![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
guest |
![]()
პოსტი
#1
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 ![]() |
ეს თემა მე არსენალში მქონდა და ნამდვილად საინტერესოდ განვითარდა.ვფიქრობ, აქაც შეიძლება იყოს, გარდა ამისა , ფორუმს ყავს ფსიქოლოგები და ასევე სამხედრო პირები,ამ მხრივაც ამართლებს ამ თემის არსებობა.
ბოლო დროს განვითარებული მოვლენები კიდევ უფრო ახლოს მიგვიყვანს ამ საკითხთან. იწერებოდა კიდეც ჯარისკაცთა დღიურებიდან ამონარიდები და ასე თუ ისე , ბევრი რამ ბევრისთვის უცხო იყო. აქვე გთხოვთ, რომ არ იყოს სხვების განკითხვა,განსაკუთრებით ფაქიზად მოიხსენიეთ მეომრები, ვისაუბროთ მხოლოდ გამოცდილის ან სარწმუნო ფაქტების გამოყენებით და არა ჭორებითა და ლეგენდების საშუალებით. მოდერატორს ვთხოვ, ნებისმიერი სახის დამაკნინებელ-დამამცირებელი პოსტის ავტორი დაისაჯოს, ვისაც წარმოდგენა არ აქვს, ვთხოვ თავი შეიკავოს. მადლობა წინასწარ. მე შევეცდები პუნქტების სახით დავყო, რაც გამახსენდება და რაც მაინტერესებს, ვისაც სურვილი, აქვს სიმარტივის გამო ჩამოთვლილთაგან აირჩიოს რომელიმე ან რამდენიმე და ერთმანეთს გავუზიაროთ ჩვენი აზრები. ვცადოთ შესაბამისი დასკვნები გავაკეთოთ. თუმცა, მე ვფიქრობ, რომ ეს საკითხი პიროვნულია და ზედმეტად განზოგადებაც არ მოხერხდება. თუ არ შეგეზარებათ, დიდი სიამოვნებით მოგისმენდით. 1. როგორ შევაფასებდით საკუთარ თავს , როდესაც ვბრუნდებით მშვიდობიან პერიოდში უკან. 2.სადამდე გრძელდება ჩვენი ფიზიკურ-ფსიქიური დატვირთვადობა? 3. რა ხდება ”საველე” სიტუაციების მერე, რას ვგრძნობთ, ნუთუ მხოლოდ უპირველესად რაც არის, გადარჩენა გვახარებს და მერე არ გვაწუხებს ის რაც გვინახავს და გამოგვიცდია? 4. საკუთარი ფსიქოსგან თავდაცვის ხერხები, თითქოსდა თავის მართლება საკუთარ თავთან, რომელიც შესაძლებელია არანაირად არ არის საჭირო, მაგრამ შინაგანად მაინც გვიჩნდება მოთხოვნილება ჩვენი მაშინდელი შინაგანი განწყობა გავამართლოთ. 5. როდის ხდება გრძნობების მოჭარბება და იმ ტკივილის ხელმორედ ატკივება, რაც ადრე გვინახავს და გამოგვიცდია? 6.როდის ხდება მოწინააღმდეგის როგორც სამიზნის და მოწინააღმდეგის როგორც ადამიანს შორის ზღვრის გაჩენა: ანუ როდის წყვეტს მოწინააღმდეგე იყოს მხოლოდ გასანადგურებელი სამიზანე და როდის ხდება ის ჩვენთვის ცოცხალი ადამიანი? 7.რამდენად დასაფასებლად მიგვაჩნია შევაფასოდ მოწინააღმდეგის საგმირო ქმედებები, თუნდაც იმ დროს, როცა მტრის ეს საქციელი როგორც მოსალოდნელია, ჩვენს საწინააღმდეგოდ არის მიმართული.( მსგავსად ვაჟასი: ”-იმ ცხონებულსა მუცალსა რკინა სდებიყო გულადა! -რას ამბობ, ქისტის ცხონება არ დაწერილა რჯულადა! -მით ვაქებ ვაჟკაცობასა არ იყიდება ფულადა! ”) 8. ე.წ. ვიეტნამის სინდრომი, რამდენად შესაძლებელია ეს გაუჩნდეს ნებისმიერს, თუ მხოლოდ გარკვეული ფსიქიური დარტყმის დროს იჩენს თავს? 9. მოტივაციის დადებითი ზეგავლენა ჯარისკაცებზე. რას მიიჩნევთ თქვენ მოტივაციად? თუ მხოლოდ ელემენტარული ბრძანების შესრულება-დაქვემდებარება-დამორჩილება წყვიტავს ჩვენს ქმედებისუნარიანობას? 10. როგორც ცნობილია, არსებობს შემთხვევები, როდესაც რომელიმე სამხედრო პირი არ ემორჩილება რაიმე არგუმენტის გამოყენებით ზემდგომის განკარგულებას, ისიც ვიცით, თუ რა შემთხვევებში ხდება ეს ანუ როდისაა დასჯის გარეშე დასაშვები. როგორ ფიქრობთ, ადამიანური გრძნობები, ემოციურობა იქნება მიზეზი, რომ რომელიმე ჩვენგანმა ეს ნაბიჯი გადავდგათ, თუნდაც მოსალოდნელი კონსექვენსების წინასწარი გააზრებით? 11. სიმამაცის ფაქტორი: როდის ხდება ყოველივე უმნიშვნელო, გარდა იმ მიზნისა, რისთვისაც ვიბრძვით (არაფერი გვაფერხებს, თვით სიკვდილის მოსალოდნელობაც ამის შესასრულებლად)? თუ სწორედ მაშინ არის მებრძოლი ყველაზე მეტად მამაცური, როცა ამ მიზნის გარდა მას უფრო მნიშვნელოვანი მიზნები გააჩნია და მის განსახორციელებლად ერთადერთი გზა გამარჯვებაა? 12. მეტად მნიშვნელოვანი საკითხი: ჯარისკაცი და სიყვარული. რა დონეზე მოქმედებს ჯარისკაცის ფსიქოლოგიაზე საყვარელი ქალის მიერ არდაცდა,სხვისი არჩევა. ვიცი, ეს ყველასთვის დიდი ფსიქოლოგიური დარტყმაა ბევრი მიზეზების გამო, მაგრამ არის თუ არა უფრო დამამძიმებელი ან პირიქით - შემამსუბუქებული გარემოებები ჯარისკაცებისთვის ამ უდიდესი ”სასოწარკვეთის” დასამუშავებლად. 13. ზღვარი სისასტიკესა და სამხედრო ეთიკას შორის, როგორ მოვახერხოთ კონტროლი ”ზედმეტის” არმოსვლის? რა ითვლება სისასტიკედ საერთოდ ბრძოლის პირობებში? 14. თავგანწირვის ფაქტორი, არა მხოლოდ ზოგადი მიზნების,არამედ მეგობრის გამო. როგორ უნდა ვიმექმოდოთ, თუ ეს გრძნობისმიერი ფაქტორი სხვა მიზნებისთვის იქნებ საშიში აღმოჩნდეს, თუ საკუთარ სიცოცხლეს დავივიწყებთ და მის გადასარჩენად ყველა ღონეს ვიხმართ? ვისაც რაიმეს დამატება უნდა, მადლობელი ვიქნები თუ მიამატებს. |
![]() ![]() |
Ismail |
![]()
პოსტი
#2
|
![]() სტუმარი ცოტა ხანისა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,336 რეგისტრ.: 29-June 07 მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ წევრი № 2,331 ![]() |
staywhite
![]() ამ საკითხებიდან უმეტესობის თაობზე სასაუბროდ ალბათ უფრო იმ ადამიანებმა უნდა ილაპარაკონ, ვისაც ომი გამოვლილი აქვს, თუმცა, რამოდენიმეზე მაინც ვისაუბრებ: ციტატა 10. როგორც ცნობილია, არსებობს შემთხვევები, როდესაც რომელიმე სამხედრო პირი არ ემორჩილება რაიმე არგუმენტის გამოყენებით ზემდგომის განკარგულებას, ისიც ვიცით, თუ რა შემთხვევებში ხდება ეს ანუ როდისაა დასჯის გარეშე დასაშვები. როგორ ფიქრობთ, ადამიანური გრძნობები, ემოციურობა იქნება მიზეზი, რომ რომელიმე ჩვენგანმა ეს ნაბიჯი გადავდგათ, თუნდაც მოსალოდნელი კონსექვენსების წინასწარი გააზრებით? ასეთი ქმედება, ზოგიერთ შემთხვევაში უდიდეს გმირობად და ვაჟკაცობად მიმაჩნია.სისულელეა, თითქოს სამხდრო მოსამსახურეს მხოლოდ ბრძანების შესრულება ევალება! კი, მას ეს ევალება, მაგრამ მას აქვს უფლება არ შეასრულოს უსამართლო ბრძანება. ჯარისკაცი ადამიანია და მას აქვს თავისი აზრის ქონისა და ფიქრის უფლება. ეს არ ნიშნავს, რომ ომის დროს ყველამ საკუთარი მოსაზრების მიხედვით უნდა იმოქმედოს. ეს ნამდვილად არეულობას წარმოშობს და ასეთი ჯარი ომს ვერ მოიგებს. ჯარისკაცმა უნდა შეასრულოს ისეთი ბრძანებებიც, რომელიც შესაძლოა ეწინააღმდეგებოდეს მის მოსაზრებას, მის რწმენას (სარწმუნოებას არ ვგულისხმობ), მის გრძნობებსა და მის ემოციებს, მაგრამ საჭირო იყოს ომის დროს. მაგრამ არსებობს მდგომარეობა, როდესაც ჯარისკაცს აქვს ყველანაირი მორალური უფლება (რომ არაფერი ვთქვათ საკანონმდებლო საფუძვლებზე), არ დაემორჩილოს განკარგულებებს. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ჯარისკაცის საქციელი ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს. მაგალითად, ჯარისკაცი თუ უარს იტყვის უფროსის ისეთი ბრძანების შესრულებაზე, რომელიც აშკარად დანაშაულებრივია (გენოციდი, მშვიდობიანი მოსახლეობის დაწიოკება, ტყვეების დახვრეტა და სხვ.), არ იქნება სამართლიანი? ანდა მაგალითად, რუსეთის ამ ოკუპაციის დროს რომელიმე რუსი ჯარისკაცი რომ ამდგარიყო და გამოქცეულიყო რუსეთის ჯარიდან იმ საფუძვლით, რომ რუსეთი ოკუპაციას ეწეოდა (და არა ომის შიშის გამო), - განა ეს არ იქნებოდა გმირობის ტოლფასი? P.S. საკითხს გავცდი არა? ![]() -------------------- ...And it's hard to hold a candle
In the cold November rain... |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 18th June 2025 - 02:52 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი