ვაჟა-ფშაველა, უდიდესი ადამიანი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ვაჟა-ფშაველა, უდიდესი ადამიანი |
ქავთარაძე |
Jan 25 2007, 02:30 PM
პოსტი
#1
|
დაურეგისტრირებელი |
ვაჟა ფშაველას შესახებ ბევრი რამ ვიცი, თუ ვინმემ იცით რაიმე საინტერესო ამ უდიდესი პოეტის , მწერლის, საზოგადო მოღვაწის შესახებ დაწერეთ.
სტუმარ მასპინძელიhttp://www.link.ge/file/61040/stumar.mp3.html სტუმარ ბახტრიონი-baxtrioni |
T.L. |
Jan 25 2007, 04:27 PM
პოსტი
#2
|
Вот бы мне крылья... ჯგუფი: Members პოსტები: 6,950 რეგისტრ.: 1-September 06 მდებარ.: where the wild roses grow წევრი № 134 |
მეუღლის, თამარის, მოსაგონარი
პოეტური შემოქმედების წუთები ერთხელ მე და ლუკა ყანასა ვმკიდით სულა-კურდღელაურთ მამულში. იმ ხანებში რომელიღაც პოემაზე მუშაობდა (რომელზე, კარგად არ მახსოვს). ყანა ძალზედ გადამწიფებული იყო. ორთავენი სამკალში ვიყავით. სეუადღე გადასულიიყო. დაყოვნება აღარ შეიძლებოდა - ყანა უნდა მოგვემკო სასწრაფოდ. ლუკას უცბად რაღაც აზრი მოუვიდა, ნამგალ-სათიბეები ძირს დადო და აჩქარებული ნაბიჯით დაეშვა თავქვე, შინისაკენ. მივაძახე: კაცო, სად მიდიხარ? ყური არ მათხოვა, გზა განაგრძო. მაშინ მივხვდი, რომ საწერად მიდიოდა. დამტოვა მარტოკა ყანაში: მომკალიც, მომკონავიც და ძნის ამგებელიც. სამივე საქმე უნდა შემესრულებინა მარტოკა. მეც ხომ ვერ მოვატოვებდი ყანას. ბალღები საქონელთან იყვნენ ზოგი - ინდაურებში და ზოგიც - ხბორებთა და ცხვრებთან. არავინ არ მშველოდა. მარტოკა ვმკე იმ დღეს ყანა. საღამოთი ავკონე, ავაგე წერებად და დაბინდებისას, ხურჯინ-საგზლით, წყლის ჭურჭლით, ჩემი და ვაჟას ნამგალ-სათიბებით შინ ჩამოვედი. საქონელი მოერეკათ და შეეყარათ ბაკში, რომელიც ახლოს, ხევს გაღმა, იფნისქვეშ გვქონდა შემოღობილი. ლუკა მაგოიდას მიჯდომოდა, რაღაცას წერდა. ჩემსკენ არ მოუხედავს, თითქოს ვერც კი იგრძნო ჩემი მისვლა. ავიღე ტაგნები ფურების დასაწველად და, როცა გამოვდიოდი, დამიძახა: ქალო, ხინკალი მინდა, ერთი ხინკალი მოვხარშოთო! დაღლილი ვიყავი ძალიან და დამეზარა. მაგრა, სიტყვა არ შემობრუნებია, რადგან ლუკას თქმა ჩემთვის კანონი იყო. გადავედი ბაკში. ფურები დავწველე, გადმოვიტანე რძე,ს არძევეში ჩავწურე და დაღამებულში შევუდექი ხინკლის კეთებას. შეშა არ გვქონდა. მოვიტანე, დავჭერი, ცეცხლი დავანთე, ხორცი დავკეპე და ცომის ზელას შევუდექი. ძილი თავს მართმევდა, ძლივს ვახვევდი ხინკალს. როგორც იქნა მოვხარშე ზინკალი და სევუტანე ხონჩით. ლუკას სახეზე ღიმილმა გადაურბინა. შევატყვე, ესიამოვნა. სემომხედა და მითხრა: ყოჩაღ, დედაკაცოო! ლუკა ცპოტას ჭამდა, მხოლოდ მალ-მალე უყვარდა პურის ჭამა. ერთხელ, გუთანი დააყენა კვალში, ხარები არ გამოგვაშვებინა, წავიდა მაშინაც შინ - საწერად. მე და ბალღები ხარებს ვუდექით. შეწუხდნენ ხარები, უღლიდან იზიდებოდნენ. ვუდექით ხარებს და ვატრიალებდით ისევ კვალში. მკაცრი კაცი იყო ლუკა, დაჟინებით ვერაფერს ვუწყობდი, ვერ ვუბედავდი დაჟინებით მეთქვა, ოჯახს შენახვა სჭირდება, გაისარჯე, ცოლ-შვილს რჩენა უნდა-მეთქი. როგორც იყო, ერთხელ გაბრაზებულმა გავბედე და ვუთხარი: რა არის, კაცო, ცოლ-შვილი მშიერ-ტიტველი გყავს, შინ არაფერი გვაქვს, ყველაფერი თავდება, სენ კი ზიხარ, ჯღაბნი და სულ ჯღაბნი-მეთქი. მოველოდი, ძალიან გაჯავრდებოდა,ჩემი ნათქვამისა მევე შემეშინდა. მაგრამ საქმე სხვაგვარად დატრიალდა. გაიცინა და მითხრა: ეეჰ, შე საწყალო, უსწავლელი ხარ და რა გითხრა, ნასწავლი რომ იყო, მაგ სიტყვას არ გაპატიებდიო. -------------------- мне бы в небо...
----------------------- სიკეთით სძლიე შენს მტერსა.... ------------------------------------------- უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის... --------------------------------------------------------------------------- |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 12:30 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი