ხალხური პოეზია, დავწეროთ ნაკლებად ცნობილი ლექსები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ხალხური პოეზია, დავწეროთ ნაკლებად ცნობილი ლექსები |
kavkazec |
Jun 14 2008, 11:53 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 27 რეგისტრ.: 5-June 08 წევრი № 5,014 |
ბაღათერა ჯაბუშანური
კარკუჩით გამეემართა ბაღათერაი დილითა, დედისძმათ გაჯავრებული ქვა-რკინას ამტვრევს კბილითა. აივსნეს ქოთანის ბექნი ქომოციხლების მზირითა. ყმაწვლამ ბაღათერამა ხმალ მაიქნივა პირითა. ზოგნი ჭრნა,ზოგნი ჩაკაპნა,ზოგნი წაუვლენ ჭირითა. რანიც წავიდეს ჭირითა,სისხლსა მისთხევენ პირითა, მარტუამ ბაღათერამა მთა გარდიარა გმინვითა, გადაუჩინდა დედასა გაცინებულის პირითა, გადაუშალნა ქოჩორნი გადაპოხილნი ტვინითა. ბაღათერაის დედამა თმანი დაჭრნა ძირითა: "შენს დედას, ბაღათერაო, რაად გაგიშვი შინითა?! ბიძამ არ მოგცა ჩაჩქანი,აწ გაძღას შენი ჭირითა!" |
nuca_ge |
Sep 8 2008, 01:46 PM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 852 რეგისტრ.: 10-October 07 წევრი № 2,937 |
ჯავრიანი გული
გულო ჯავრისგან მოკლულო რა დაგაყარო წამალი? არც მოგიდგება ექიმი არც მოგეტევე სამარი. ეს ჩემი გული ორია, ერთში სწვიმს, ერთში დარია; ავტირდე, შავყრი ღრუბლებსა, რომ გავიცინო, დარია; ეს ერთი გული მეტყოდა: მოკვდი, რათა ხარ მთელია! მეორეც ამას ამბობდა: იყავ, აჯავრე მტერია! ეს ჩემი გული რასა ჰგავს? ცასა ჰგავს შემოღრუბლულსა, პირ შეკრულ, დამძიმებულსა, საწვიმრად გამზადებულსა, ქალს ჰგავს ქმარ-ყოფამოშლილსა, მამისას დაბრუნებულსა; ხმალსა ჰგავს პატრონ მომკვდარსა, პირჟანგიანსა ოხერსა; ცხენსა ჰგავს პატრონ-მომკვდარსა, სადავე ჩემოშვებულსა; წისქვილს ჰგავს მიშლილ-მოშლილსა სათავე გადაგდებულსა. -------------------- ყველაფერი კარგად იქნება !!!!!!!!!!!!!!!!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 04:11 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი