ვაჟა-ფშაველა, უდიდესი ადამიანი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ვაჟა-ფშაველა, უდიდესი ადამიანი |
ქავთარაძე |
Jan 25 2007, 02:30 PM
პოსტი
#1
|
დაურეგისტრირებელი |
ვაჟა ფშაველას შესახებ ბევრი რამ ვიცი, თუ ვინმემ იცით რაიმე საინტერესო ამ უდიდესი პოეტის , მწერლის, საზოგადო მოღვაწის შესახებ დაწერეთ.
სტუმარ მასპინძელიhttp://www.link.ge/file/61040/stumar.mp3.html სტუმარ ბახტრიონი-baxtrioni |
კანონისტი |
Jan 25 2007, 05:16 PM
პოსტი
#2
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
ძალიან მიყვარს მისი ვაჟის ვახტანგ რაზიკაშვილის "მამაჩემი - ვაჟა-ფშაველა". ერთი ხუთჯერ მაინც მექნება წაკითხული...
რაც მახსოვს იქიდან ზეპირად, ზოგს დავწერ: ვაჟა-ფშაველა საპარიკმახეროში შესულა, შეუჭრია თმები და დალაქმა თურმე ცოტა ბევრი ფული მოთხოვა, თან ვერ უცვნია. ვაჟას უთქვამს: - შენ რომ იცოდე, რა თავი გაკრიჭე, ფულს აქეთ უნდა მაძლევდეო! ილია ჭავჭავაძესთან ვაჟა უნდა მისულიყო. ილია დაღლილი იყო და დაძინება გადაწყვიტა, მოურავისთვის დაუბარებია - არ შემაწუხო, მხოლოდ ვაჟა-ფშაველა თუ მოვა, მაშინვე გამაღვიძეო. ვაჟა მისული გაცრეცილი ჩოხით, ხურჯინით და ილია უკითხავს. მოურავმა, - ძინავს და დაელოდეო. ვაჟაც დამჯდარა. კარგა ხნის მერე ილიას გაუღვიძია და გაკვირვებულს მოურავი დაუბარებია, - ვაჟა არ მოსულაო? მოურავმა, - არა ვაჟა არა, მაგრამ ერთი გლეხი გელოდებათ აივანზე და ნახეთო. გამოსულა ილია და... შერჩა ვაჟა. - ესაა ვაჟაო, უთქვამს მოურავისთვის. მოურავს დაურცხვენია: რა ვიცოდი, მეგონა ცნობილი პოეტი თქვენსავით ევროპულად იქნებოდა გამოწყობილი და ასე ჩამოფხაული გლეხი ვაჟა თუ იყო, ვერ წარმოვიდგინეო აკაკის გარდაცვალების მერე ვაჟამ წერილი მოსწერა გამომცემლობას: "გავიგე აკაკი დიდი ამბით დაგიკრძალავთ, მჯერა რომ ეგრე იქნებოდა. ისიც ვიცი, რომ ჩემთვის კარგი ადგილი გაქვთ შერჩეული და დიდის პატივით მიპირებთ დასაფლავებას. მაგრამ სანამ მოვკვდები, იქნება ჩემი ჰონორარი გამომიგზავნოთ, თორემ საჭმლის ფული აღარ მაქვსო..." -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 01:55 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი