ფსევდო"ბიზანტიური" საგალობლები, სიახლე საქართველოს ეკლესიაში |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ფსევდო"ბიზანტიური" საგალობლები, სიახლე საქართველოს ეკლესიაში |
anuska |
Nov 25 2006, 01:43 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 23 რეგისტრ.: 1-November 06 წევრი № 367 |
ეს თემა გააქვრეს ფორუმიდან ამიტომ თავიდან გავხსნი, იმედია ამასაც იგივე ბედი არ ეწევა.
დიდი მადლობა ჯამბაკურს ასეთი ინფორმაციისათვის,მე მეგონა მარტო ვცოდვილობდი და უამრავი ჩემნაირი ყოფილა.რაც შეეხება მოძღვრების დავალებას,ჩვენ მხოლოდ პატრიარქისადმი მორჩილების კურთხევა გვაქვს და მეტი არაფერი და ამიტომაც მიკვირს კი რად განიკითხავთ. მისამართს თუ მასწავლით მეც სიამოვნებით მოგართმევთ კიდევ ერთ თხოვნის წერილს,რომელსაც აქვე "დავპოსტავ". "ჩვენო უწმინდესო და უნეტარესო სრულიად საქართველოს კათალიკოს_პატრიარქო,უმორჩილე სად გევედრები ჩემი სახელით მე უღირსი და ერთი ცოდვილი ადამიანი თქვენი მრევლიდან,რომ აკრძალული გალობები დაგვიბრუნოთ. ჩვენ ეს გალობები სიწმინდედ მივიღეთ და ძალიან გვიჭირს მათი ნაგავში მოსროლა. ჩვენი მდაბიო გემოვნებისა და მუსიკის ნაკლებად მცოდნეობის გამო. შევიყვარეთ და შევისისხლხორცეთ. თაყვანს ვცემთ ქართულ გალობებსაც,მაგრამ შეჩვეულს ვარჩევთ. მოგვიტევეთ ასეთი უღირსი თხოვნისათვის თქვენო უწმინდესობავ. ნუ დაგვსჯით ჩვენი უღირსბის გამო. მარიამი " რაც შეეხება ბიზანტიურ გალობებს ვეშაპო მე მას ვისმენ,მაგრამ მის გაგებას უდიდესი მოთმინება და მორწმუნეობა უნდა ბერძნულის ცოდნასთან ერთად,რაც მე არცერთი არ გამაჩნია. ეხლა მიპასუხე თუ რა უნდა ვქნა როცა ეკლესიაში მრავალჟამიერის გალობისას ჩემს დაყრუებულ თავს საუკეთესო რესტორნები ან კონცერტები ახსენდება და ღვთისკენ მიმართული გონება მებნევა.იქნებ რესტორნებში მაინც აგეკრძალათ.? თქვენი მონა_მორჩილი, უსმენო და უგემოვნო "მარიამი" იოანე დამასკელზე ყველაფერი ვიცოდი,მაგრამ მე სამწუხაროდ წმინდანი არ ვარ.ერთი ცოდვილი ადამიანი ვარ. გთხოვთ აღარ დახუროთ თემა |
მხევალი ნინო |
Jan 25 2007, 06:29 PM
პოსტი
#2
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
ანუშკა ნუ გვეჩხუბები. მაპატიე, და ღმერთმა მომიტევოს თუ ვცოდავ, თუმცა ა მგონია, რომ ვცოდავდე. მეღიმება შენს პოსტზე უფრო სწორედ ამაზე ,,ღვთისმშობლის კურთხევით იოანე დამასკელმა შემქმნა გალობები,,. სასწაულია პირდაპირ. ღვთისმშობელი მხოლოდ იოანე დამასკელთან მივიდა?? სხვა წმინდანები რატომ არ იმეორებდნენ ამ გამოცხადების თაობაზე ჰა??? არც ერთი ცვენი წმინდანი, არც თანამედროვე და არც ძველი ამას არ ამბობდა. ანუ არ ითხოვდა მხოლოდ ბიზანტიურ საგალობელს, როგოც ერთადერთ კანონიკურს და სულის მაცხოვნებელს. თუ მათ წმინდანობაშიც ეჭვი გეპარება? როგორ ფიქრობ ასე, რომ ყოფილიყო განა მთელს მსოფლიოში დღეს თუ სულ ბერძნული არა დომინირებული მაინც ხომ იქნებოდა ბერძნული გალობა? წარმოიდგინე რამდენი წმინდანი ჰყავდა მსოფლიოს, მათ სორის მაგლობელი წმინდანებიც იყვნენ, ისინი თავისი ერის საგალობლებს გალობდნენ ანუშკა. მათ ეჭვი არასოდეს შეპარვიათ ამ გალობების სიწმინდეში. თუ შენ რასაც ამბოობ ჭეშმარიტია, როგორ ფიქრობ ერთხელ კიდევ არ გამოეცხადებოდა რომელიმე მათგანს ღვთისმსობელი???? ჩვენ ხომ ვამბობთ, რომ წმინდანები ღვთითგანბრძნობილები იყვნენ, ნუთუ მათ ნათელ გონებაში ეს აზრი არ დაიბადებოდა? ანუშკა, გენაცვალე, ძალიან გტხოვ, ნუ გეწყინება, მაგრამ რელიგიას სიფრთხილე უნდა, რომ ზედმეტში არ გადაიჭრა. ანუშკა გალობა არ გაცხოვნებს, ის მხოლოდ აღგძრავს ლოცვისკენ, შენ როგორ ფიქრობ, ქართულ გალობას აკლია ეს? მასში არის რაიმე ვულგარული და ღვთის საწინააღმდეგო? ფანატიზმს უფრთხილდი, არ გინდა. უსმინე ამ გალობას თუ შენ ის გაცხოვნებს, მაგრამ ჩვენგან რატომ გარბიხარ, განა სხვა საკითხში და რაც მტავარი დოგმებში ერთი მრწამსის არ ვართ? ანუშკა, მე მგონი ცოტა ზედმეტი მოგდის. ნუ გვეცხუბები იყავი ჩვენთან , სხვა თემებზეც გამოთქვი შენი აზრი და დროსთან ერთად შენც და ჩვენც მივხდებით ვინ ცდება ჩვენს შორის.
-------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 07:28 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი