IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> აფხაზეთი, სოხუმის დაცემა
შოთა
პოსტი Sep 1 2006, 09:01 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,637
რეგისტრ.: 28-July 06
მდებარ.: tel-aviv
წევრი № 22



არ შეიძლება ამ კადრებს უყუროს და ცრემლი არ მოერიოს

IPB-ს სურათი

ჩამოიხეთ


--------------------
http://www.youtube.com/user/shotka84tube
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
ალექსანდრე
პოსტი Sep 2 2006, 02:59 PM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



აფხაზეთის ომის დროს მომხდარი სასწაულები
მონაზონი მარიამი (ანუა)
I
1993 წლის 5 ივლისს, სოფელ კომანში, წმინდა იოანე ოქროპირის სახელობის ეკლესიის ეზოში მოკლეს მღვდელმონაზონი ანდრია. მეფსალმუნე მანანა ანუა (ამჟამად მორჩილი მარიამი საპატრიარქოს მონასტერში) ყოველ დილა-საღამოს მამა ანდრიას ცხედართან ფსლამუნებს კითხულობდა, ხოლო დაკრძალვის შემდეგ - მის საფლავთან. ერთ დილას მტრის რაზმი ეკლესიის ეზოში შემოიჭრა. მათ სურდათ მანანაზე ძალადობა ეხმარათ და შემდეგ მოეკლათ. მე, დედამისი, დიპლომატიურად (ერში, ზოია ალექსანდრეს ასული ადამია-ანუა, ამჟამად დედა მარიამი) მომაცილეს იმ ადგილს, სადაც ჩემი ქალიშვილი ლოცულობდა, ვითომდაც იმ მიზნით, რომ მათთვის ეკლესიის სარდაფი მეჩვენებინა. მე ვერ მივხვდი, თუ რა უბედურება ტრიალებდა ჩემი ქალიშვილის თავზე. როდესაც მანანამ დაინახა მისკენ მიმავალი აფხაზები (ზოგიერთი ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, ზოგიც კი ნასვამი იყო) დასახმარებლად უფალ იესო ქრისტეს მოუხმო. ამავე დროს მამა ანდრიას ემუდარებოდა გადარჩენას. ზუსტად ამ დროს სოხუმიდან მძაფრი შემოტევა დაიწყო. კომანი იბომბებოდა. მთელი სოფელი ნანგრევებად იქცა. როდესაც დაბომბვა დაიწყეს, რაზმის მეთაურმა ყველას უბრძანა თავის პოზიციებს დაბრუნებოდა. მანანა სასწრაფოდ ტაძარში შევიდა და წმიდა დიდ-მოწამე გიორგი ხატის წინ გაჩერდა. მოგვიანებით იგი ყვებოდა, თუ როგორ ელვასავით გაირბინა მის გონებაში წმ. გიორგის ტროპარმა „ტყვეთა განმათავისუფლებელო და გლახაკთა ხელის აღმპყრობელო...“ მანანა მიხვდა, რომ ჩვენი დაცვა, ღვთის შეწევნით წმიდა გიორგის მეშვეობით მოხდა. იმ დროს, როდესაც წმ. გიორგის ჩვენი ტყვეობიდან დახსნას ევედრებოდა, ტაძარში ერთი აფხაზი შემოვიდა. მან იკითხა: „სად არის ჩემი მეგობარი - წმ. გიორგი?“ მიუახლოვდა წმიდა გიორგის ხატს და მის წინ სანთელი დაანთო. ამ წუთიდან მოყოლებული (ჩვენ გასაგები მიზეზის გამო შეგნებულად არ ვასახელებთ ამ ახალგაზრდას სახელს და გვარს). ის ჩვენს მფარველ ანგელოზად იქცა. ყველაფერში გვეხმარებოდა. შეგვპირდა, რომ ბოლომდე დაგვიცავდა და კიდევაც შეასრულა თავისი სიტყვა. „და თმაჲ თავისა თქუენისაჲ არა წარწყმდეს“ (ლუკა 21, 18). მან იწამა ქრისტეს ჭეშმარიტი სარწმუნოება და მონათვლის სურვილი გამოთქვა. ამ აფხაზმა მარტო ჩვენი სიცოცხლე კი არ დაიცვა, არამედ ჩვენი პატიოსნებაც, იმ 52 დღის განმავლობაში, რომელიც ჩვენ ტყვეობაში გავატარეთ. მიუხედავად იმისა, რომ ის მტრის ბანაკში იმყოფებოდა, მან გამოამჟღავნა ნამდვილი რაინდული თვისებები. გვიჩვენა ჭეშმარიტი ქრისტინული სიყვარული, სიკეთე და დიდსულოვნება. რის გამოც ჩვენ არ შეგვიძლია ის არ მოვიხსენიოთ დიდი პატივისცემითა და მადლიერების გრძნობით. გარდა იმისა, რომ გვიცავდა უამრავი მოძალადისაგან, ასევე, ზრუნავდა ჩვენს კვებაზეც. შეძლებისდაგვარად მოჰქონდა საჭმელი, სანთლის დასამზადებელი მასალა. ის ყველანაირად ცდილობდა ჩვენს დაცვას, როგორც ფიზიკური, ისე სულიერი ტკივილებისაგან. ეკლესიაში მე და ჩემი ქალიშვილის გარდა, ასევე ტყვეობაში იმყოფებოდნენ ომისგან დასახიჩრებული და განაწამები კომანის მოსახლეობა. ამ კეთილმა კაცმა მოგვიტანა ლეიბები მარმარილოს ცივ იატაკზე დასაფენად. შემოგვაღობინა მამა ანდრიას საფლავი. ხედავდა რა ჩვენს უსუსურობას და უმწეობას, ჩვენს მიმართ თანაგრძნობას იჩენდა და დიდი სითბოთი გვეპყრობოდა.

დიდი მადლიერების გრძნობით და სითბოთი მინდა ასევე მოვიხსენიო რამოდენიმე სხვა აფხაზი და რუსი დაქირავებული მებრძოლი, რომლებმაც ჩვენს მიმართ დიდი ყურადღება გამოიჩინეს. მათაც არა მარტო სიკვდილისაგან გვიხსნეს, არამედ ჩვენი პატიოსნებაც დაიცვეს. ეს ახალგაზრდები უდავოდ გამოირჩეოდნენ მაღალი სულიერებით. ისინი დიდი ინტერესით ისმენდნენ ჩემს ქადაგებებს უფალზე, იესო ქრისტეზე, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელზე, წმიდანებზე, სხვებისადმი თანაგძნობის გამოჩენაზე და საერთოდ მართლმადიდებლობაზე. ჭეშმარიტი ქრისტიანის ვალია მტრისადმი თანაგრძნობის გამოჩენა, განსაკუთრებით კი ომის დროს, ვუხსნიდი მე და ისინიც დიდი გულისყურით მისმენდნენ.

მადლობა უფალ იესო ქრისტეს ყველაფრისათვის.

II
ერთხელ, როდესაც ვლოცულობდით, ეკლესიაში ნასვამი აფხაზი შემოვიდა. მან ხატებს და ხალხს სროლა დაუწყო. რამოდენიმე ინვალიდი: ასაკოვანი მამაკაცი, მისი ცოლი და ქალიშვილი წმ. გიორგის ხატის გვერდით ისხდნენ. ამ მომხდურმა მოკლა მამაკაცი. მძიმედ დაჭრა მისი მეუღლე და ქალიშვილი. თბილი სისხლი ნაკადულივით მოედინებოდა... მკვლელი ივერიის ღვთისმშობლის ხატის გვერდით იდგა. მე ვიდექი წმ. ნიკოლოზის სასწაულმოქმედ ხატთან. ჩემთვის ვფიქრობდი: აღსარება ჩაბარებული მაქვს, ქრისტეს წმიდა სისხლსა და ხორცს ნაზიარები ვარ, ახლა მე სიამოვნებით მოვკვდები ჩემი ღმერთისთვის, იესო ქრისტესთვის. მკვლელმა იარაღი მომიშვირა, მაგრამ მოხდა საოცრება. ტყვია არ გავარდა, შემდეგი კი ამცდა. ამ დროს მე დავინახე, როგორ გაბრწყინდა ივერიის ღვთისმშობლის ხატი. გამძვინვარებულმა მკვლელმა ეკლესიის გუმბათს დაუწყო სროლა. შემდეგ დაჭრილების მხარეს მიტრიალდა. უკვე მკვდარ მოხუცებულს ტყვია დაუშინა და მჭიდი ბოლომდე დაცალა. კაცი, რომელიც ჩემს მოკვლას ცდილობდა, ჩემი ქალიშვილისაგან ძალიან ახლო მანძილით იყო დაშორებული. მანანასაგან ზურგით იდგა. ჩემი ქალიშვილი ცახცახებდა. ცრემლები ღაპა-ღუპით ჩამოსდიოდა. სიკვდილის მოლოდინში ტიხვინის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედ ხატს ევედრებოდა, რათა დახამარებოდა მას ღირსეულად მომკვდარიყო. მთელი ამ დროის განმავლობაში მანანა ევედრებოდა ღვთისმშობელს შემდეგი სიტყვებით: „ღვთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ! მიმადლებულო მარიამ, უფალი შენთანა...“, ბოლოს კი, ქანცგაწყვეტილი, ჩუმად, თავისთვის იმეორებდა მხოლოდ ერთ სიტყვას „ღვთისმშობელო“. ღვთისმშობლისადმი სავედრებელი ლოცვა: „ღვთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ...“ არ მოცილებია მის ტუჩებს იმ 52 დღის განმავლობაში, რომელიც ჩვენ ტყვეობაში გავატარეთ. ამ ლოცვამ მოახდინა სასწაული. მანანა გარდაუვალი სიკვდილისაგან იხსნა, იმ მთვრალი მომხდურისაგან, რომელიც მისგან ზურგშექცევით იდგა და მას ვერ ხედავდა. ამ ლოცვამ ის სხვა მოსალოდნელი უბედურებისაგანაც იხსნა. ეს ლოცვა მას ამშვიდებდა.

მე მადლობას ვუხდი ჩვენს უფალს, უტკბილეს იესო ქრისტეს ჩვენი გადარჩენისათვის.

III
1993 წლის 6 ივლისს დაახლოებით 60-65 წლის მამაკაცი, აფხაზთა ერთ-ერთი მეთაური, მთვრალ მდგომარეობაში თავის რაზმთან ერთად ეკლესიაში შემოვიდა. ისინი ეკლესიის არარსებულ სარდაფს ეძებდნენ. მიიღო რა ჩვენგან უარყოფითი პასუხი, გამომიცხადა, „ახლა დაინახავ, რაც დაემართება შენს ქალიშვილს“. იმ წუთებში, როცა ამ სიტყვებს ამბობდა, მე მომესმა, თითქოს ვიღაცა რჩევას მაძლევდა: „მოხსენი შანდალს თავი და ამ კაცს თავში ჩაარტყი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის თქვენ ორივეს მოგკლავთ“.

მადლობა უფალს! ღმერთმა არ დაუშვა სისხლისღვრა. უცებ საიდანღაც ამ კაცის გვერდით ხალხი გაჩნდა, ხელი მოკიდეს და ტაძრიდან გაიყვანეს.

მადლობა უფალს, უტკიბელ იესო ქრისტეს ჩვენი ხსნისათვის შერცხვენისა და სიკვდილისაგან.

IV
კომანის აღების შემდეგ, აფხაზთა ჯარი სოხუმისაკენ მიიწევდა. ისინი უკვე სოხუმის კარიბჭესთან იდგნენ. აფხაზები ან ნაღმზე ფეთქდებოდნენ, ან საარტილერიო დარტყმების შედეგად იღუპებოდნენ. გაიგეს, რომ ქართველებს მათ სამხედრო პოზიციებს რადიოთი ქალი გადასცემდა. რატომღაც ჩათვალეს, რომ რადიო ეკლესიაში იყო, ხოლო ინფორმაციას მანანა გადასცემდა. ეს იყო ძირითადი მიზეზი ჩვენი დევნის, შევიწროვების, დაკითხვისა და წამების, რასაც ჩვენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში განვიცდიდით. ამ უსამართლო მოპყრობისაგან ისევ ის ახალგაზრდა გვიცავდა, რომელმაც ღმერთმა წმიდა გიორგის შემწეობით მოგვივლინა.

V
ომის დაწყებისთანავე, ჩვენთან სხვადასხვა ადგილებიდან ხშირად მოდიოდნენ ჟურნალისტები, განსაკუთრებით კი ტელევიზიიდან ინტერვიუს ასაღებად. იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა კომანში, ჩვენ მისი უწმიდესობის კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ლოცვა-კურთხევის გარეშე ინტერვიუს არავის ვაძლევდით.

1993 წლის 7 ივლისს, ჩვენთან ინტერვიუს ასაღებად მოვიდა მოსკოვის ტელევიზიის წარმომადგენელი, ახალგაზრდა ჟურნალისტი ქალი. (მე ვერ ვიხსენებ მის სახელს). მას აინტერესებდა დაწვრილებით გაეგო ინფრომაცია მამა ანდრიას მკვლელობის შესახებ. ის იყო მართლმადიდებელი ქრისტიანი. დაგვპირდა, რომ პატრიარქს აცნობებდა კომანში ჩვენი ტყვეობის შესახებ, მამა ანდრიას და იპოდიაკონ გიორგის მოწამეობრივი სიკვდილის შესახებ (მოგვიანებით შევიტყვეთ, თუ როგორი წამებით იქნა მოკლული ეს ჟურნალისტი...).

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, კომანის დაცემის შემდეგ, მოსკოვიდან ბრძანების დეპეშა მოვიდა, ეკლესიასთან დაცვა დაეყენებინათ. დაცვის ბიჭები ძირითადად რუსები იყვნენ. მათ შორის, განსაკუთრებით გამოირჩეოდა ერთი ჭეშმარიტად ღვთისმოშიში ადამიანი, სახელად ალექსანდრე. როდესაც ალექსანდრემ დაინახა, თუ როგორ ცუდად გვექცეოდნენ, წავიდა რაზმის მეთაურთან და უთხრა, „თუ ამ ხალხს თავს არ დაანებებთ და მათ ტანჯვა-წამებას არ შეწყვეტთ, ჩვენ, რუსის ჯარისკაცები დავყრით იარაღს!“ ალექსანდრეს სიტყვებმა დიდი ეფექტი მოახდინა. მათ მართლაც დაგვანებეს თავი და გარკვეული დროით მშვიდად ვგრძნობდით თავს.

მადლობა უფალს ყველაფრისათვის, მადლობას ვუხდით ღვთის მონას, ალექსანდრეს თანაგრძობისათვის, დახმარებისათვის და იმ დიდი ქრისტიანული სიყვარულისათვის, რაც მან ჩვენს მიმართ გამოიჩინა. ალექსანდრე მთელი ჩვენი ტყვეობის განმავლობაში გვიცავდა.

VI
აფხაზთა შორის რამდენიმე მართლმადიდებელიც იყო. ისინი მკვეთრად განსხვავდებოდნენ სიკეთითა და შემწყნარებლობით. ერთ-ერთი მათგანი (ჩვენ არც კი ვიცით მისი სახელი) ფიცხელი ომის დროს, რომელიც ეკლესიის შორიახლოს მიმდინარეობდა, შემოირბენდა ეკლესიაში რამდენიმე წუთით წმიდა იოანე ოქროპირის სარკოფაგთან დადგებოდა, დამშვიდდებოდა, მხნეობას მოიკრეფდა და ისევ ბრძოლის ველზე გარბოდა.

ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა ერთმა ახალგაზრდა აფხაზმა, რომლის ნათლობის სახელი დიოდოტი იყო. ის იყო ძალიან ახალგაზრდა (19 წლის), წარმოსადეგი, ძალიან კეთილი და გულითადი. როდესაც მან ეკლესიაში ტყვიისაგან დაცხრილული ხატები დაინახა, ატირდა. მან ასევე მწარედ დაიტიდა მამა ანდრია. ჩვენ მის შესახებ გვითხრეს, რომ მთელი ომის განმავლობაში ერთი კაციც კი არ მოუკლავს. დიოდოტმა შურის საძიებლად მამა ანდრიას მკვლელის ძებნა დაიწყო. ძლივს შევძელით მისი გადარწმუნება. ვუხსნიდით, რომ მამა ანდრია უკვე ლოცულობდა მისი მკვლელისათვის. „ხოლო იესო იტყოდა: მამაო, მიუტევე ამათ, რამეთუ არა იციან, რასა იქმან“ (ლუკა 23, 34). დიოდოტს ავუხსენით, რომ მისი ასეთი საქციელი - შურისძიება, მამა ანდრიას სულს დატანჯავდა. ადამიანი თავის მტრის მიმართაც უნდა იყოს შემწყნარებელი.

აფხაზთა წარმატება რუსეთის აშკარა ხელშეწყობით იყო განპირობებული. რუსეთის მთავრობა აფხაზებს არა მარტო საომარი ტექნიკით ამარაგებდა, არამედ რუსი გენერლების ხელმძღვანელობით კბილებამდე შეიარაღებული ცოცხალი ძალითაც ეხმარებოდა. მთელი ამ კონფლიქტის განმავლობაში რუსეთის მთავრობა ამ ფაქტს უარყოფდა. მაშინ, როდესაც აფხაზეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი რუსეთის სამხედრო თვითმფრინავები და რუსი მფრინავები, რომლებიც ამ თვითმფრინავებს მართავდნენ, საპირისპიროს ამტკიცებდნენ, რაც წამოადგენდა ამ ომის რუსეთის მთავრობის წამქეზებლობისა და მისი არმიის უშუალო მონაწილეობის პირდაპირ მტკიცებულებას.

ომის დროს დიოდოტმა სამახსოვროდ მამა ანდრიას ნივთები მოითხოვა. ჩვენ მას მივეცით წმიდა ნიკოლოზის სასწაულმოქმედი ხატი, რომელსაც მამა ანდრია სიცოცხლის ბოლო წუთამდე ატარებდა. მამა ანდრია წმიდა ნიკოლოზის ხატს ჯვართან ერთად ატარებდა. ჩვენ დიოდოტს ასევე გადავეცით სახარების მომცრო წიგნი, რომელიც მამა ანდრიას ტრაგიკული სიკვდილის დროსაც თან ჰქონდა. დიოდოტმა დაათვალიერა ჩვენი ნანგრევებად ქცეული სახლები. მას ამ ნანგრევებიდან ხატები, ჯვრები და სხვა საეკლესიო ნივთები გამოჰქონდა. ეს წმიდა ნივთები ეკლესიაში მოჰქონდა, რათა ისინი დავიწყებას არ მისცემოდა. ის ხარბად ეწაფებოდა ღვთის სიტყვას. დიოდოტი დიდი გულისყურით უსმენდა მანანას, როდესაც ის სახარებაზე და წმიდანთა ცხოვრებაზე საუბრობდა... მას მამა ანდრიას საფლავზე მარტოს უყვარდა სიარული. ამ მზაკვრული ომის ბოლო დღეებში ის დაიღუპა. ნაღმზე აფეთქდა. უკანასკნელად, როდესაც ვნახეთ სიკვდილის წინ, მახსენდება დიოდოტმა გამომშვიდოებებისას როგორი არამიწიერი ღიმილით გაგვიღიმა. არ ვიცი რატომ, მაგრამ მისმა ღიმილმა თითქოსდა გული გვატკინა. მისი სიკვდილის შემდეგ აფხაზებმა გვითხრეს, „უფალმა თქვენი მამა ანდრიასთვის წაიყვანა ჩვენს შორის ყველაზე ახალგაზრდა, ყველაზე დიდებული და კეთილშობილი - დიოდოტი“.

უფალმა დაუმკვიდროს დიოდოტს ცათა სასუფეველი.

საუკუნოდ იყოს ხსენება მისი!


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
shota   აფხაზეთი   Sep 1 2006, 09:01 PM
მარიამი   ამ ფილმში რამე სის...   Sep 1 2006, 09:10 PM
shota   მარიამი აფხაზეთის ...   Sep 1 2006, 09:16 PM
mnate   ეჰ ახლა გული მტკივ...   Sep 1 2006, 09:17 PM
shota   ჩამოღებასთან რამე ...   Sep 1 2006, 09:22 PM
მარიამი   მაშინ გავუფრთხილდ...   Sep 1 2006, 09:24 PM
mnate   მედია ფლეიერი გამ...   Sep 1 2006, 09:25 PM
shota   სადღაც 1 სათI დაჩირდ...   Sep 1 2006, 09:33 PM
mnate   ოკ ეგრე ვცდი :) როგ...   Sep 1 2006, 09:36 PM
iako   ჩემტან არ იხსნება ...   Sep 1 2006, 10:10 PM
shota   iako თუ მედია ფლეიერი ...   Sep 2 2006, 01:09 AM
ალექსანდრე   მარიამი მეც :( ამას...   Sep 2 2006, 02:20 AM
მარიამი   კაი რა ალექსანდრე, ...   Sep 2 2006, 11:36 AM
shota   ალექსანდრე მძიმე ს...   Sep 2 2006, 12:07 PM
shota   ვისაც სუსტი გული ა...   Sep 2 2006, 12:42 PM
shota   კიდე მაქვს მძიმე ს...   Sep 2 2006, 01:13 PM
ალექსანდრე   shota აი ეგ მღვდელი იყ...   Sep 2 2006, 02:04 PM
ალექსანდრე   აფხაზეთის ომის დრო...   Sep 2 2006, 02:59 PM
gorgasali   გაიხარე ალექსანდრ...   Sep 25 2006, 10:23 PM
salome   ახლახანს ვუყურე პი...   Sep 25 2006, 10:33 PM
gorgasali   ოოო მეც უყურე მაგ ფ...   Sep 26 2006, 02:05 AM
ალექსანდრე   მოდით კიდევ ერთხელ...   Sep 27 2006, 02:29 AM
leqso   ღმერთმა გისმინოს...   Sep 27 2006, 11:36 AM
ABDALA   "აფხაზეთის ომი და...   Sep 28 2006, 04:11 PM
guja   ღმერთმა ინებოს რომ...   Sep 28 2006, 04:19 PM
liliana   ღმერთმა ინებოს რო...   Sep 28 2006, 04:24 PM
ალექსანდრე   საფლავთა მცველი... ...   Oct 2 2006, 02:18 AM
shota   ალექსანდრე მაგაში ...   Oct 2 2006, 11:45 AM
nini egriseli   შეგიძლიათ მითხრათ ...   Apr 16 2007, 10:09 PM
Floyd   nini egriseli ტორენტებზე ი...   Apr 16 2007, 11:09 PM
mampali   ღალატიანი ომი: ღალ...   Apr 17 2007, 01:43 PM
კანონისტი   მეგობრებო, მოდით ა...   Nov 21 2007, 02:16 PM
ნათია   ძალიან მძიმე "სურ...   Nov 21 2007, 02:18 PM
კანონისტი   აფხაზეთის ტერიტორ...   Nov 21 2007, 02:25 PM
ქავთარაძე   კანონისტი http://img147.imagesha...   Nov 21 2007, 02:28 PM
კანონისტი   რამდენიმე ციტატა: ...   Nov 21 2007, 02:29 PM
კანუდოსელი   "აფხაზეთში ქართვ...   Nov 21 2007, 03:34 PM
ქავთარაძე   კანონისტი უიჰ ისი...   Nov 21 2007, 02:33 PM
ჰ ა რ ი რ ა   კანონისტი უიჰ ისი...   Nov 21 2007, 02:39 PM
კანონისტი   ქავთარაძე ცხადია. ...   Nov 21 2007, 02:35 PM
ქავთარაძე   http://img442.imageshack.us/img442/8325/29oy0.jpg ...   Nov 21 2007, 02:38 PM
GABAONI   ომი იყო ...... ომი განუ...   Nov 21 2007, 02:46 PM
ქავთარაძე   ეგეთები-ც კი არა ეგ...   Nov 21 2007, 02:56 PM
GABAONI   მძიმე კადრებია ........ ...   Nov 21 2007, 02:59 PM
კანონისტი   მოდი მიყოლებით დავ...   Nov 21 2007, 03:07 PM
Giorgi-   http://img208.imageshack.us/img208/1153/01ac6uo9.j...   Nov 21 2007, 03:34 PM
Giorgi-   http://img156.imageshack.us/img156/9665/095am5.jpg   Nov 21 2007, 03:36 PM
GABAONI   კანუდოსელი რათქვა...   Nov 21 2007, 03:38 PM
ქავთარაძე   კანუდოსელი გეუბნე...   Nov 21 2007, 03:41 PM
Giorgi-   ჟიული შარტავა http://img15...   Nov 21 2007, 03:44 PM
Giorgi-   http://img156.imageshack.us/img156/4889/01rv6.jpg ...   Nov 21 2007, 03:50 PM
marine   ვედრება.. :( http://i030.radikal.r...   Nov 21 2007, 05:29 PM
lev   ეს იყო მსოფლიოში ყ...   Nov 23 2007, 08:47 PM
IZAKUNA   es martla sashinelebaa!imedia exla mainc moveg...   Nov 24 2007, 12:19 AM
t.d   ეჰ რაღა დაგიმალოთ ...   Nov 24 2007, 09:23 PM
Genesis   გამსახურდია და მის...   Nov 24 2007, 11:43 PM
t.d   ზემოთ პოსტში ვთქვი...   Nov 25 2007, 02:39 PM
t.d   ჯემალ არზენაძე ...   Nov 25 2007, 03:34 PM
Misha_kartveli   ეს ომი იყო საქართვ...   Nov 26 2007, 12:47 PM
nini_1   აფხაზეთის ომის გახ...   Nov 26 2007, 01:28 PM
Ismail   უკრაინელები, რომლე...   Nov 26 2007, 02:10 PM
კანონისტი   ღიმილის ბიჭებს სი...   Dec 6 2007, 01:41 PM
marine   ღიმილის ბიჭებს სი...   Dec 6 2007, 03:19 PM
zviadauri   დღეს გზა გახსნეს ა...   Dec 6 2007, 05:24 PM
Ismail   აფხაზეთს რომ დავიბ...   Dec 7 2007, 03:08 PM
Lenus   ბატონებო და ქალატ...   Dec 8 2007, 05:07 PM
didgoris fani   დავიბრუნებთ... აუცი...   Dec 13 2007, 07:54 PM
tamara   აფხაზეთზე ბევრი სა...   Dec 13 2007, 08:10 PM
didgoris fani   ძალიან საინტერესო...   Dec 13 2007, 09:02 PM
t.d   ძალიან მძიმე ჩემთვ...   Dec 13 2007, 09:09 PM
tamara   მასალები შეგროვებ...   Dec 13 2007, 09:25 PM
შოთა   Ismail მაგ უკრაინელებზ...   Dec 13 2007, 11:48 PM
tamara   ახლა კიდევ ერთი ის...   Dec 14 2007, 12:14 PM
ilia003   http://bin.ge/file/117128/-Files-GE--Afxazeti.wmv....   Dec 14 2007, 09:25 PM
m16   ეს არავის შერჩება. ...   Feb 3 2008, 01:23 AM
m16   პრაპავშიე ბეზვესწ...   Feb 3 2008, 01:36 AM
tamuna m   გავიხსენოთ აფხაზე...   Feb 13 2008, 07:51 PM
marine   გავიხსენოთ აფხაზე...   Feb 14 2008, 12:25 PM
tamuna m   [b]ციტატები ომის დაწ...   Feb 14 2008, 03:30 PM
yipiani gio   zviadauri ეჭვი მეპარება ...   Feb 17 2008, 03:42 AM
tamuna m   zviadauri ეჭვი მეპარება ...   Feb 17 2008, 06:10 PM
marine   კოსოვოს აღიარების ...   Feb 18 2008, 11:14 AM
marine   * * * * * * * * * * * აფხაზეთზე...   Feb 18 2008, 12:24 PM
კანონისტი   marine უნიჭო პიარია.... :...   Feb 18 2008, 12:31 PM
marine   იგივე მოხდება აფხ...   Feb 18 2008, 12:35 PM
კანუდოსელი   [b]marine უნიჭო პიარია.......   Feb 19 2008, 03:36 PM
marine   აფხაზეთში დაბრუნე...   Feb 19 2008, 03:47 PM
კანუდოსელი   არა, ზაზა, ეს ოფტოპ...   Feb 19 2008, 03:56 PM
marine   დრო გვიჩვენებს მა...   Feb 19 2008, 03:57 PM
კანონისტი   marine აფხაზეთის ცნობ...   Feb 18 2008, 12:39 PM
ნათია   უფლის ნება როგორიც...   Feb 18 2008, 12:47 PM
marine   უფლის ნება როგორი...   Feb 18 2008, 12:52 PM
tamuna m   შეთქმულება საქართ...   Feb 19 2008, 03:06 PM
marine   აფხაზეთსა და დან...   Feb 19 2008, 03:29 PM
marine   ასე, რომ აფხაზეთი...   Feb 20 2008, 11:41 AM
marine   (აფხაზეთის წვიმა მ...   Feb 19 2008, 04:58 PM
tamuna m   ქართველთა გენოციდ...   Feb 19 2008, 05:16 PM
კანონისტი   საქართველოს უმაღლ...   Feb 19 2008, 05:28 PM
marine   tamuna m საშინლად მტკივ...   Feb 19 2008, 05:32 PM
jevrie   ...   Mar 24 2008, 12:39 AM
3 გვერდი V  1 2 3 >


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 4 მომხმარებელი (მათ შორის 4 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 4th June 2024 - 08:56 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი