პოეზია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პოეზია |
Irine |
Aug 24 2006, 10:13 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 172 რეგისტრ.: 16-August 06 წევრი № 63 |
პოეზია ყველას გვიყვარს.
მოდით აქ დავწეროთ ჩვენი საყვარელი ლექსები წმინდა ილია მართალი (ილია ჭავჭავაძე) ლოცვა მამაო ჩვენო, რომელიცა ხარ ცათა შინა, მუხლმოდრეკილი, ლმობიერი ვდგავარ შენ წინა; არცა სიმდიდრის, არც დიდების თხოვნა არ მინდა, არ მინდა ამით შეურაცხვჰყო მე ლოცვა წმინდა... არამედ მსურს მე, განმინათლდეს ცით ჩემი სული, შენგან ნამცნების სიყვარულით აღმერნთოს გული, რომ მტერთათვისაც, რომელთ თუნდა გულს ლახვარი მკრან, გთხოვდე: „შეუნდე, - არ იციან, ღმერთო, რას იქმან!“ 1858 კიდევ ერთი ლექსი მედეა კახიძე ვისაც სიყვარული შეუძლია იმ ქალს, იმ ბერიკაცს გაუმარჯოს, ვისი ცხოვრების გზაც შვეულია, ვისაც არასოდეს გაუმართლდა, მაინც სიხარული შეუძლია. ვისაც იმედები პურად ყოფნის, ვინც მთელ ქვეყანაზე ეულია, ვისაც, სიყვარულით უარყოფილს, სხვისი სიყვარული შეუძლია. იმ ქალს, იმ ბერიკაცს გაუმარჯოს, ვისი სიმღერებიც მწუხარია, ვისაც სიხარული გაუავდრდა, სხვისი გაღიმება უხარია! ვისაც შეუძლია ატირება, მზით და სიკეთით ძლეულია, დიდი შეცოდების პატიება ვისაც დიდსულოვნად შეუძლია! ვისაც უხარია ყველაფერი - ტყეებია თუ ველებია, ვინც ჩვენი მამულის ფერად ფერებს ვერა და ვერაფრით შელევია! ვისაც არასოდეს გაუვარდდა, მაინც იმედებით გრძნეულია, ეს იმ ადამიანს გაუმარჯოს, ვისაც სიყვარული შეუძლია! -------------------- "მოიპოვე სულიერი სიმშვიდე და შენს გარშემო სხვებიც გადარჩებიან." წმ. სერაფიმე საროველი |
T.L. |
Sep 2 2006, 01:49 PM
პოსტი
#2
|
Вот бы мне крылья... ჯგუფი: Members პოსტები: 6,950 რეგისტრ.: 1-September 06 მდებარ.: where the wild roses grow წევრი № 134 |
ღმერთო, მომეც სინანული
ღმერთო, მომეც სინანული, გლოვა,ტირილი მწარეა, რაც მე მიცოდავს ყოველი და ან რაც ჩემი ბრალია ცრემლად მდიოდეს ყოველი, ვით ჩქარი ნიაღვარია, ცოდვისგან ვიწმინდებოდე, ვით ანგელოსნი არიან. შენ გმსახურებენ ყოველნი, ახლოს მდგომელნი არიან, არ დასცხრებიან გალობად შენს დიდებაში არიან. ღმერთო,მომეცი სიწმინდე, სულის,გულის მრთელობა, უტყუარ ვიყო ყოველთვის არ მქონდეს სხვისა მტერობა. სულიც ღვთისაა მიწა და წყალი,ჰარეი,ყოველი ასეთი დიდი წყალობა ღმერთმა ჩვენ მოგვცა ყოველი ამითომ უნდა ვმონებდეთ მას ყოველივე ცხოველი რადგან სიკეთეს ყოველი ყოველთვის ღვთისგან მოველით. ამისთვის შენნი შენთაგან შენ შეიწირე ყოველი, შორსა ვართ,ახლოს გვამყოფე, შენ შეგვაერთე ყოველი, ერთ სამწყსოდ გამოგვაჩინე ქრისტე,დაგვმწყემსე ყოველი. მამასთან ვიყვნეთ და სული წმიდით აღვივსნეთ ყოველი, ასეთსა ნეტარებაში ღმერთო,გვამყოფე ყოველი.... არქიმანდრიტი სოგრატი (ჭულუხიძე) -------------------- мне бы в небо...
----------------------- სიკეთით სძლიე შენს მტერსა.... ------------------------------------------- უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის... --------------------------------------------------------------------------- |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th May 2024 - 08:11 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი