ვაჟა-ფშაველა, უდიდესი ადამიანი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ვაჟა-ფშაველა, უდიდესი ადამიანი |
ქავთარაძე |
Jan 25 2007, 02:30 PM
პოსტი
#1
|
დაურეგისტრირებელი |
ვაჟა ფშაველას შესახებ ბევრი რამ ვიცი, თუ ვინმემ იცით რაიმე საინტერესო ამ უდიდესი პოეტის , მწერლის, საზოგადო მოღვაწის შესახებ დაწერეთ.
სტუმარ მასპინძელიhttp://www.link.ge/file/61040/stumar.mp3.html სტუმარ ბახტრიონი-baxtrioni |
სოფი |
Jan 25 2007, 08:00 PM
პოსტი
#2
|
Pro Christo.. ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,122 რეგისტრ.: 10-January 07 წევრი № 843 |
ვაჟა,როგორც მთის არწივი,როგორც ჩაუმქრალი ცეცხლი,როგორც მგოსანი თავისი პოეზიით ცოცხლობს და უკვდავია!
დღეს,ჩემდა გასაოცრად,სრულიად შემთხვევით,წავაწყდი გაზეთს,რომლის ერთ-ერთმა სტატიის სათაურმა_ვაჟას პოეზია უკვდავია_ძალიან მიმიზიდა, და განსაკუთრებით კი იმიტომ,რომ დღევანდელი ერთ-ერთი თემა სწორედ რომ ვაჟას შეეხება. ამ სტატიაში საუბარია, ბორჯომის სარაიონო საბავშვო ბიბლიოთეკაში მოწყობილ ღონისძიებაზე_"ვაჟა ბავშვების დიდი ქომაგი".თურმე,როგორც ყოველ დიდ ადამიანს,ვაჟასაც უსაზღვროდ უყვარდა ბავშვები.ლექს წერდა,თუ სიტყვას ამბობდა,მიწას ხნავდა თუ ვინმეს ასწავლიდა, ყოველთვის ცხოვრების ყვავილებზე ფიქრობდა,ზრუნავდა, რომ ქვეყნის უამინდობის ჟამს არ დამზრალიყვნენ და მრავალტანჯულ,ურიცხვი ომებით ქანცმოლეულ საქართველოს როგორმე მომრავლებოდა სწავლული,განათლებული შვილები. ვაჟას სიტყვებია:"ვინც ბალღებს კეთილგონივრულად ზრდის,იგი აღმზრდელი და გამაბედნიერებელია ერისა,ვინაიდან სიყრმის დროს დათესილი კეთილი თესლი დიდობაში უხვად გამოიღებს ნაყოფს." -------------------- "Happiness only real when shared."
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 12:39 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი