სამაჩაბლო თუ სამხრეთ ოსეთი ??, ქართველნო, ძალიან გთხოვთ ყველას!!!! |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სამაჩაბლო თუ სამხრეთ ოსეთი ??, ქართველნო, ძალიან გთხოვთ ყველას!!!! |
bravoshota |
Sep 10 2008, 10:28 AM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 31 რეგისტრ.: 24-November 07 მდებარ.: tbilisi წევრი № 3,242 |
ძალიან გთხოვთ ყველამ დააფიქსირეთ საკუთარი აზრი !!!
ქართველნო, ამ ბოლო დროს თუ აკვირდებით, მიდის უცნაური სპეკულაცია და სამაჩაბლოს სახელის გადარქმევა "სამხრეთ ოსეთად"... სამაჩაბლო თუ ოსეთი ??? გამაგებინეთ ერთი, რა შუაშია ოსეთი, ოსეთი არასოდეს ყოფილა საქართველოს კუთხე, ეს არის ძირძველი ქართული მიწა, თავად მაჩაბლების სამფლობელო. არ მინდა დავიჯერო, რომ შეგნებულად გვაჩვევენ ამას!!! არ მინდა დავიჯერო, რომ სამაჩაბლო გაყიდულია!!! ეს ზალიან სერიოზული საკითხია, მოდით ვებრზოლოთ ამას როგორც შეგვიზლია, გამოვთქვათ ჩვენი აზრი და თუ საჭირო იქნა, აქციაც გავმართოთ ამ თემაზე! დავდგეთ ერთად, გამოვხატოთ ჩვენი აზრი. როგორც ვიცი, სამხრეთ ოსეთის ავტონომია გაუქმებულია საქართველოს მთავრობის მიერ, მაშ რატომ მოვიზსენიებთ ამ მხარეს ამ სახელით? თუ ავტონომია არაა გაუქმებული, მაშინ ამ ავტონომიის სახელი უნდა შეიცვალოს "სამაჩაბლოს" ავტონომიით. თქვენი მონა მორჩილი, ძალიან განიცდის ამ საკითხს... |
ქავთარაძე |
Sep 10 2008, 02:50 PM
პოსტი
#2
|
დაურეგისტრირებელი |
ციტატა გიო, რა გაბრაზებული ხარ? ასე არ შეიძლება. იცი რა არი ნინო? გორში დახოცილი ბავშვები რო გენახა და გასისხლიანებული ქალები რომლებიც შვილებს დასტიროდნენ გაბრაზებულზე ბევრად მეტი იქნებოდი! ამოვიდა ყელში... მარტო რუსები არ არიან მანდ... რუსებმა 24 საათი მარტო დატოვეს ოსები და ნახევარი ოსეთი ჩვენმა ჯარმა გაჟუჟა, ამდენს ვერ ხვდება ის ხალხი... ვერ კი არა არ ხვდება... ეს არ არის ძმობა... რომელ ციტატა მასე აფხაზეთი ფსოუმდე არ იყო და სოჭიც ჩვენი იყო, იქ დღემდე ცხოვრობენ ქართველები, მაგრამ არ გვაქვს პოლიტიკური რუკის შეცვლის საშუალება და ჯრ იმდენი მოვახერხოთ, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი შევინარჩუნოთ... რომელ რუქაზე მესაუბრები მაშინ, როცა რუსები ისტორიის ენით გეუბნებიან: ოსეთი ისტორიულად დამოუკიდებელი რესპუბლიკააო... მოდით აბა შევეშვათ ამ რუსეთს და თურქებს დავაყაროთ რატომ არა? იმიტომ რომ საქართველო უნდა გადაიქცეს ნატოს ასაფრენ ბილიკად და მეტი არაფერი... ქართველი 3 მილიონია რუსი 300 მიდი და ეომე... პოლიტიკა სადაა? ___ "ჩვენ არ დავნებდებით"_ში?... ბოდიშით თუ აგაფორიაქეთ მარა არ შემეძლო არ დამეწერა... აქ აღარ შემოვალ... როგორც M16 იტყოდა ____" საქართველოს გაუმარჯოს კონან" ციტატა ნუთუ ამ ბოლო მოვლენების დროს მაინც არ გამოჩნდა ეს? კიდევ ვინმეს ეჭვი ეპარება, რომ ეთნიკური კონფლიქტი არ არსებობს, და ეს ველაფერი პოლიტიკური თამაში და ბინძური ფულის კეთების საშუალებაა? ძალიან ცდები. მთიულეთში სოფელ ჭართლის თავზე მთის ქედზე ავიდა 80 კაციანი ჯგუფი_ ოსები, რომელთაც ძველი წყენა ახსოვდათ : საძოვრებზე, ადგილ-მამულებზე, ოჯახური გარჩევები და ასე შემდეგ აიტანეს სია და 15 სახლი გადაბუგეს ... ესეც რუსეთია? |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 28th September 2024 - 08:46 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი