სამაჩაბლო თუ სამხრეთ ოსეთი ??, ქართველნო, ძალიან გთხოვთ ყველას!!!! |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სამაჩაბლო თუ სამხრეთ ოსეთი ??, ქართველნო, ძალიან გთხოვთ ყველას!!!! |
bravoshota |
Sep 10 2008, 10:28 AM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 31 რეგისტრ.: 24-November 07 მდებარ.: tbilisi წევრი № 3,242 |
ძალიან გთხოვთ ყველამ დააფიქსირეთ საკუთარი აზრი !!!
ქართველნო, ამ ბოლო დროს თუ აკვირდებით, მიდის უცნაური სპეკულაცია და სამაჩაბლოს სახელის გადარქმევა "სამხრეთ ოსეთად"... სამაჩაბლო თუ ოსეთი ??? გამაგებინეთ ერთი, რა შუაშია ოსეთი, ოსეთი არასოდეს ყოფილა საქართველოს კუთხე, ეს არის ძირძველი ქართული მიწა, თავად მაჩაბლების სამფლობელო. არ მინდა დავიჯერო, რომ შეგნებულად გვაჩვევენ ამას!!! არ მინდა დავიჯერო, რომ სამაჩაბლო გაყიდულია!!! ეს ზალიან სერიოზული საკითხია, მოდით ვებრზოლოთ ამას როგორც შეგვიზლია, გამოვთქვათ ჩვენი აზრი და თუ საჭირო იქნა, აქციაც გავმართოთ ამ თემაზე! დავდგეთ ერთად, გამოვხატოთ ჩვენი აზრი. როგორც ვიცი, სამხრეთ ოსეთის ავტონომია გაუქმებულია საქართველოს მთავრობის მიერ, მაშ რატომ მოვიზსენიებთ ამ მხარეს ამ სახელით? თუ ავტონომია არაა გაუქმებული, მაშინ ამ ავტონომიის სახელი უნდა შეიცვალოს "სამაჩაბლოს" ავტონომიით. თქვენი მონა მორჩილი, ძალიან განიცდის ამ საკითხს... |
კანონისტი |
Sep 10 2008, 11:20 AM
პოსტი
#2
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
bravoshota
რაც შეეხება ოსეთს: პრობლემა იმაში, რომ რახან იარსებებს ორი ოსეთი, ეს ორივე აუცილებლად უნდა გაერთიანდეს, რეალური არ არის. სულაც არ ერქვა აფხაზეთს "სამხრეთ ადიღე" მაგრამ კარგად დაიწყო სეპარატისტული მოძრაობა მაინც. პრობლემა სახელში არ არის. ევროპა არ დაუშვებს 2 ოსეთის გაერთიანებას, რადგან მაშინ ასეთივე წარმატებით უნდა გაერთიანდეს 2 ბასკეთი (საფრანგეთისა და ესპანეთის), 2 ტიროლი (იტალიისა დ ავსტრიის), 2 მაკედონია (საბერძნეთისა და თავად მაკედონიიის რესპუბლიკა), 2 აზერბაიჯანი (ირანისა და თავად რესპუბლიკა) და ასე შემდეგ... რეალობა არის ის, რომ იქ ცხოვრობს სრულიად კანონიერად 60 ათასზე მეტი ოსი, რომლებიც არიან ჩვენი მოქალაქეები. ამასთან, სამხრეთის ოსები მენტალიტეტით საკმაოდ განსხვავდებიან ჩრდილოელი ოსებისგან, აკავშირებთ ნათესაობა ქართველებთან და არიან ქართული საზოგადოების ნაწილი (აღიარებენ ამას თუ არა). როკის გვირაბამდე (XX ს. 70-იანი წწ.) მათ კავშირიც კი არ ჰქონდათ ერთმანეთში, ხოლო ათწლეულების მანძილზე სამხრეთ-ოსური ენა იწერებოდა ქართული ანბანის, ხოლო ჩრდილოოსური - სლავური ანბანის საფუძველზე. ამიტომ, არანაირი პრობლემა არ არის "სამხრეთ ოსეთში". თუმცა, ტერმინი უნდა განისაზღვროს ამ რეგიონში საქართველოს სახელმწიფო იურისდიქციის სრულად აღდგენის შემდეგ ადგილობრივი ქართველებისა და ოსების ურთიერთშეთანხმებით. -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 28th September 2024 - 12:23 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი