად უნდა ხედავდეთ ღმერთს თქვენს წინაშე. აი, როგორც ჩვენ დიდი ადამიანების წინაშე ვდგავართ გამართულად, მოკრძალებით, თავმდაბლად, ასე უნდა იდგეთ და გრძნობდეთ, რომ ხართ ღვთის წინაშე და თვალი ღვთისა დაგყურებთ. ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი რწმენა თავისუფალი არჩევანია და იქ, სადაც არის თუნდაც დაფარული მტკიცება და ძიების სურვილი, არ არის სარწმუნოება. მღვდელი ალექსანდრე ელჩანინოვი ერთი წმინდანი ამბობს, რომ ურწმუნოსა და მორწმუნეს შორის ისეთივე დიდი განსხვავებაა, როგორიც ქანდაკებასა და ცოცხალ ადამიანს შორის. მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი ერთის ბრძენისა არ იყოს, ქვეყანაზე ზოგი იმისთანა საგანია, რომ თუ არ დაინახე, ვერ ირწმენ და ზოგიც იმისთანაა, რომ თუ არ ირწმუნე, ვერ დაინახავ. ცასა, თუ ცას იქით, სწორედ იმისთანა ადგილებია მაძებარ გონებისათვის, რომ თუ არ ირწმუნე, ვერას დაინახავ. წმიდა ილია მართალი (ჭავჭავაძე) -------------------- ღმერთზე იზრუნე და ღმერთი იზრუნებს შენზე. |
makiki |
Sep 5 2008, 06:39 PM
პოსტი
#2
|
makiki ჯგუფი: Members პოსტები: 1,779 რეგისტრ.: 29-January 08 მდებარ.: Tbilisiii წევრი № 3,797 |
ბოროტი სიტყვა კეთილსაც ბოროტად აქცევს, ხოლო კეთილი კი ბოროტსაც გარდაქმნის კეთილად. ღირსი მამა მაკარი რასაც უფალს არ მოვახმართ, მოიხმარს სხვა. ამიტომ მოგვცა უფალმა მცნება -გვიყვარდეს მთელი სულით და გულით, რათა ბოროტმა არ იპოვოს ჩვენში ბინა. ბერი იოსები იმისათვის რომ სხვებს უყვარდე, ჯერ შენ უნდა შეიყვარო ისინი. ბერი პორფირე თუ ადამიანი ააშენებს სახლს და დატოვებს უსახურავოდ-ეს სახლი საცხოვრებლად არ ივარგებს, ასევეა ადამიანიც. ყველანაირი სათნოებით რომ შეიმკოს, თუ სიყვარული ვერ მოიპოვა, მაშინ მისი სათნოების სახლი უსახურავოდ დარჩება და გამოუსედეგარია. ბერი ფილოთეოსი ბოლო ჟამს ადამიანებს სიმდაბლე,სიკეთე და სიყვარული გადაარჩენს.სიკეთე სამოთხის კარს გაგიღებს, სიმდაბლე შიგ შეგიყვანს და სიყვარული ღმერთს განახვებს. როცა არაფერი გაქვთ,არ უნდა ჩავარდეთ სასოწარკვეთილებაში, უნდა დამთმენი იყოთ. არ მოგცა, ე.ი. ასე იყო საჭირო. უნდა ვეცადოთ, რომ უფალმა ძალა მოგვცეს, კვლავ შევძლოთ ლოცვა. "უფალი კეთილ გზას გვიჩვენებს" - ასე უნდა ზრახვიდეს ადამიანი. მამა გაბრიელი ვის გულშიც ქრისტე არ არის, მისთვის ყველაფერი რთული და ბნელია.როდესაც გულში ქრისტე არ არის,მაშინ იქ ბევრი ადგილია ფულის, მამულების და ადამიანებისათვის ბერი ამფილოქე ღმერთი არ განასხვავებს მართალს ცოდვილისაგან და არც ათანაბრებს ათანაბრებს ზაკვრობას სათნოებასთან. ფუტკარი თუ იპოვის შაქრის ნატეხს ან რაიმე ტკბილს ნაგვის გორაზე, არ ერიდება ნაგავს, მიფრინდება სიტკბოს ასაღებად და მისგან თაფლს ამზადებს. ასევეა ღმერთიც, ის არ აქცევს ყურადღებას, ცოდვილია თუ სათნო, ბოროტებაშია თუ სიკეთეში. უფალი ადამიანის დასახმარებლად ხედავს მხოლოდ იმ წუთებს, რომლებიც მას კაცთან აახლოვებს. ბერი ანთიმოზი მრავალგზის მობრძანდება ქრისტე და გვიკაკუნებს კარზე. შენ დასვავ მას შენი სულის სასტუმრო ოთახში და საზრუნავში ჩაფლული ივიწყებ ძვირფას სტუმარს. ის გელოდება და როდესაც ძალიან იგვიანებ, დგება და მიდის. მეორედ უკვე ისეთი დაკავებული ხარ, რომ პასუხობ სარკმლიდან - კარის გაღების დროც კი აღარ გაქვს. ბერი ამფილოქე რამდენადაც ადამიანი ამსოფლიურ ნუგეშს მოიკლებს,იმდენად მეტ ღვთიურ სიხარულს მიიღებს სულიწმინდის მადლით. წმ.ისააკ ასური ვინც უდაბნოსა და მდუმარებაში ცხოვრობს, ის სამი განსაცდელისგან თავისუფალია: სმენის, ენისა და მზერისაგან; მას მხოლოდ ერთი განსაცდელი აქვს - საკუთარი გულისგან. წმ.ანტონი დიდი მადლიერება მიმღებისა აგულიანებს გამცემს,რომ უწინდელზე მეტი ძღვენი გაიღოს. ღრ.ისააკ ასური ქრისტე ჩვენი მეგობარია, ჩვენი ძმა, ეს არის ყველაფერი მშვენიერი. ქრისტე არ არის პირქუში სევდიანი, არ აქვს შინაგანი შფოთი. ადამიანი ხომ იტანჯება ფიქრებით და გარემოებებით, რომლებიც თანდათან ამძიმებს და აავადებს მას. ქრისტე სიხარულია, ცხოვრებაა, ნათელი რომელიც ახარებს, ფრთებს ასხამს ადამიანს, აძლევს ძალას, დაინახოს ყველა და ყველაფერი, თანაუგრძნოს, აძლევს სურვილს, რომ ყველა მის გვერდით იყოს და ხარობდეს. ბერი პორფირე -------------------- სიტყვათა შენთაგან განმართლდე და სიტყვათა შენთაგან დაისაჯო. (მათე 12,37) იმისთვის რომ სხვებს უყვარდე ჯერ შენ უნდა შეიყვარო ისინი სულის განწმენდის საუკეთესო საშვალებაა ლოცვის დროს ტირილი,მაგრამ ლოცვის მერე ნუ დაივიწყებ ,რისთვის ტიროდი. უნდა შეიცნოთ,რომ ქრისტეს სიყვარული ცოდნას აღემატება,რათა აღივსოთ სრული ღვთიური სისავსით. შეეეცადე ადამიანებთან ურთიერთობაში გამოიწრთო და მორჩილების გრძნობა გამოიმუშავო. ჩვენი ცხოვრება გემზე მყოფ მეზღვაურის მდგომარეობას ჰგავს: როგორც ის,იმისდა მიუხედავად დგას,ზის თუ წევს ,სულ უფრო უახლოვდება ნავსაყუდელს და მიემართებ აიქით ,საითკენაც გემი მიცურავს,ჩვენც- გვძინავს თუ გვღვიძავს,ვწევართ თუ დავდივაღტ-ყოველ წუთს ცხოვრების დასასრულს ვუახლოვდებით. ბავშვობაში შეძენილი ჩვევები ნორჩ ხეზე ამოკვეთილი ასოებივითაა- ხესთან ერთად იზრდებიან ,ფართოვდებიან და, საბოლოოდ მის ნაწილად იქცევიან. ეცადეთ ემსგავსოთ ამბა ისააკს ,რომელიც ამბობდა : " ჩემს კელიასი არასდროს შემიყოლებია არაკეტილი აზრი ძმაზე,რომელმაც მაწყენინა,ასევე ყოველთვის ვცდილობდი ,არც რომელიმე სხვა ძმას შეეტანა ტავის სენაკში ჩემზე ცუდი აზრი" ვინც ხელისგულზე სამკურნალო ზეთს ისხამს,რათა უძლურს სცხოს,ამ ზეთის ნაწილი ჯერ მას ხვდება.ასევე ვინც ძმისთვის ლოცულობს(ან ზრუნავს მოყვასის კეთილდღეობაზე და სიკეთეს სთესავს) ,ვიდრე მას რგებს რამეს,ჯერ თვითონ ნახულობს სარგებელს. შინ რომ გველ-მორიელი გაგიჩნდეთ , განა ყველაფერს არ გააკეთებთ მათ თავიდან მოსაშორებლად? სიძულვილი და მტრობა ამ ქვეწარმავლებზე უარესია,თქვენ კი დიდათ არ ცდილობთ,მათგან განიწმინდოთ გული,რომელიც ტაზარია ღვთისა. -------------------- წიგნი,რომლის მეორედ და მესამედ წაკითხვა არ ღირს არ უნდა წაიკითხო არცერთხელ.
ლამაზი ცრემლები წამწამებს ეხება პატარა ცრემლები ბაგეზე ეშვება ღმერთო მოუსმინე მის ლამაზ ვედრებას გოგონა ხატის წინ მუხლებზე ეცემა... |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th November 2024 - 10:10 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი