ერთად ვილოცოთ საქართველოსთვის |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ერთად ვილოცოთ საქართველოსთვის |
ბარბარე |
Sep 5 2008, 11:46 AM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 113 რეგისტრ.: 11-June 08 წევრი № 5,054 |
საქართველოდან გამომიგზავნეს ეს ლოცვა,ილიაll ის მიერ დაწერილი.მინდა ყველას მოვუწოდო პარასკევს,თბილისის დროით 00.00საათზე ერთად ვილიცოთ სამშობლოს კეთილდღეობისთვის!
მამაო ჩვენო... ჰოი,ყოვლდწმიდაო სამებაო,ერთარსებაო,მიუწვდომე ლო ძლიერებაო,მამაო ყოვლისმპყრობელო,ძეო მხოლოდშბილო და წმიდაო სულო,ერთო ღმერთო,რომელი ყოვლისა ხილულისა და უხილავისა შემოქმედი ხარ და უფალი,მიზეზო ყოველთა კეთილთაო,მომეც ჩვენ მადლი,მოსავთა შენთა,დიდებად და გალობად ყოვლადპატიოსანსა და დიდად შვენიერსა სახელსა შენსა. სამებაო წმიდაო,სრულებაო ყოველთა არსთაო,მოგვანიჭე ჩვენ მშვიდობა და სიმრთელე,მონათა ამათ შენთა დედისა ღვთისა წილხვდომილსა ერსა,სრულიად საქართველოს მართლმადიდებელსა ქრისტიანეთა,და მას შინა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მიწა წყლის შვილთა,და კვალად აღადგინე ერთობა და მთლიანობა ქვეყნისა ჩვენისა და ღმრთივდაცულობა საზღვართა ჩვენთა. სამებაო ყოვლადწმიდაო,მიუწვდომელო და გამოუკვლეველო,რომელი მართლმსაჯულებითა შენითა მოაწევ სამართლად რისხვასა ჩვენზედა ცოდვათა ჩვენთათვის,შენ შეგივრდებით და გევედრებით,სახიერო უფალო,მოხედე მოწყალებითა და ლმობიერებით აფხაზეთსა და სამაჩაბლოს მიწა წყალსა ზედა მკვიდრსა ერსა ჩვენსა მრავალგზის კვეთებულსა და შეჭირვებულსა მძლავრებისაგან ბოროტისათა,და განამტკიცე და დაიცევ იგი ყოვლისაგან სიკვდილშემოსილისა წყლულებისა,ზედამოსვლისაგან უცხოთესლთასა,ურთიერთმტრობის ,სიძულვილისა და შურისზიებისაგან. ჰოი,ყოვლადსახიერო და მრავალმოწყალეო უფალო,მოგვმადლე ჩვენ განცდა თვისთა ცოდვათა,ნიჭი და ძალი მიტევნებისა და ლმობიერებისა.განრინებად საცთურთაგან ბოროტისათა,რათა ჩვენ,ცოდვისაგან დაცემულნი მონანი და მხევალნი შენნი,გიგალობდეთ შენ და გევედრებოდეთ,წმიდა ხარ,წმიდა ხარ,წმიდა ხარ შენ,ღმერთო ჩვენო,შეგვიწყალენ ჩვენ დიდითა წყალობითა შენითა.ამინ! |
iisperiTOVLI |
Sep 5 2008, 06:45 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,989 რეგისტრ.: 25-April 08 წევრი № 4,650 |
გაიხარე!
კარგი აზრია, ერთად ლოცვას დიდი ძალა აქვს.. ღმერთმა გაგაძლიეროთ ყველა! : ) -------------------- ჩემი ნაბიჯები წარმართე შენი სიტყვით და ნუ გააბატონებ ჩემზე ნურავითარ ბოროტს..
ნახე,სახიფათო გზაზე ხომ არ ვდგავარ და წამიძეხი მარადიულ გზაზე.. და ნუ შეხვალ სამართალში შენს მორჩილთან,რადგან ვერ გამართლდება შენს წინაშე ვერც ერთი არსება. ******************************************************************************** * ლოდი,რომელი შეურაცხჰყვეს მაშენებელთა ესე იქმნა თავკიდეთა.. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 06:01 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი