სამაჩაბლო თუ სამხრეთ ოსეთი ??, ქართველნო, ძალიან გთხოვთ ყველას!!!! |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სამაჩაბლო თუ სამხრეთ ოსეთი ??, ქართველნო, ძალიან გთხოვთ ყველას!!!! |
bravoshota |
Sep 10 2008, 10:28 AM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 31 რეგისტრ.: 24-November 07 მდებარ.: tbilisi წევრი № 3,242 |
ძალიან გთხოვთ ყველამ დააფიქსირეთ საკუთარი აზრი !!!
ქართველნო, ამ ბოლო დროს თუ აკვირდებით, მიდის უცნაური სპეკულაცია და სამაჩაბლოს სახელის გადარქმევა "სამხრეთ ოსეთად"... სამაჩაბლო თუ ოსეთი ??? გამაგებინეთ ერთი, რა შუაშია ოსეთი, ოსეთი არასოდეს ყოფილა საქართველოს კუთხე, ეს არის ძირძველი ქართული მიწა, თავად მაჩაბლების სამფლობელო. არ მინდა დავიჯერო, რომ შეგნებულად გვაჩვევენ ამას!!! არ მინდა დავიჯერო, რომ სამაჩაბლო გაყიდულია!!! ეს ზალიან სერიოზული საკითხია, მოდით ვებრზოლოთ ამას როგორც შეგვიზლია, გამოვთქვათ ჩვენი აზრი და თუ საჭირო იქნა, აქციაც გავმართოთ ამ თემაზე! დავდგეთ ერთად, გამოვხატოთ ჩვენი აზრი. როგორც ვიცი, სამხრეთ ოსეთის ავტონომია გაუქმებულია საქართველოს მთავრობის მიერ, მაშ რატომ მოვიზსენიებთ ამ მხარეს ამ სახელით? თუ ავტონომია არაა გაუქმებული, მაშინ ამ ავტონომიის სახელი უნდა შეიცვალოს "სამაჩაბლოს" ავტონომიით. თქვენი მონა მორჩილი, ძალიან განიცდის ამ საკითხს... |
ქავთარაძე |
Sep 10 2008, 02:41 PM
პოსტი
#2
|
დაურეგისტრირებელი |
ნიანია
ციტატა ალანებს, რომლებიც ცხოვრობდნენ კავკასიის ჩრდილოეთით ციტატა ეს დიდი ტომობრივი ჯგუფი, რომელიც მიეკუთვნება ირანელთა ჩრდილო შტოს, ჩვ.წ. 50 წლის შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა არალის ტბასა და კავკასიას შორის მდებარე ტერიტორიაზე. ევროპაში ჰუნების შეჭრის შემდეგ ზოგიერთი ალანური ტომი დასავლეთში გადავიდა, დანარჩენები კი კავკასიაში დარჩნენ. ამრიგად, ოსები არიან ირანული მოდგმის ანტიკური ალანური ტომების შთამომავლები. ზოგიერთი მათგანი ქრისტიანული სარწმუნოებისაა, ხოლო ნაწილი (ჩრდილო ოსეთის ცენტრალურ რაიონებში) მუსლიმანებია. აქედან დასკვნა, ისინი არ ყოფილან ჩვენი ნაწილი, თუ სახელმწიფოს უბრალოდ ურთიერთობა ჰქონდა გამოდის რომ "ოსეთი" ჩვენი არ ყოფილა სტალინის მოსვლამდე ცხინვალის ტერიტორიაზე ისევე როგორც აფხაზეთის ტერიტორიაზე ცხოვრობდა 5-6 ოჯახი და აფხაზეთში კიდევ ცხოვრობდნენ აფხაზები(ქართველები რომლებიც დღესაც ცნობენ ქართველობას) და აფსუები, ეს აფსუებიც 5-6 ოჯახი იყო. საერთოდ მიხეილ ჯავახიშვილმა ტყუილად არ დაგვიტოვა ჯაყოს ხიზნები მარა ქართველები ხო ხელგაშლილი ერი ვართ შედით აბა რუსულ საიტებზე საქართველოში მცხოვრები სომხები რას იძახიან? მივიღოთ, კარგად მივიღოთ, ქართულის ცოდნაც არ მოვთხოვოთ, მიწები მივცეთ, სახლები დავუთმოთ და ეგაა... ისე ოსეთი და აფხაზეთი რო გახსოვთ სულ, ტაო-კლარჯეთი რატომ გავიწყდებათ? თუ ის ნაკლებადაა ჩვენი მიწა? ისტორიულ გეოგრაფიულად? თუ რუსები უფრო მოსაძულებელი ერია ვიდრე თურქები? კარგით ხალხო რა... მე არანაირი პრეტენზია არ მაქვს არც აფხაზთან და არც ოსთან მარა ზედ რო გადამივლიან მე ორჯერ უფრო მაგრა გადავუვლი და ეგ იმიტომ, რომ კიდე არ გაბედონ... არ ვარგა ეს გადამეტებული გენაცვალე შემოგევლე, ისედაც 3 მილიონიანი ერი ვართ და არ გამოვა ასე... გადავშენდებით და ეგ იქნება... ჩემი ძმა თუა ოსი რატო მესვრის? რატომ მტაცებს დებს, დედებს? სირცხვილია! უნდათ ოსებს ქართველობა? მოვიდნენ და იქართველონ! ყოველგვარი როკის გვირაბის გარეშე, უნდათ ოსობა? წავიდნენ და ისევ ისე ტომებად იცხოვრონ. დასავლეთის ქარი როცა დაუბერავს იმასაც წინ დავუდგები, ჩრდილოეთის რო დაუბერავს იმასაც და იმდენს ვიზამ, რომ შტორმში არ გადაიზარდოს, უნდათ მეგობრობა? იმეგობრონ როგორც საჭიროა... მარა არა... ჩვენ გულმავიწყი ერი ვართ, ჩვენი პრეზიდენტი თურქებს ისტორიულ ძმებს ეძახის... რომელი ძმები? საუკუნეები რო თავში გვირტყამდნენ? ციტატა ბერიამ ბევრი ვინმე ჩაასახლა, მათ შორის ქართველებიც. ჩემი წინაპრებიც ბერიას დროს გადავიდნენ სამეგრელოდან აფხაზეთში... მათშორის რუსებიც და შენებს კითხე აფხაზეთში , სოხუმში რო გაივლიდი ვინმე ქართულად დაგელაპარაკებოდა? მაგ დროიდან იყო ეგ ნაღმი დადებული ისევე როგორც როკის გვირაბი. როკი რო აეფეთქებინათ მერე იქნებოდა კაი სანახავი როგორ გაქართველდებოდნენ უცებ ოსები ... ციტატა 1990 წლის 20 სექტემბერს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭომ (წაქეზებულმა ანდრეი სახაროვის ლოზუნგით „საქართველო მცირე იმპერიაა“) მიიღო დადგენილება ოლქის „სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიულ რესპუბლიკად გარდაქმნის შესახებ“. ეს გადაწყვეტილება საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმმა გააუქმა 21 სექტემბერს. მიუხედავად ამისა, ოლქის საბჭოს მეხუთმეტე სესიამ ძალაში დატოვა თავისი გადაწყვეტილება, აირჩია ე.წ. „სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიული რესპუბლიკის აღმასრულებელი კომიტეტი“ და მიიღო დროებითი დებულება უზენაესი საბჭოსა და ადგილობრივი საბჭოების არჩევნების შესახებ და ეს არჩევნები დანიშნა 1990 წლის 2 დეკემბერს. რატო უნდა მაგ ხალხს ასე დამოუკიდებლობა? იყვნენ ჩვენთან და იყვნენ ის , ვინც არიან! ისტორია არ აძლევს მაგათ მაგის საშუალებას! |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 12:54 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი