სამაჩაბლო თუ სამხრეთ ოსეთი ??, ქართველნო, ძალიან გთხოვთ ყველას!!!! |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სამაჩაბლო თუ სამხრეთ ოსეთი ??, ქართველნო, ძალიან გთხოვთ ყველას!!!! |
bravoshota |
Sep 10 2008, 10:28 AM
პოსტი
#41
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 31 რეგისტრ.: 24-November 07 მდებარ.: tbilisi წევრი № 3,242 |
ძალიან გთხოვთ ყველამ დააფიქსირეთ საკუთარი აზრი !!!
ქართველნო, ამ ბოლო დროს თუ აკვირდებით, მიდის უცნაური სპეკულაცია და სამაჩაბლოს სახელის გადარქმევა "სამხრეთ ოსეთად"... სამაჩაბლო თუ ოსეთი ??? გამაგებინეთ ერთი, რა შუაშია ოსეთი, ოსეთი არასოდეს ყოფილა საქართველოს კუთხე, ეს არის ძირძველი ქართული მიწა, თავად მაჩაბლების სამფლობელო. არ მინდა დავიჯერო, რომ შეგნებულად გვაჩვევენ ამას!!! არ მინდა დავიჯერო, რომ სამაჩაბლო გაყიდულია!!! ეს ზალიან სერიოზული საკითხია, მოდით ვებრზოლოთ ამას როგორც შეგვიზლია, გამოვთქვათ ჩვენი აზრი და თუ საჭირო იქნა, აქციაც გავმართოთ ამ თემაზე! დავდგეთ ერთად, გამოვხატოთ ჩვენი აზრი. როგორც ვიცი, სამხრეთ ოსეთის ავტონომია გაუქმებულია საქართველოს მთავრობის მიერ, მაშ რატომ მოვიზსენიებთ ამ მხარეს ამ სახელით? თუ ავტონომია არაა გაუქმებული, მაშინ ამ ავტონომიის სახელი უნდა შეიცვალოს "სამაჩაბლოს" ავტონომიით. თქვენი მონა მორჩილი, ძალიან განიცდის ამ საკითხს... |
კანონისტი |
Sep 10 2008, 11:26 AM
პოსტი
#42
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
ციტატა მერე მთელს მსოფლიოს ჰგონია, რომ ეს არის ოსების ძირძველი ტერიტორია... არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, ვის რა ჰგონია. ისტორიას პოლიტიკური და საერთაშორისო სამართლის მნიშვნელობისთვის, თითქმის ნულოვანი ადგილი უკავია. თურქები ბოლო პერიოდში გამოცემულ ყველა ტურისტულ ბუკლეტში თავისივე ხელით წერენ, რომ რიზეს, ართვინისა და არტაანის ვილაიეთები საქართველოსი იყო საუკუნეების მანძილზე. მერე?? ეგ მიდგომა არ არის თანამედროვე ევროპული. თანამედროვე მიდგომა ასეთია - მიწა არის იმის, ვინც მასზე ცხოვრობს, მაგრამ დაცულია ტერიტორიული ურღვევობის პრინციპი. რაც შეეხება შიდა ქართლს, ეს უფრო სწორი ტერმინი იქნებოდა, მაგრამ ყოფილ სამხრეთ ოსეთში შედის ისეთი დასახლებული პუნქტებიც, რომლებიც ქართლს ნამდვილად არ ეკუთვნის ქავთარაძე ციტატა ოსეთს ასი წელი სამაჩაბლოს დარქმევა ჯობია სამაჩაბლო არ არის და თუ გინდა საქავთარაძო დაარქვი, თუ გაგეხარდება ძალიან. m16 ციტატა ოსებს თუ არ უნდათ ჩვენთან ყოფნა წავიდნენ სხვა მამული მოძებნონ შენ არც თანამდებობის პირი ხარ და არც ამ ფორუმის კითხვით იკლავს ვინმე თავს, მაგრამ ანალოგიური ფრაზის (შებრუნებულად) გამო კოკოითის საქმე ჰააგის ტრიბუნალს გადაეცა. ხომ დაგიწერეთ არა, ევროპული პრინციპი: ციტატა მიწა არის იმის, ვინც მასზე ცხოვრობს, მაგრამ დაცულია ტერიტორიული ურღვევობის პრინციპი. -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 01:26 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი