სამხედრო ფსიქოლოგია, გამოცდილებების თუ აზრების გაზიარება |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სამხედრო ფსიქოლოგია, გამოცდილებების თუ აზრების გაზიარება |
guest |
Sep 5 2008, 02:29 AM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
ეს თემა მე არსენალში მქონდა და ნამდვილად საინტერესოდ განვითარდა.ვფიქრობ, აქაც შეიძლება იყოს, გარდა ამისა , ფორუმს ყავს ფსიქოლოგები და ასევე სამხედრო პირები,ამ მხრივაც ამართლებს ამ თემის არსებობა.
ბოლო დროს განვითარებული მოვლენები კიდევ უფრო ახლოს მიგვიყვანს ამ საკითხთან. იწერებოდა კიდეც ჯარისკაცთა დღიურებიდან ამონარიდები და ასე თუ ისე , ბევრი რამ ბევრისთვის უცხო იყო. აქვე გთხოვთ, რომ არ იყოს სხვების განკითხვა,განსაკუთრებით ფაქიზად მოიხსენიეთ მეომრები, ვისაუბროთ მხოლოდ გამოცდილის ან სარწმუნო ფაქტების გამოყენებით და არა ჭორებითა და ლეგენდების საშუალებით. მოდერატორს ვთხოვ, ნებისმიერი სახის დამაკნინებელ-დამამცირებელი პოსტის ავტორი დაისაჯოს, ვისაც წარმოდგენა არ აქვს, ვთხოვ თავი შეიკავოს. მადლობა წინასწარ. მე შევეცდები პუნქტების სახით დავყო, რაც გამახსენდება და რაც მაინტერესებს, ვისაც სურვილი, აქვს სიმარტივის გამო ჩამოთვლილთაგან აირჩიოს რომელიმე ან რამდენიმე და ერთმანეთს გავუზიაროთ ჩვენი აზრები. ვცადოთ შესაბამისი დასკვნები გავაკეთოთ. თუმცა, მე ვფიქრობ, რომ ეს საკითხი პიროვნულია და ზედმეტად განზოგადებაც არ მოხერხდება. თუ არ შეგეზარებათ, დიდი სიამოვნებით მოგისმენდით. 1. როგორ შევაფასებდით საკუთარ თავს , როდესაც ვბრუნდებით მშვიდობიან პერიოდში უკან. 2.სადამდე გრძელდება ჩვენი ფიზიკურ-ფსიქიური დატვირთვადობა? 3. რა ხდება ”საველე” სიტუაციების მერე, რას ვგრძნობთ, ნუთუ მხოლოდ უპირველესად რაც არის, გადარჩენა გვახარებს და მერე არ გვაწუხებს ის რაც გვინახავს და გამოგვიცდია? 4. საკუთარი ფსიქოსგან თავდაცვის ხერხები, თითქოსდა თავის მართლება საკუთარ თავთან, რომელიც შესაძლებელია არანაირად არ არის საჭირო, მაგრამ შინაგანად მაინც გვიჩნდება მოთხოვნილება ჩვენი მაშინდელი შინაგანი განწყობა გავამართლოთ. 5. როდის ხდება გრძნობების მოჭარბება და იმ ტკივილის ხელმორედ ატკივება, რაც ადრე გვინახავს და გამოგვიცდია? 6.როდის ხდება მოწინააღმდეგის როგორც სამიზნის და მოწინააღმდეგის როგორც ადამიანს შორის ზღვრის გაჩენა: ანუ როდის წყვეტს მოწინააღმდეგე იყოს მხოლოდ გასანადგურებელი სამიზანე და როდის ხდება ის ჩვენთვის ცოცხალი ადამიანი? 7.რამდენად დასაფასებლად მიგვაჩნია შევაფასოდ მოწინააღმდეგის საგმირო ქმედებები, თუნდაც იმ დროს, როცა მტრის ეს საქციელი როგორც მოსალოდნელია, ჩვენს საწინააღმდეგოდ არის მიმართული.( მსგავსად ვაჟასი: ”-იმ ცხონებულსა მუცალსა რკინა სდებიყო გულადა! -რას ამბობ, ქისტის ცხონება არ დაწერილა რჯულადა! -მით ვაქებ ვაჟკაცობასა არ იყიდება ფულადა! ”) 8. ე.წ. ვიეტნამის სინდრომი, რამდენად შესაძლებელია ეს გაუჩნდეს ნებისმიერს, თუ მხოლოდ გარკვეული ფსიქიური დარტყმის დროს იჩენს თავს? 9. მოტივაციის დადებითი ზეგავლენა ჯარისკაცებზე. რას მიიჩნევთ თქვენ მოტივაციად? თუ მხოლოდ ელემენტარული ბრძანების შესრულება-დაქვემდებარება-დამორჩილება წყვიტავს ჩვენს ქმედებისუნარიანობას? 10. როგორც ცნობილია, არსებობს შემთხვევები, როდესაც რომელიმე სამხედრო პირი არ ემორჩილება რაიმე არგუმენტის გამოყენებით ზემდგომის განკარგულებას, ისიც ვიცით, თუ რა შემთხვევებში ხდება ეს ანუ როდისაა დასჯის გარეშე დასაშვები. როგორ ფიქრობთ, ადამიანური გრძნობები, ემოციურობა იქნება მიზეზი, რომ რომელიმე ჩვენგანმა ეს ნაბიჯი გადავდგათ, თუნდაც მოსალოდნელი კონსექვენსების წინასწარი გააზრებით? 11. სიმამაცის ფაქტორი: როდის ხდება ყოველივე უმნიშვნელო, გარდა იმ მიზნისა, რისთვისაც ვიბრძვით (არაფერი გვაფერხებს, თვით სიკვდილის მოსალოდნელობაც ამის შესასრულებლად)? თუ სწორედ მაშინ არის მებრძოლი ყველაზე მეტად მამაცური, როცა ამ მიზნის გარდა მას უფრო მნიშვნელოვანი მიზნები გააჩნია და მის განსახორციელებლად ერთადერთი გზა გამარჯვებაა? 12. მეტად მნიშვნელოვანი საკითხი: ჯარისკაცი და სიყვარული. რა დონეზე მოქმედებს ჯარისკაცის ფსიქოლოგიაზე საყვარელი ქალის მიერ არდაცდა,სხვისი არჩევა. ვიცი, ეს ყველასთვის დიდი ფსიქოლოგიური დარტყმაა ბევრი მიზეზების გამო, მაგრამ არის თუ არა უფრო დამამძიმებელი ან პირიქით - შემამსუბუქებული გარემოებები ჯარისკაცებისთვის ამ უდიდესი ”სასოწარკვეთის” დასამუშავებლად. 13. ზღვარი სისასტიკესა და სამხედრო ეთიკას შორის, როგორ მოვახერხოთ კონტროლი ”ზედმეტის” არმოსვლის? რა ითვლება სისასტიკედ საერთოდ ბრძოლის პირობებში? 14. თავგანწირვის ფაქტორი, არა მხოლოდ ზოგადი მიზნების,არამედ მეგობრის გამო. როგორ უნდა ვიმექმოდოთ, თუ ეს გრძნობისმიერი ფაქტორი სხვა მიზნებისთვის იქნებ საშიში აღმოჩნდეს, თუ საკუთარ სიცოცხლეს დავივიწყებთ და მის გადასარჩენად ყველა ღონეს ვიხმართ? ვისაც რაიმეს დამატება უნდა, მადლობელი ვიქნები თუ მიამატებს. |
guest |
Sep 8 2008, 11:44 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
Ismail
ციტატა თუმცა, ადამიანური გამბედაობა და საკუთარი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდება მაგალითად, თანამებრძოლების გადასარჩენად, ძნელია არ დააფასო, თუნდაც ეს მოწინააღმდეგის ჩადენილი იყოს მაგაზეა საუბარი, მაგალითიც მოვიყვანე. წესით კი,ყველა ჯარისკაცი ასრულებს ბრძანებას და შეუძლებელია თუნდაც ინტერვენტების ჯარისკაცები მაინცდამაინც ველურ და დაუნდობელ ჯოგად წარმოვიდგინოთ (ზედა პოსტის პირობების გამოკლებით). აქ არის პუნქტი სისასტიკის ზღვარზე. რა არის საერთოდ სისასტიკე ომში ? |
Ismail |
Sep 9 2008, 12:21 AM
პოსტი
#3
|
სტუმარი ცოტა ხანისა ჯგუფი: Members პოსტები: 2,336 რეგისტრ.: 29-June 07 მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ წევრი № 2,331 |
staywhite
აქ არის პუნქტი სისასტიკის ზღვარზე. რა არის საერთოდ სისასტიკე ომში ? სისასტიკე, ძირითადად ალბათ არის ისეთი ძალადობა, რომელიც არ არის გამოწვეული შეიარაღებული მტრის განადგურების აუცილებლობით. -------------------- ...And it's hard to hold a candle
In the cold November rain... |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th June 2024 - 06:16 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი