მამათა გამონათქვამები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მამათა გამონათქვამები |
Murzayani |
Mar 5 2007, 09:08 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 57 რეგისტრ.: 10-January 07 მდებარ.: Gldani!!! წევრი № 842 |
ღმერთზე მხოლოდ ღმერთი არსებობს თავისთვის, ხოლო ჩვენ ყველანი ვარსებობთ ღმერთისთვის. ღმრთისათვის სათნოყოფა - აი, შენი ნეტარება; მასთან ერთობაში ყოფნა - აი, შენი დანიშნულება, შენი ყოველგვარი საქმინობის წესი. წმ. ეფრემ ასური ღმერთზე იზრუნე და ღმერთი იზრუნებს შენზე. წმ. იოანე ოქროპირი გახსოვდეს ღმერთი, რომ მას ყოველთვის ახსოვდე შენ. წმ. ისააკ ასური უფლის გარეშე არა მხოლოდ ქალაქი და ადამიანის სახლი, არამედ ჩიტის ბუდეც არ შენდება. მოსკოვის მიტროპოლიტი ფილარეტი არაფერში ისე არ გვჭირდება ღმერთის დახმარება, როგორც ჩვენი ხსნის საქმეში; იმიტომ რომ არაფერში არა ვართ ისეთი სუსტები, როგორც სიკეთის კეთებაში. წმ. ტიხონ ზადონელი როცა ამა ქვეყნის ძლიერთა წინაშე აღმოჩნდები, გაიხსენე, რომ ყოვლადძლიერი ღმერთი ყოველივეს ხედავს და ეცადე სწორედ მას სათნო ეყო და არა - ძლიერთა ამა სოფლისათა. წმ. ანტონი დიდი ღმერთზე საუბარი - დიდი საქმეა, მაგრამ გაცილებით უფრო დიდი საქმეა საკუთარი თავის განწმენდა ღმერთისათვის. წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი ვინც ღრმად შეიცნო ღმერთი, მისკენ მიილტვის, ვინც მცირედ შეიცნო – ხან პოულობს, ხან კარგავს. ვინც ვერ შეიცნო ღმერთი, დასცინის მას. ისინი ამბობენ: ღმერთი კი მწამს, მაგრამ მღვდელი და ეკლესია არ მომწონსო. ფუჭი და ამაოა ეს სიტყვები. თუ ადამიანს უყვარს სიმღერა, მომღერალს სცემს პატივს, თუ პოეზია უყვარს, პოეტს მიაგებს პატივს, ღმერთი თუ უყვარს, ყველაფერს პატივს მიაგებს, რაც ცისქვეშეთში ადიდებს უფალს – ეკლესიასაც და ღვთისმსახურსაც. ეს არის ნიღაბი. ვერ ამბობს ასეთი ადამიანი, ათეისტი ვარო, ამიტომ სათქმელს ასე ნიღბავს. ეპისკოპოსი ანტონი (ბულუხია) რწმენასა და ურწმუნოებაზე არაფერი ისე არ ჭირდება ადამიანს, როგორც რწმენა. ამაზეა დამოკიდებული არა მარტო მომავალი ცხოვრების ნეტარება, არამედ ამქვეყნიური კეთილდღეობაც. თანაც, არა მარტო თითოეული ჩვენთაგანის, არამედ მთელი საზოგადოების. მოსკოვის მიტროპოლიტი ფილარეტი ღუზა ხომალდს ქარიშხლის დროს ჭირდება; რწმენა კი ადამიანს - უბედურებების დროს. სადაც არ არის სარწმუნოება, იქ არ არის კეთილი საქმეები, იმიტომ, რომ განზრახვა საქმე სიკეთეს ანიჭებს, ხოლო კეთილი განზრახვა სარწმუნოებიდან მოდის. ნეტარი ავგუსტინე ადამიანთა საზოგადოება ღმრთისა და სულის უკვდავების რწმენის გარეშე ველური ცხოველიების ჯოგია, მოუხედავად იმისა, რომ მათ გონებაც აქვთ. ისინი ყოველთვის მზად არიან, ერთმანეთი ტანჯონ და გაანადგურონ. მოსკოვის მიტროპოლიტი მაკარი ურწმუნოება იქიდან იშვება, რომ ჩვენ ადამიანური დიდება გვწყურია. წმ. ბასანოფი დიდი და იოანე წინასწარმეტყველი რწმენით განათებულ ქრისტიან გულს ყველა უყვარს, ყველას ჰპატრონობს, ყველას უთმობს, ყველაფერს ითმენს; ასეთი გული ადვილად ამჩნევს გაჭირვებულს და ეხმარება მას; მისთვის უცხოა სიცრუე, ავსიტყვაობა, ცურმოწმეობა, ქურდობა, მკვლელობა... საერთოდ, არაწესიერი ცხოვრება. თუ ნახა ვინმე ცოდვილი, კი არ განიკითხავს, მხარში ამოუდგება მას, რომ როგორმე ააყენოს დაცემული. მისი ცხოვრება ქმნის ჯვარს: მიისწაფვის ღვთისაკენ და მიისწაფვის ადამიანისაკენ. რწმენა და სიყვარული აერთებს ღმერთთან; სიყვარულივე აკავშირებს მოყვასთან და ხალხთან. ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ...რა არის საჭირო? საჭიროა, რომ ჩვენი ლოცვა შეისმინოს ღმერთმა, უნდა ილოცოთ ნამდვილი რწმენით. აუცილებლად უნდა გწამდეთ, რომ ღმერთი არსებობს, აუცილებლად უნდა ხედავდეთ ღმერთს თქვენს წინაშე. აი, როგორც ჩვენ დიდი ადამიანების წინაშე ვდგავართ გამართულად, მოკრძალებით, თავმდაბლად, ასე უნდა იდგეთ და გრძნობდეთ, რომ ხართ ღვთის წინაშე და თვალი ღვთისა დაგყურებთ. ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი რწმენა თავისუფალი არჩევანია და იქ, სადაც არის თუნდაც დაფარული მტკიცება და ძიების სურვილი, არ არის სარწმუნოება. მღვდელი ალექსანდრე ელჩანინოვი ერთი წმინდანი ამბობს, რომ ურწმუნოსა და მორწმუნეს შორის ისეთივე დიდი განსხვავებაა, როგორიც ქანდაკებასა და ცოცხალ ადამიანს შორის. მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი ერთის ბრძენისა არ იყოს, ქვეყანაზე ზოგი იმისთანა საგანია, რომ თუ არ დაინახე, ვერ ირწმენ და ზოგიც იმისთანაა, რომ თუ არ ირწმუნე, ვერ დაინახავ. ცასა, თუ ცას იქით, სწორედ იმისთანა ადგილებია მაძებარ გონებისათვის, რომ თუ არ ირწმუნე, ვერას დაინახავ. წმიდა ილია მართალი (ჭავჭავაძე) -------------------- ღმერთზე იზრუნე და ღმერთი იზრუნებს შენზე. |
makiki |
Sep 9 2008, 06:52 PM
პოსტი
#2
|
makiki ჯგუფი: Members პოსტები: 1,779 რეგისტრ.: 29-January 08 მდებარ.: Tbilisiii წევრი № 3,797 |
მორჩილება,საბოლოო ჯამში,ღვთის ნებისადმი მორჩილებაა,ღვთის ნება გადმოცემულია წმინდა წერილში და ყოველმა,ვისაც მისი შეტყობა სურს,უნდა გამოიკვლიოს იგი.ქრისტე ამბობს:"გამოეძიებდით წიგნთა".ეს ყოველი ქრისტიანის მოვალეობა,ესაა ღვთისმეტყველება და ყოველი ვალდებულია,ღვთის ნების აღსასრულებლად ისწრაფოდეს.
არქიმანდრიტი ზენონი. შენი გონება მხოლოდ უფლის მცნებების აღსრულებაზე უნდა ფიქრობდეს,მთელი ძალისხმევა მოახმარე უფლის მცნებების დამარხვას,თანაც ისე რომ ერთიც კი არ გამოტოვო მათგან.თუკი ასე არ მოიქცევი,შენი სული ყოველგვარი არაწმინდების სამყოფელად შეიქმნება. თუკირაიმე საქმე გელოდება,მაგრამ მის კეთებაში ვერ ხეედავ ღვთის ნებას,მაშინ არაფრის გულისათვის არ მოჰკიდო ხელი: მხოლოდ ის უნდა აკეთო რაც ღმერთს სათნოეყოფა". გიყვარდეს შრომა,ყველას სიმდაბლით დაემორჩილე,ბაგენი შენნი მდუმარე დაიმარხე,ვითარცა შეიძლო,და ამიტ ჭეშმარიტ სიმდაბლეს მიემთხვევი.ჭეშმარიტი სიმდაბლე კი საწინდარია იმისა,რომ ყველა ცოდვა მოგეტევება ღმერთის მიერ. წმინდა ანტონი დიდი ღირსი იოანე სინელი ამბობს:" მორჩილება ყველა სათნოების დედაა."მორჩილება ადამიანში ყოველგვარ სათნოებას წარმოშობს.როდესაც იგი ადამიანს ტოვებს,მასში ყოველგვარი ბოროტება შემოდის.თუკი პირველი მამა,ადამი,ურჩობამ სამოთხიდან გამოიყვანა,მორჩილება ადამიანებს სასუფევლად აღიყვანს. ანგელოზის მსგავსი რომ იყო,თუ ამპარტავნება გაქვს,მაშინ უხმარი არს.ამის მერე დაირწმუნე ამის ჭეშმარიტება:ეშმაკი პირველ კეთილი ანგელოზი იყო,ამპარტავნებამ კი საძაგელ ეშმაკად აქცია. წმინდა ანტონ ჭყონდიდელი ყველას არ გაუმხილო შენი ზრახვები,არამედფ მათ გაანდე,ვისაც ძალუძს,შენს სულს უმკურნალოს. შენი ფიქრები ყველას არ გაუმხილო,რათა საცდურად არ ექცე სხვას. ყველასთან მეგობრული დამოკიდებულება გქონდეს,მაგრამ ყველას მრჩევლად ნუ გაიხდი. ეცადე,ისეთ სათნოებას მიაღწიო,რომ ყველა გლოცავდეს და გაკურთხებდეს. შენი სულიერი ძმის მწუხარება გაიზიარე და თანადგომა უჩვენე,თუკი რომელიმე გთხოვს დაეხმარო,მთელი ის გღე მასთან იშრომე. ყოველდღე,ძილისგან აღმდგარმა,პირველ ყოვლისა,იმ სნეულებზე იფიქრე და იზრუნე,რომელიც საძმოში გყავთ- მოინახულე ისინი და რითაც შეგიძლია დაეხმარე. წმინდა ანტონ დიდი -------------------- წიგნი,რომლის მეორედ და მესამედ წაკითხვა არ ღირს არ უნდა წაიკითხო არცერთხელ.
ლამაზი ცრემლები წამწამებს ეხება პატარა ცრემლები ბაგეზე ეშვება ღმერთო მოუსმინე მის ლამაზ ვედრებას გოგონა ხატის წინ მუხლებზე ეცემა... |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 12:45 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი