სამხედრო ფსიქოლოგია, გამოცდილებების თუ აზრების გაზიარება |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სამხედრო ფსიქოლოგია, გამოცდილებების თუ აზრების გაზიარება |
guest |
Sep 5 2008, 02:29 AM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
ეს თემა მე არსენალში მქონდა და ნამდვილად საინტერესოდ განვითარდა.ვფიქრობ, აქაც შეიძლება იყოს, გარდა ამისა , ფორუმს ყავს ფსიქოლოგები და ასევე სამხედრო პირები,ამ მხრივაც ამართლებს ამ თემის არსებობა.
ბოლო დროს განვითარებული მოვლენები კიდევ უფრო ახლოს მიგვიყვანს ამ საკითხთან. იწერებოდა კიდეც ჯარისკაცთა დღიურებიდან ამონარიდები და ასე თუ ისე , ბევრი რამ ბევრისთვის უცხო იყო. აქვე გთხოვთ, რომ არ იყოს სხვების განკითხვა,განსაკუთრებით ფაქიზად მოიხსენიეთ მეომრები, ვისაუბროთ მხოლოდ გამოცდილის ან სარწმუნო ფაქტების გამოყენებით და არა ჭორებითა და ლეგენდების საშუალებით. მოდერატორს ვთხოვ, ნებისმიერი სახის დამაკნინებელ-დამამცირებელი პოსტის ავტორი დაისაჯოს, ვისაც წარმოდგენა არ აქვს, ვთხოვ თავი შეიკავოს. მადლობა წინასწარ. მე შევეცდები პუნქტების სახით დავყო, რაც გამახსენდება და რაც მაინტერესებს, ვისაც სურვილი, აქვს სიმარტივის გამო ჩამოთვლილთაგან აირჩიოს რომელიმე ან რამდენიმე და ერთმანეთს გავუზიაროთ ჩვენი აზრები. ვცადოთ შესაბამისი დასკვნები გავაკეთოთ. თუმცა, მე ვფიქრობ, რომ ეს საკითხი პიროვნულია და ზედმეტად განზოგადებაც არ მოხერხდება. თუ არ შეგეზარებათ, დიდი სიამოვნებით მოგისმენდით. 1. როგორ შევაფასებდით საკუთარ თავს , როდესაც ვბრუნდებით მშვიდობიან პერიოდში უკან. 2.სადამდე გრძელდება ჩვენი ფიზიკურ-ფსიქიური დატვირთვადობა? 3. რა ხდება ”საველე” სიტუაციების მერე, რას ვგრძნობთ, ნუთუ მხოლოდ უპირველესად რაც არის, გადარჩენა გვახარებს და მერე არ გვაწუხებს ის რაც გვინახავს და გამოგვიცდია? 4. საკუთარი ფსიქოსგან თავდაცვის ხერხები, თითქოსდა თავის მართლება საკუთარ თავთან, რომელიც შესაძლებელია არანაირად არ არის საჭირო, მაგრამ შინაგანად მაინც გვიჩნდება მოთხოვნილება ჩვენი მაშინდელი შინაგანი განწყობა გავამართლოთ. 5. როდის ხდება გრძნობების მოჭარბება და იმ ტკივილის ხელმორედ ატკივება, რაც ადრე გვინახავს და გამოგვიცდია? 6.როდის ხდება მოწინააღმდეგის როგორც სამიზნის და მოწინააღმდეგის როგორც ადამიანს შორის ზღვრის გაჩენა: ანუ როდის წყვეტს მოწინააღმდეგე იყოს მხოლოდ გასანადგურებელი სამიზანე და როდის ხდება ის ჩვენთვის ცოცხალი ადამიანი? 7.რამდენად დასაფასებლად მიგვაჩნია შევაფასოდ მოწინააღმდეგის საგმირო ქმედებები, თუნდაც იმ დროს, როცა მტრის ეს საქციელი როგორც მოსალოდნელია, ჩვენს საწინააღმდეგოდ არის მიმართული.( მსგავსად ვაჟასი: ”-იმ ცხონებულსა მუცალსა რკინა სდებიყო გულადა! -რას ამბობ, ქისტის ცხონება არ დაწერილა რჯულადა! -მით ვაქებ ვაჟკაცობასა არ იყიდება ფულადა! ”) 8. ე.წ. ვიეტნამის სინდრომი, რამდენად შესაძლებელია ეს გაუჩნდეს ნებისმიერს, თუ მხოლოდ გარკვეული ფსიქიური დარტყმის დროს იჩენს თავს? 9. მოტივაციის დადებითი ზეგავლენა ჯარისკაცებზე. რას მიიჩნევთ თქვენ მოტივაციად? თუ მხოლოდ ელემენტარული ბრძანების შესრულება-დაქვემდებარება-დამორჩილება წყვიტავს ჩვენს ქმედებისუნარიანობას? 10. როგორც ცნობილია, არსებობს შემთხვევები, როდესაც რომელიმე სამხედრო პირი არ ემორჩილება რაიმე არგუმენტის გამოყენებით ზემდგომის განკარგულებას, ისიც ვიცით, თუ რა შემთხვევებში ხდება ეს ანუ როდისაა დასჯის გარეშე დასაშვები. როგორ ფიქრობთ, ადამიანური გრძნობები, ემოციურობა იქნება მიზეზი, რომ რომელიმე ჩვენგანმა ეს ნაბიჯი გადავდგათ, თუნდაც მოსალოდნელი კონსექვენსების წინასწარი გააზრებით? 11. სიმამაცის ფაქტორი: როდის ხდება ყოველივე უმნიშვნელო, გარდა იმ მიზნისა, რისთვისაც ვიბრძვით (არაფერი გვაფერხებს, თვით სიკვდილის მოსალოდნელობაც ამის შესასრულებლად)? თუ სწორედ მაშინ არის მებრძოლი ყველაზე მეტად მამაცური, როცა ამ მიზნის გარდა მას უფრო მნიშვნელოვანი მიზნები გააჩნია და მის განსახორციელებლად ერთადერთი გზა გამარჯვებაა? 12. მეტად მნიშვნელოვანი საკითხი: ჯარისკაცი და სიყვარული. რა დონეზე მოქმედებს ჯარისკაცის ფსიქოლოგიაზე საყვარელი ქალის მიერ არდაცდა,სხვისი არჩევა. ვიცი, ეს ყველასთვის დიდი ფსიქოლოგიური დარტყმაა ბევრი მიზეზების გამო, მაგრამ არის თუ არა უფრო დამამძიმებელი ან პირიქით - შემამსუბუქებული გარემოებები ჯარისკაცებისთვის ამ უდიდესი ”სასოწარკვეთის” დასამუშავებლად. 13. ზღვარი სისასტიკესა და სამხედრო ეთიკას შორის, როგორ მოვახერხოთ კონტროლი ”ზედმეტის” არმოსვლის? რა ითვლება სისასტიკედ საერთოდ ბრძოლის პირობებში? 14. თავგანწირვის ფაქტორი, არა მხოლოდ ზოგადი მიზნების,არამედ მეგობრის გამო. როგორ უნდა ვიმექმოდოთ, თუ ეს გრძნობისმიერი ფაქტორი სხვა მიზნებისთვის იქნებ საშიში აღმოჩნდეს, თუ საკუთარ სიცოცხლეს დავივიწყებთ და მის გადასარჩენად ყველა ღონეს ვიხმართ? ვისაც რაიმეს დამატება უნდა, მადლობელი ვიქნები თუ მიამატებს. |
guest |
Sep 10 2008, 03:21 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
1. როგორ შევაფასებდით საკუთარ თავს , როდესაც ვბრუნდებით მშვიდობიან პერიოდში უკან. ერთი ნაღდად ვიცი რომ ის რაც ომამდე ვიყავი, ვეღარ ვიქნები. ჭრილობები შუშდება, ნაიარევი რჩება. თუ შენ ფრონტზე ყოფილხარ, მეტად საინტერესოა შენი შეფასებები. ცხადია,ეს არის შენი პირადი განცდა. 1-ში გეთანხმები,მეც მასე ვარ ციტატა 2.სადამდე გრძელდება ჩვენი ფიზიკურ-ფსიქიური დატვირთვადობა? ოო ეს ძალზე ინდივიდუალურია. ვინც ცოცხალი გადარჩება იმას ვკითხოთ. რა თქმა უნდა, მკვდარს ვერ ვკითხავთ, თორემ საინტერესო იქნებოდა მათი ამის მერენდელი აზრი მე გეტყვი, რომ აქაც მეტად პიროვნულია, ზოგი უკიდურესობამდე იტანს , ბევრი კი არაა გამორიცხული მაგალითად დაავადდეს კანტუზიით და მსგავსი ფსიქიური დაავადებებით. ციტატა 3. რა ხდება ”საველე” სიტუაციების მერე, რას ვგრძნობთ, ნუთუ მხოლოდ უპირველესად რაც არის, გადარჩენა გვახარებს და მერე არ გვაწუხებს ის რაც გვინახავს და გამოგვიცდია? არაფერი არ გვახარებს, რადგან ცოცხალი კი ხარ მაგრამ აღარ ხარ ცოცხალი. პლიუს ადრენალინი კიდე გინდა , როგორც სისხლი მგლებს, ომი ისე გიზიდავს. კი, თუმცა სიხარული მაინც წინა პლანზეა, დანარჩენი შეგრძნებები კი ძირითადად საკუთარ თავთან რჩება "გასარკვევი". ადრენალინის ამბავიც ხშირ შემთხვევაში მართალია,მაგრამ არ არის კრიტერიუმი, რომ ოომმა მიჩვევა იცის იმ თვალსაზრისით, რომ მისი ანუ ბრძოლის გამეორება გსურს (ომმა შეიძლება ის მიჩვევა იცოდეს, რომ უფრო მსუბუქად აღიქვამ იმ უბედურებებს, რაც ხდება ანუ მიჩვეული ხარ იმას, რომ ომია ეს და სხვანაირად არ იქნება,ანუ არ გაკვირვებს ბევრი რამ). ყველაზე მეტად ომი ჯარისკაცს არ უყვარს,მაგრამ შენი მტკიცება, რომ ომი გიზიდავს, ზოგიერთის შემთხვევაში მართალია, მაგრამ ნორმალური ფსიქიური მდგომარეობის მეომარს არანაირად არ იზიდავს სისხლი. ეს უკანასკნელი მხოლოდ აუცილებლობით არის გამოწვეული, რომ ის მომკვლელი გახდეს. ყველა შემთხვევაში ომის დროს ფიქრობ, რომ ამას მალე ბოლო ქონდეს. ბრძოლის მონატრება არ არსებობს, მაგრამ იცი, რომ განმეორდეს იგივეს იზამ.ეს უკვე სხვა საქმეა. გარდა ამისა, გადამდგარი სამხედროები განიცდიან არასრულყოფილების კომპლექს,რომ ისინი "გამოუსადეგარნი" არიან თითქოს აწი, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ისინი მათ გამოსადეგრობას მხოლოდ ომის გამეორებაში ხედავენ.ცოტა სხვა საქმეა ეს. ადრენალინის დაოკება ან მისი აფაფრვა სიმულაციით შეიძლება: მაგალითად, პოლიგონზე სროლები, პარაშუტიდან ხტომა, ექსტრემალური სპორტი და მსგავსი. ციტატა 4. საკუთარი ფსიქოსგან თავდაცვის ხერხები, თითქოსდა თავის მართლება საკუთარ თავთან, რომელიც შესაძლებელია არანაირად არ არის საჭირო, მაგრამ შინაგანად მაინც გვიჩნდება მოთხოვნილება ჩვენი მაშინდელი შინაგანი განწყობა გავამართლოთ. არავითარი მართლება, ფსიქიკის სრული ნგრევა და საუკეთესო გამოსავალი ალკოჰოლია, საკმაოდ დიდი ხნით. ხდება თავის მართლება რაღაც ზღვრამდე, მაგრამ გულში მაინც სწორედ სასამართლოს ემსგავსება და როგორც ნებისმიერი მსჯავრდებული ,მაინც იმართლებ თავს. სრული ნგრევა ღმერთს მადლობა ყველას არ აქვს,ამას პიროვნების ფსიქიური სიძლიერე განსაზღვრავს. ალკოჰოლს ბევრი მიმართავს, მაგრამ არა ნებისმიერი. ჩემი მეუღლე საერთოდ არ ეკარება ალკოჰოლს, მხოლოდ ეწეოდა ჯაჭვურად. მეც არ ვსვამ არასოდეს, საერთოდ არც ვსინჯავ,იმიტომ რომ არ მომწონს, იქნებ რომ მომწონდეს, დამელია,არ ვიცი... ციტატა 5. როდის ხდება გრძნობების მოჭარბება და იმ ტკივილის ხელმორედ ატკივება, რაც ადრე გვინახავს და გამოგვიცდია? აქ თავდაცვის მექანიზმი მუსაობს, უკვე იმუნიტეტი გაქვს, ტუნდაც ხელახლა იმოქმედოს რამემ, ისეთი სიზლიერის აღარ იქნება, ყველაფერი მარტივად ხდება. ამაში გეთანხმები სრულად. იქნებ სხვას ქონდეს სხვა გამოცდილება,მე სწორედ რომ დაგეთანხმები. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 09:56 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი