IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> მამათა გამონათქვამები
Murzayani
პოსტი Mar 5 2007, 09:08 PM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 57
რეგისტრ.: 10-January 07
მდებარ.: Gldani!!!
წევრი № 842





ღმერთზე

მხოლოდ ღმერთი არსებობს თავისთვის, ხოლო ჩვენ ყველანი ვარსებობთ ღმერთისთვის.
ღმრთისათვის სათნოყოფა - აი, შენი ნეტარება; მასთან ერთობაში ყოფნა - აი, შენი დანიშნულება, შენი ყოველგვარი საქმინობის წესი.
წმ. ეფრემ ასური

ღმერთზე იზრუნე და ღმერთი იზრუნებს შენზე.
წმ. იოანე ოქროპირი

გახსოვდეს ღმერთი, რომ მას ყოველთვის ახსოვდე შენ.
წმ. ისააკ ასური

უფლის გარეშე არა მხოლოდ ქალაქი და ადამიანის სახლი, არამედ ჩიტის ბუდეც არ შენდება.
მოსკოვის მიტროპოლიტი ფილარეტი

არაფერში ისე არ გვჭირდება ღმერთის დახმარება, როგორც ჩვენი ხსნის საქმეში; იმიტომ რომ არაფერში არა ვართ ისეთი სუსტები, როგორც სიკეთის კეთებაში.
წმ. ტიხონ ზადონელი

როცა ამა ქვეყნის ძლიერთა წინაშე აღმოჩნდები, გაიხსენე, რომ ყოვლადძლიერი ღმერთი ყოველივეს ხედავს და ეცადე სწორედ მას სათნო ეყო და არა - ძლიერთა ამა სოფლისათა.
წმ. ანტონი დიდი

ღმერთზე საუბარი - დიდი საქმეა, მაგრამ გაცილებით უფრო დიდი საქმეა საკუთარი თავის განწმენდა ღმერთისათვის.
წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი

ვინც ღრმად შეიცნო ღმერთი, მისკენ მიილტვის, ვინც მცირედ შეიცნო – ხან პოულობს, ხან კარგავს. ვინც ვერ შეიცნო ღმერთი, დასცინის მას. ისინი ამბობენ: ღმერთი კი მწამს, მაგრამ მღვდელი და ეკლესია არ მომწონსო. ფუჭი და ამაოა ეს სიტყვები. თუ ადამიანს უყვარს სიმღერა, მომღერალს სცემს პატივს, თუ პოეზია უყვარს, პოეტს მიაგებს პატივს, ღმერთი თუ უყვარს, ყველაფერს პატივს მიაგებს, რაც ცისქვეშეთში ადიდებს უფალს – ეკლესიასაც და ღვთისმსახურსაც. ეს არის ნიღაბი. ვერ ამბობს ასეთი ადამიანი, ათეისტი ვარო, ამიტომ სათქმელს ასე ნიღბავს.
ეპისკოპოსი ანტონი (ბულუხია)


რწმენასა და ურწმუნოებაზე

არაფერი ისე არ ჭირდება ადამიანს, როგორც რწმენა. ამაზეა დამოკიდებული არა მარტო მომავალი ცხოვრების ნეტარება, არამედ ამქვეყნიური კეთილდღეობაც. თანაც, არა მარტო თითოეული ჩვენთაგანის, არამედ მთელი საზოგადოების.
მოსკოვის მიტროპოლიტი ფილარეტი

ღუზა ხომალდს ქარიშხლის დროს ჭირდება; რწმენა კი ადამიანს - უბედურებების დროს.
სადაც არ არის სარწმუნოება, იქ არ არის კეთილი საქმეები, იმიტომ, რომ განზრახვა საქმე სიკეთეს ანიჭებს, ხოლო კეთილი განზრახვა სარწმუნოებიდან მოდის.
ნეტარი ავგუსტინე

ადამიანთა საზოგადოება ღმრთისა და სულის უკვდავების რწმენის გარეშე ველური ცხოველიების ჯოგია, მოუხედავად იმისა, რომ მათ გონებაც აქვთ. ისინი ყოველთვის მზად არიან, ერთმანეთი ტანჯონ და გაანადგურონ.
მოსკოვის მიტროპოლიტი მაკარი

ურწმუნოება იქიდან იშვება, რომ ჩვენ ადამიანური დიდება გვწყურია.
წმ. ბასანოფი დიდი და იოანე წინასწარმეტყველი
რწმენით განათებულ ქრისტიან გულს ყველა უყვარს, ყველას ჰპატრონობს, ყველას უთმობს, ყველაფერს ითმენს; ასეთი გული ადვილად ამჩნევს გაჭირვებულს და ეხმარება მას; მისთვის უცხოა სიცრუე, ავსიტყვაობა, ცურმოწმეობა, ქურდობა, მკვლელობა... საერთოდ, არაწესიერი ცხოვრება. თუ ნახა ვინმე ცოდვილი, კი არ განიკითხავს, მხარში ამოუდგება მას, რომ როგორმე ააყენოს დაცემული.
მისი ცხოვრება ქმნის ჯვარს: მიისწაფვის ღვთისაკენ და მიისწაფვის ადამიანისაკენ. რწმენა და სიყვარული აერთებს ღმერთთან; სიყვარულივე აკავშირებს მოყვასთან და ხალხთან.
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

...რა არის საჭირო? საჭიროა, რომ ჩვენი ლოცვა შეისმინოს ღმერთმა, უნდა ილოცოთ ნამდვილი რწმენით. აუცილებლად უნდა გწამდეთ, რომ ღმერთი არსებობს, აუცილებლად უნდა ხედავდეთ ღმერთს თქვენს წინაშე. აი, როგორც ჩვენ დიდი ადამიანების წინაშე ვდგავართ გამართულად, მოკრძალებით, თავმდაბლად, ასე უნდა იდგეთ და გრძნობდეთ, რომ ხართ ღვთის წინაშე და თვალი ღვთისა დაგყურებთ.
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

რწმენა თავისუფალი არჩევანია და იქ, სადაც არის თუნდაც დაფარული მტკიცება და ძიების სურვილი, არ არის სარწმუნოება.
მღვდელი ალექსანდრე ელჩანინოვი

ერთი წმინდანი ამბობს, რომ ურწმუნოსა და მორწმუნეს შორის ისეთივე დიდი განსხვავებაა, როგორიც ქანდაკებასა და ცოცხალ ადამიანს შორის.
მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი

ერთის ბრძენისა არ იყოს, ქვეყანაზე ზოგი იმისთანა საგანია, რომ თუ არ დაინახე, ვერ ირწმენ და ზოგიც იმისთანაა, რომ თუ არ ირწმუნე, ვერ დაინახავ. ცასა, თუ ცას იქით, სწორედ იმისთანა ადგილებია მაძებარ გონებისათვის, რომ თუ არ ირწმუნე, ვერას დაინახავ.
წმიდა ილია მართალი (ჭავჭავაძე)





--------------------
ღმერთზე იზრუნე და ღმერთი იზრუნებს შენზე.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
makiki
პოსტი Sep 8 2008, 05:16 PM
პოსტი #2


makiki
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,779
რეგისტრ.: 29-January 08
მდებარ.: Tbilisiii
წევრი № 3,797



ჭეშმარიტად უყვარს ღმერთი მას,ვინც თავი მოიძულა ღმერთის სიყვარულისთვის.

არის სიყვარული ,რომელიც მცირე კანდელს წააგავს:ზეთი რომ დაშრება,კანდელიც ქრება,ან წვიმის ნაკადს,რომლის დინება წვიმის გადაღებისთანავე წყდება.მაგრამ არის ისეთი სიყვარული,რომელიც მიწის წიაღიდან ამოთხრილი წყაროს მსგავსად,არასდროს იკლებს.პირველი კაცობრივი სიყვარულია,მეორე კი- საღმრთო,რომლის მიზეზიც ღმერთია თვითონ.


როგორც რკინდა ნებდება მჭედელს მეც ისე მივანდე ჩემი თავი და საკუთარი ნება უფალს.როგორც მას ნებავს ისე ვიქცევი,საკუთარი ნება არ გამაჩნია,არამედ რაც ღმერთს სურს ,იმას გადმოგცემთ.
ღირსი სერაფიმე საროველი


ქრისტეს ჭეშმარიტად მორწმუნე სულმა სახე უნდა იცვალოს და აწინდელი-ბიწიერი მდგომარეობიდან სხვა,კეთილ,უბიწო მდგომარეობაში გადავიდეს.და ახალ სულად იცვალოს ფერი სულიწმინდის ძალით და შემწეობით
წმინდა მაკარი დიდი

როგორც ყველაზე ჯანსაღ თვალსაც კი არ ძალუძს რაიმეს დანახვა,თუკი სინათლის სხივით არ არის განათებული,ამგვარადვე ადამიანსაც არ ძალუძს ღვთის სათნოდ ცხოვრობდეს საღმრთო მადლისავე შეწევნის გარაეშე,სულ ერთია,როგორი პატიოსანიც არ უნდა იყოს გარაგნულად.

სარწმუნოების საიდუმლონი მზისმსგავსია: შეუღწეველნი თავიანთი არსით,ისინი განაბრწყინებენ და ცხოველს-ჰყოფენ იმათ,ვინც გულის სიწრფელითა და უბრალოებიტ ვალს მათმიერ ნათელში და ისინი მხოლოდ კადნიერ,უტიფარ თვალთ აბრმავრბენ,რომელთაც მათ წიაღ შეხწევა მოუსურვებიათ.
ნეტარი ავგუსტინე


--------------------
წიგნი,რომლის მეორედ და მესამედ წაკითხვა არ ღირს არ უნდა წაიკითხო არცერთხელ.

ლამაზი ცრემლები წამწამებს ეხება
პატარა ცრემლები ბაგეზე ეშვება
ღმერთო მოუსმინე მის ლამაზ ვედრებას
გოგონა ხატის წინ მუხლებზე ეცემა...

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
Murzayani   მამათა გამონათქვამები   Mar 5 2007, 09:08 PM
kato_Bato   ასეთი თემა ხომ გვა...   Mar 5 2007, 09:14 PM
Murzayani   ;)   Mar 5 2007, 09:15 PM
natia83   ერთი წმინდანი ამბო...   Mar 6 2007, 12:39 AM
betaneli luka   + წმ.მამები გვაფრთხ...   Mar 8 2007, 09:06 PM
ქავთარაძე   betaneli luka არის ეს თემა უ...   Mar 8 2007, 09:08 PM
natia83   ოდნავადაც ნუ შეშფო...   Mar 9 2007, 11:40 PM
kato_Bato   წმინდა ნიკოლოზ სე...   Mar 9 2007, 11:41 PM
chess   როდესაც გვლანძღავ...   Mar 10 2007, 12:30 AM
kaxa   natia83 26. სხეული ჩვენი ...   Mar 12 2007, 01:20 PM
თათი87   "ცხოვრება ადამია...   Mar 12 2007, 05:08 PM
მნათე   უფრთხილდით საკუთა...   Mar 12 2007, 05:35 PM
თათი87   კაცი გონიერი თუკი ...   Mar 12 2007, 05:43 PM
betaneli luka   ''მდიდარი ქალაქი...   Mar 13 2007, 07:10 PM
martlmadidebeli2   ძალიან კარგია რომ ...   Mar 15 2007, 02:32 PM
natia83   ქრისტიანს უნდა შეე...   Mar 15 2007, 06:32 PM
მარიამი   ვთქვათ, ვიმყოფებით...   Mar 29 2007, 10:35 PM
მარიამი   ამპარტავნებას სხვ...   Apr 6 2007, 10:38 PM
Georg   მარიამ! ძალზე მნი...   Apr 7 2007, 11:45 AM
natali   "რომ იცოდე,რა სიხ...   Apr 13 2007, 02:02 AM
salome_tur   ღმერთი წრეა, რომლი...   Apr 13 2007, 03:08 PM
.:თამარი:.   უმჯობესია დუმილით ...   Apr 16 2007, 12:46 AM
marine   "ბევრს სურს სულის...   May 2 2007, 01:10 PM
.:თამარი:.   ღვთის გულმოწყალებ...   May 6 2007, 04:55 PM
marine   "მართალნი ღვთის ს...   May 11 2007, 11:57 AM
თამარი   ქრისტიანი ისაა, ვი...   May 12 2007, 01:53 PM
მარიამი   უნდა გვახსოვდეს, რ...   May 30 2007, 11:39 PM
marine   "როცა მოყვასს შეხ...   May 31 2007, 02:07 PM
ilarion90   ერის დამხობა და გა...   May 31 2007, 02:27 PM
თამარი   შეუძლებელია მიაღწ...   Jun 1 2007, 01:16 PM
zaza zarqua   "მშობლები, რომლებ...   Jul 19 2007, 04:13 PM
marine   "კაცს რომ ცოდვა დ...   Jul 20 2007, 11:37 AM
Tatarashvili   ლოცვაზე განსაკუთრ...   Jul 27 2007, 12:26 AM
catherina_10   რა წყენაც არ უნდა შ...   Aug 2 2007, 02:33 PM
Sotiris   ბერ ეფრემ კატუნაკი...   Aug 2 2007, 04:42 PM
marine   1. და და მეგობარი მა...   Aug 3 2007, 10:00 AM
kisish   ეს თემა არის უკვე ht...   Aug 20 2007, 03:30 PM
მარიამი   ღვთის სიტყვა უნაპი...   Aug 30 2007, 09:48 PM
მარიამი   იღუმენია არსენია: ...   Sep 8 2007, 11:26 AM
მარიამი   დედა არსენია მარხვ...   Sep 8 2007, 11:44 AM
ilia003   რა სარგებელია იმაშ...   Sep 12 2007, 09:35 AM
ilia003   ადამაინი ზეცის მცე...   Sep 12 2007, 09:53 AM
დავით ივერიელი   ”ჩემთვის ძნელია შე...   Sep 18 2007, 07:47 PM
ninca   [color=#FF0000]”ჩემთვის ძნე...   Dec 5 2007, 01:39 AM
mamata gamonatkvamebi   უფალი ისეთ გასაჭი...   Nov 24 2007, 08:20 AM
Маиа   Кто нас корит, тот нам дарит...   Nov 26 2007, 02:39 PM
Маиа   "Даже если тебя простили ...   Nov 27 2007, 09:35 PM
Маиа   "Тот, кто судит до Пришет...   Dec 5 2007, 12:07 AM
marine   "გიყვარდეს ღვთის ...   Dec 18 2007, 03:18 PM
shengela   ყველა ადამიანში და...   Dec 19 2007, 10:12 PM
თათარაშვილი   თავისუფალია ის ადა...   Dec 19 2007, 10:14 PM
makiki   :wub: სულის განწმენდი...   Mar 1 2008, 05:21 PM
makiki   :ყვავილები: უფ...   Mar 2 2008, 02:50 PM
sapo   გიყვარდეთ ერთმანე...   Mar 17 2008, 12:17 PM
sapo   წმიდა ეფრემ ასური ...   Mar 17 2008, 12:41 PM
sapo   წმ. ეგნატე ბრიანჩა...   Mar 17 2008, 01:37 PM
xornabujeli   :) "თუ ღმერთთან ერთ...   Mar 19 2008, 12:43 AM
sapo   საქართველო სიყვარ...   Mar 19 2008, 03:18 PM
makiki   საქართველო სიყვარ...   Apr 2 2008, 06:46 PM
სოფი   " უფლისადმი მორჩი...   Apr 4 2008, 09:02 PM
xornabujeli   დაიმორჩილე სტომაქ...   Apr 5 2008, 05:20 PM
makiki   რამდენადაც ადამია...   Jun 6 2008, 06:46 PM
xatia19   "დაე, ცხოველმყოფე...   Jun 15 2008, 12:45 PM
zedazneli   "წინაპართა ნაფეხ...   Jun 15 2008, 08:55 PM
mak   "რა გავაკეთო, რომ ...   Jun 16 2008, 11:58 AM
marine   "როგორც ამაყებს უ...   Jun 18 2008, 02:23 PM
marine   "ის, ვინც დრტვინვ...   Jul 14 2008, 01:10 PM
-tamar-   http://church.ge/index.php?showtopic=46 აი ე...   Jul 14 2008, 01:28 PM
seminarieli lela   Даже если тебе больно, ты см...   Jul 14 2008, 03:46 PM
makiki   ვის გულშიც ქრისტე ...   Jul 14 2008, 03:57 PM
marine   "რაც უფრო ხშირად ...   Jul 15 2008, 11:19 AM
nino kiwo   თვითონ განსაჯეთ, ჩ...   Jul 15 2008, 12:45 PM
xornabujeli   :) გაუფრთხილდით და ...   Jul 16 2008, 05:51 AM
marine   "რწმენა გულის პრე...   Jul 16 2008, 10:26 AM
marine   "თუ ამპარტავნული ...   Jul 21 2008, 11:05 AM
marine   "ტანჯვაში იბადებ...   Jul 29 2008, 04:42 PM
ilarionis shtamomavali   ღმერთი არ გამოყოფს...   Jul 30 2008, 11:20 PM
chelo   ადამიანთა სამი კატ...   Jul 30 2008, 11:23 PM
ilarionis shtamomavali   ღმერთი არის ცეცხლი...   Jul 30 2008, 11:26 PM
chelo   ბოლო ჟამს ადამიანე...   Jul 30 2008, 11:33 PM
marine   "არ შეაფასო თავი....   Aug 1 2008, 04:42 PM
tatine   ყოველი ცოდვა მტრობ...   Aug 23 2008, 07:58 PM
makiki   ბოროტი სიტყვა კეთი...   Sep 5 2008, 06:39 PM
makiki   ჭეშმარიტად უყვარს ...   Sep 8 2008, 05:16 PM
makiki   მორჩილება,საბოლოო ...   Sep 9 2008, 06:52 PM
.:Lela:.   ყველას არ გაუმხილ...   Apr 19 2009, 01:18 PM
betaneli luka   ''კარგი არს გაცლ...   Mar 23 2009, 01:44 AM
zura27   მორჩილება სიყვარუ...   Apr 9 2009, 06:42 PM
xornabujeli   თუკი საქმეები და ყ...   Apr 19 2009, 02:12 PM
მაშიკო   ნუ იტყვი: „ხვალ“, იქ...   May 29 2009, 12:49 PM
marine   "ქრისტიანის ცხოვ...   Nov 8 2014, 08:58 PM
marine   "სიღარიბეში ისე ი...   Nov 16 2014, 02:15 PM
marine   "ბერ ეფრემ კატუნა...   Dec 24 2014, 01:49 PM
marine   "უფალმა გაფანტა კ...   Dec 26 2014, 07:12 PM
marine   "ძლიერი მწუხარებ...   Dec 26 2014, 09:59 PM
marine   "ღმერთმა ისე ბრძნ...   Dec 28 2014, 07:52 PM
marine   "იმდენად დავმდაბ...   Jan 14 2015, 08:50 PM
betaneli giorgi   ''ნუ მეტყვი, რომ გ...   Mar 9 2015, 06:33 PM
sanfol   სამწუხაროდ ხშირად...   Mar 9 2015, 06:37 PM
marine   "უფალმა საუკეთეს...   Mar 18 2015, 10:43 PM
5 გვერდი V  1 2 3 > » 


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 10th November 2024 - 10:04 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი