![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
k@the |
![]()
პოსტი
#1
|
![]() იყო და არა იყო რა... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 ![]() |
დავით გილოცააავ! ![]() ძალიან მიყვარხარ და გაფასებ! საუცხოო ადამიანი ხარ! ![]() მაღლიდან ღმერთმა დაგლოცოს, დაბლით გლოცავდეს ერიო, ხალხის ნუგეშად გეცოცხლოს კიდევ მრავალი წელიო! ხვავი-ბარაქა იმეტოს, შენთვის გამჩენმა მრავალი. თვის კალთა გადააფაროს გზათა, რაც რომ გაქვს სავალი! არ მარტო სხვისსა ნუგეშად, შენთვისაც მოგცეს კერაო! ![]() მე აქ საფერი სიტყვების, არ მომბეზრდება წერაო. კიდევაც რამეს ვიტყოდი, კიდევაც ბევრად მეტადა. თუმცა მეშინის ფორუმზე არ კი ჩამთვალონ ცეტადა. ![]() ვინც გიცნობს, ის კი გამიგებს, თავსაც დამიქნევს ყოველი. თუმცა იმათგან მეტადაც სიტყვებს საქებარს მოველი. ![]() პ.ს. ამ ფორუმზე ყველაფერი დასწრებაზეა, ხოდა მე და მარიამმა მოვილაპარაკეთ (ხანჯლებით ![]() ![]() აქვე ავღნიშნავ რომ თემის გახსნის სურვილი, სამოდეროში მოკრძალებულად სალიმ და ცქნაფომაც გამოთქვეს, მარა... ![]() ![]() -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
![]() ![]() |
k@the |
![]()
პოსტი
#2
|
![]() იყო და არა იყო რა... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 ![]() |
აღარ ვაპირებდი აქ მილოცვას , მაგრამ ქეთის ლექსმა მაცდუნა, რა თქმა უნდა მილოცვებს ვუერთდები დავით , ყველანაირ შესაძლებლობას ვიყენებ და ვირტუალურადაც გილოცავ ესეც განსხვავებული სადღეგრძელო ![]() ხომ იცი ლექსებს ბევრსა ვწერ, მაგრამ დღეს მუზა წავიდა, მაინც ამ ლექსით დაგლოცავ, უსაყვარლესო დავითა . დაასხით განსხვავებული, "გადავუჯოკროთ" "ვეიქ-ფართს" ყანწით და ღვინო კახურით, მამა-პაპური "გავუშვათ". ჯერ გიდღეგრძელებ სალოცავს, ღმერთი გწყალობდეს მაღალი, მერე ერი და ოჯახი, ღვთისაკენ მავალ- ნამრავლნი. შესვით ეს განსხვავებული, იუბილარი დავლოცოთ, იცოცხლოს, იბედნიეროს, გული ნუგეშით აევსოს. მოკლედ, დავითა "ფორევა" და ვისაც არ ვსურს დალევა, ზოგი "ნაპრავა " წავიდეს, ზოგი წავიდეს "ნალევა " ცოტა " შარიანი" სადღეგრძელო გამომივიდა, ( ბოლო სტრიქონებს ვგულისხმობ ) მარა რა უჭირს ნინი გენაცვალე ![]() ![]() ნინიმ თქვა, ქეთის ვაჯობებ, ორჯერ მეტს დავწერ ლექსსაო. ![]() დავითის დაბდღეც არისო, გუშინ კი არა დღესაო! ![]() ქეთის სდუმს, სიტყვა უხარის, თუნდაც აჯობოს ნინომო ![]() -''ლექსად თქმულ სადღეგრძელოზე, მეტი რა უნდა ვინდომო? '' ![]() ![]() ![]() -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 5th July 2025 - 04:19 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი