ვაჟა-ფშაველა, უდიდესი ადამიანი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ვაჟა-ფშაველა, უდიდესი ადამიანი |
ქავთარაძე |
Jan 25 2007, 02:30 PM
პოსტი
#1
|
დაურეგისტრირებელი |
ვაჟა ფშაველას შესახებ ბევრი რამ ვიცი, თუ ვინმემ იცით რაიმე საინტერესო ამ უდიდესი პოეტის , მწერლის, საზოგადო მოღვაწის შესახებ დაწერეთ.
სტუმარ მასპინძელიhttp://www.link.ge/file/61040/stumar.mp3.html სტუმარ ბახტრიონი-baxtrioni |
T.L. |
Jan 25 2007, 05:22 PM
პოსტი
#2
|
Вот бы мне крылья... ჯგუფი: Members პოსტები: 6,950 რეგისტრ.: 1-September 06 მდებარ.: where the wild roses grow წევრი № 134 |
მეუღლის, თამარის, მოსაგონარი
ღარიბი და ბეჩავი კაცი ძალიან ებრალებოდა ლუკას. უყვარდა გაჭირვებულის დახმარება. ჯერ ჩვენ რა გაგვაჩნდა და ლუკას ცალი ხელი ქვეყნისკენ ჰქონდა. არ იცი სიხარებო - ვეტყოდი ხოლმე, - გადაგებული ხარ სტუმრებზე და სინ კი საკუთარი ცოლ-შვილი ვერ შეგინახავს-მეთქი. -ძროხა ხომ არა ვარ, დედაკაცო, რომ სულ თავისთვის ვიყოო, - მეტყოდა, - ვაჟკაცი თავისთვისაც უნდ აიყოს და სხვისთვისაცო. მეზობლის ქალი მოვიდა ლუკასთან და შესჩივლა: - რა ბეჩავები, საწყლები ვართ, წუხელ ქმარი მომიკვდა, ტიტველია და არ ვიცი, რით დავმარხოთო... ლუკამ აიღო და თუ რამე გაგვაჩნდა: პური, ფული, სასუდრო, მისცა და უთხრა აჰა, წაიღე, შე ბეჩავო. იმ კაცს ტიტველს ნუ დამარხავთო! თავის ჩოხა-ახალოხი გაატანა. ფართალი გვქონდა სახლში, - ისიც მისცა, დამარხე ის კაცი და ბალღებს მოუარეო. ქალი სულ ლოცვა-კურთხევით წავიდა შინ. ლუკას სიზარმაცე და უსაქმურობა არ უყვარდა. ეზარებოდა გაურჯელი, უსაქმო, ცრუ, ამპარტავანი და თაღლითი ადამიანი. ერთხელ ჩვენსა მათხოვრები მოვიდნენ. ორი კაცი იყო. ახალგაზრდები იყვნენ და ჯანითაც არა უშავდათ რა. ვინა ხართთქვენაო? - ჰკითხა ლუკამ. მათ უპასუხეს: ჩვენ ბერძნები ვართ, გაჭირვებულები, საწყალი ხალხი. დავდივართ ასე სოფელ-სოფელ სამათხოვროდ - იქნებ ვინმემ გაგვიკითხოსო. -მოიხადეთ, დააწყეთ ეგ გუდები, აიღეთ ეს ბარები, ჩადით აგე, იმ ბოსტანში, დაბარეთ და პურსაც გაჭმევთ და ფულსაც მოგცემთო, -უთხრა ლუკამ და წასწვდა ერთ მათგანს გუდაზე. ორივენი გაიქცნენ. გუდაზე ხელი ეკიდათ, თან გარბოდნენ, უკან იხედებოდნენ და იმეორებდნენს ერთსა და იმავე სიტყვას: რა კასია! რა კასია! ასე სირბილ-სირბილით მიიმალნენ ხევში. ეგ რა ჰქენი, კაცო-მეთქი- ვუსაყვედურე ლუკას. ლუკამ მიპასუხა: ისა ვქენი, რომ ჩემზე ახალგაზრდები, ჩემზე ჯანმრთელები დადიან სოფელ-სოფელ და ხალხს ატყებენ, განგებ თავს ისაწყლებენო. დავრდომილი, ხეიბარი ან მოხუცი, ჯანდაკარგული მათხოვარი რომ მოვიდოდა, იმას უმოწყალოდ არ გაუშვებდა. ასეთი გაჭირვებულთათვის ფქვილსაც კი ჩამაყრევინებდა ხოლმე. -------------------- мне бы в небо...
----------------------- სიკეთით სძლიე შენს მტერსა.... ------------------------------------------- უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის... --------------------------------------------------------------------------- |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 06:59 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი