![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
guest |
![]()
პოსტი
#1
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 ![]() |
ეს თემა მე არსენალში მქონდა და ნამდვილად საინტერესოდ განვითარდა.ვფიქრობ, აქაც შეიძლება იყოს, გარდა ამისა , ფორუმს ყავს ფსიქოლოგები და ასევე სამხედრო პირები,ამ მხრივაც ამართლებს ამ თემის არსებობა.
ბოლო დროს განვითარებული მოვლენები კიდევ უფრო ახლოს მიგვიყვანს ამ საკითხთან. იწერებოდა კიდეც ჯარისკაცთა დღიურებიდან ამონარიდები და ასე თუ ისე , ბევრი რამ ბევრისთვის უცხო იყო. აქვე გთხოვთ, რომ არ იყოს სხვების განკითხვა,განსაკუთრებით ფაქიზად მოიხსენიეთ მეომრები, ვისაუბროთ მხოლოდ გამოცდილის ან სარწმუნო ფაქტების გამოყენებით და არა ჭორებითა და ლეგენდების საშუალებით. მოდერატორს ვთხოვ, ნებისმიერი სახის დამაკნინებელ-დამამცირებელი პოსტის ავტორი დაისაჯოს, ვისაც წარმოდგენა არ აქვს, ვთხოვ თავი შეიკავოს. მადლობა წინასწარ. მე შევეცდები პუნქტების სახით დავყო, რაც გამახსენდება და რაც მაინტერესებს, ვისაც სურვილი, აქვს სიმარტივის გამო ჩამოთვლილთაგან აირჩიოს რომელიმე ან რამდენიმე და ერთმანეთს გავუზიაროთ ჩვენი აზრები. ვცადოთ შესაბამისი დასკვნები გავაკეთოთ. თუმცა, მე ვფიქრობ, რომ ეს საკითხი პიროვნულია და ზედმეტად განზოგადებაც არ მოხერხდება. თუ არ შეგეზარებათ, დიდი სიამოვნებით მოგისმენდით. 1. როგორ შევაფასებდით საკუთარ თავს , როდესაც ვბრუნდებით მშვიდობიან პერიოდში უკან. 2.სადამდე გრძელდება ჩვენი ფიზიკურ-ფსიქიური დატვირთვადობა? 3. რა ხდება ”საველე” სიტუაციების მერე, რას ვგრძნობთ, ნუთუ მხოლოდ უპირველესად რაც არის, გადარჩენა გვახარებს და მერე არ გვაწუხებს ის რაც გვინახავს და გამოგვიცდია? 4. საკუთარი ფსიქოსგან თავდაცვის ხერხები, თითქოსდა თავის მართლება საკუთარ თავთან, რომელიც შესაძლებელია არანაირად არ არის საჭირო, მაგრამ შინაგანად მაინც გვიჩნდება მოთხოვნილება ჩვენი მაშინდელი შინაგანი განწყობა გავამართლოთ. 5. როდის ხდება გრძნობების მოჭარბება და იმ ტკივილის ხელმორედ ატკივება, რაც ადრე გვინახავს და გამოგვიცდია? 6.როდის ხდება მოწინააღმდეგის როგორც სამიზნის და მოწინააღმდეგის როგორც ადამიანს შორის ზღვრის გაჩენა: ანუ როდის წყვეტს მოწინააღმდეგე იყოს მხოლოდ გასანადგურებელი სამიზანე და როდის ხდება ის ჩვენთვის ცოცხალი ადამიანი? 7.რამდენად დასაფასებლად მიგვაჩნია შევაფასოდ მოწინააღმდეგის საგმირო ქმედებები, თუნდაც იმ დროს, როცა მტრის ეს საქციელი როგორც მოსალოდნელია, ჩვენს საწინააღმდეგოდ არის მიმართული.( მსგავსად ვაჟასი: ”-იმ ცხონებულსა მუცალსა რკინა სდებიყო გულადა! -რას ამბობ, ქისტის ცხონება არ დაწერილა რჯულადა! -მით ვაქებ ვაჟკაცობასა არ იყიდება ფულადა! ”) 8. ე.წ. ვიეტნამის სინდრომი, რამდენად შესაძლებელია ეს გაუჩნდეს ნებისმიერს, თუ მხოლოდ გარკვეული ფსიქიური დარტყმის დროს იჩენს თავს? 9. მოტივაციის დადებითი ზეგავლენა ჯარისკაცებზე. რას მიიჩნევთ თქვენ მოტივაციად? თუ მხოლოდ ელემენტარული ბრძანების შესრულება-დაქვემდებარება-დამორჩილება წყვიტავს ჩვენს ქმედებისუნარიანობას? 10. როგორც ცნობილია, არსებობს შემთხვევები, როდესაც რომელიმე სამხედრო პირი არ ემორჩილება რაიმე არგუმენტის გამოყენებით ზემდგომის განკარგულებას, ისიც ვიცით, თუ რა შემთხვევებში ხდება ეს ანუ როდისაა დასჯის გარეშე დასაშვები. როგორ ფიქრობთ, ადამიანური გრძნობები, ემოციურობა იქნება მიზეზი, რომ რომელიმე ჩვენგანმა ეს ნაბიჯი გადავდგათ, თუნდაც მოსალოდნელი კონსექვენსების წინასწარი გააზრებით? 11. სიმამაცის ფაქტორი: როდის ხდება ყოველივე უმნიშვნელო, გარდა იმ მიზნისა, რისთვისაც ვიბრძვით (არაფერი გვაფერხებს, თვით სიკვდილის მოსალოდნელობაც ამის შესასრულებლად)? თუ სწორედ მაშინ არის მებრძოლი ყველაზე მეტად მამაცური, როცა ამ მიზნის გარდა მას უფრო მნიშვნელოვანი მიზნები გააჩნია და მის განსახორციელებლად ერთადერთი გზა გამარჯვებაა? 12. მეტად მნიშვნელოვანი საკითხი: ჯარისკაცი და სიყვარული. რა დონეზე მოქმედებს ჯარისკაცის ფსიქოლოგიაზე საყვარელი ქალის მიერ არდაცდა,სხვისი არჩევა. ვიცი, ეს ყველასთვის დიდი ფსიქოლოგიური დარტყმაა ბევრი მიზეზების გამო, მაგრამ არის თუ არა უფრო დამამძიმებელი ან პირიქით - შემამსუბუქებული გარემოებები ჯარისკაცებისთვის ამ უდიდესი ”სასოწარკვეთის” დასამუშავებლად. 13. ზღვარი სისასტიკესა და სამხედრო ეთიკას შორის, როგორ მოვახერხოთ კონტროლი ”ზედმეტის” არმოსვლის? რა ითვლება სისასტიკედ საერთოდ ბრძოლის პირობებში? 14. თავგანწირვის ფაქტორი, არა მხოლოდ ზოგადი მიზნების,არამედ მეგობრის გამო. როგორ უნდა ვიმექმოდოთ, თუ ეს გრძნობისმიერი ფაქტორი სხვა მიზნებისთვის იქნებ საშიში აღმოჩნდეს, თუ საკუთარ სიცოცხლეს დავივიწყებთ და მის გადასარჩენად ყველა ღონეს ვიხმართ? ვისაც რაიმეს დამატება უნდა, მადლობელი ვიქნები თუ მიამატებს. |
![]() ![]() |
guest |
![]()
პოსტი
#2
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 ![]() |
.ნინო
ციტატა დამთავრდა ომი, თითქოს ჩაწყნარდა ყველაფერი და ეხლა დამეწყო დეპრესია და ნერვოზი... 1 კვირა ღამეში საათი მეძინა და ცუდად არ გავმხდარვარ. ეხლა კი... და წარმოიდგინე , შენ ფრონტზე არ ყოფილხარ, როგორი განცდები ექნებათ მათ, ვინც იბრძოდა? უბრალოდ, ბევრ ს შესწევს ძალა, მართოს როგორღაც ეს , სიტყვით არ გამოაჩინოს, ძირითადად სდუმან. მაგრამ რას განიცდიან, როგორ გრძნობენ თავს, ეს პპიროვნულია და იშვიათად , რომ განვაზოგადოთ. შენი რეაქცია კი სრულიად გასაგებია. ციტატა 7.რამდენად დასაფასებლად მიგვაჩნია შევაფასოდ მოწინააღმდეგის საგმირო ქმედებები, თუნდაც იმ დროს, როცა მტრის ეს საქციელი როგორც მოსალოდნელია, ჩვენს საწინააღმდეგოდ არის მიმართული. ესეც საინტერესოა. წესით, ნებისმიერი გმირობის დაფასება შეიძლება, სულ ერთია ვისი მხრიდან,მაგრამ ბრძოლის ველზე მისი გათვალისწინება წესით არ არის აუცილებელი და უფრო სწორად, არც შეიძლება. ერთ მაგალითს მოვიყვან,ადრეც მეწერა მოკლედ ეს ისტორია, მაგრამ სხვა ასპექტში. ბოსნიის ომის დროს ნატოს ბომბდამშენი ჩამოაგდეს სერბებმა, პილოტმა მოახერხა კატაპულტირება და მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე დაეცა ტყეში. 5 დღე გრძელდებოდა მისი დამალვა, "ფუნკით" მოახერხა მისიანებთან დაკავშირება, მაგრამ მოწინააღმდეგენ ჩაჭრა მისი კავშირი და ამით დაადგინა , სავარაუდოდ სად იმყოფებოდა ეს პილოტი. ძალიან ბევრი წვალების მერე, მშიერი- მწყურვალი, უძლური ეს პილოტი როგორც იქნა ამერიკელმა შვეულფრენმა გამოიყვანა ამ ტერიტორიებიდან ანუ გადაარჩინა, თუმცა, აყვანის დროს სერბები ესროდნენ ვერტმფრენს, დააზიანეს კიდეც,მაგრამ რაღაც სასწაულით ასე დაზიანებულმა შეძლო სამშვიდობოს გასვლა. სამწუხაროდ იმ სერბი ოფიცრის სახელი არ მახსოვს, ის ვიცი, რომ ამბობდა: როგორც ოფიცერი, ძალიან გაბრაზებული ვიყავი, რომ ეს პილოტი ხელთ ვერ ჩავიგდეთო,შეიძლებოდა ამის გაკეთებაო,მაგრამ როგორც ადამიანი, მის მამაცობას და სასოწარუკვეთობას ამ გამოუვალ მდგომარეობაში იმ დონეზე ვაფასებ, რომ ადამიანური მხრით მოხარულიც კი ვიყავი, რომ გაგვექცაო, იმიტომ რომ იმსახურებდა მისი მამაცობით ამასო. დანარცენებზე გავაგრზელოთ მერე. მაინტერესებს თქვენი აზრი ბოლო ორ პუნქტზე ძალიან. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 18th June 2025 - 02:52 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი