სამაჩაბლო თუ სამხრეთ ოსეთი ??, ქართველნო, ძალიან გთხოვთ ყველას!!!! |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სამაჩაბლო თუ სამხრეთ ოსეთი ??, ქართველნო, ძალიან გთხოვთ ყველას!!!! |
bravoshota |
Sep 10 2008, 10:28 AM
პოსტი
#81
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 31 რეგისტრ.: 24-November 07 მდებარ.: tbilisi წევრი № 3,242 |
ძალიან გთხოვთ ყველამ დააფიქსირეთ საკუთარი აზრი !!!
ქართველნო, ამ ბოლო დროს თუ აკვირდებით, მიდის უცნაური სპეკულაცია და სამაჩაბლოს სახელის გადარქმევა "სამხრეთ ოსეთად"... სამაჩაბლო თუ ოსეთი ??? გამაგებინეთ ერთი, რა შუაშია ოსეთი, ოსეთი არასოდეს ყოფილა საქართველოს კუთხე, ეს არის ძირძველი ქართული მიწა, თავად მაჩაბლების სამფლობელო. არ მინდა დავიჯერო, რომ შეგნებულად გვაჩვევენ ამას!!! არ მინდა დავიჯერო, რომ სამაჩაბლო გაყიდულია!!! ეს ზალიან სერიოზული საკითხია, მოდით ვებრზოლოთ ამას როგორც შეგვიზლია, გამოვთქვათ ჩვენი აზრი და თუ საჭირო იქნა, აქციაც გავმართოთ ამ თემაზე! დავდგეთ ერთად, გამოვხატოთ ჩვენი აზრი. როგორც ვიცი, სამხრეთ ოსეთის ავტონომია გაუქმებულია საქართველოს მთავრობის მიერ, მაშ რატომ მოვიზსენიებთ ამ მხარეს ამ სახელით? თუ ავტონომია არაა გაუქმებული, მაშინ ამ ავტონომიის სახელი უნდა შეიცვალოს "სამაჩაბლოს" ავტონომიით. თქვენი მონა მორჩილი, ძალიან განიცდის ამ საკითხს... |
კანონისტი |
Sep 10 2008, 06:37 PM
პოსტი
#82
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
bravoshota
ციტატა აფხაზეთისა და ე.წ. "სამხრეთ ოსეთის" ავტონომიური ოლქები სტალინმა შექმნა მაშინ წაიკითხე 1921 წლის კონსტიტუცია... ეს ჰაერზე მსჯელობები არ მიყვარს რა შენ რომ სოხუმელი ხარ, მე არ მითქვამს შენთვის მაინცდამაინც - აბა რაჭველებს, სვანებს და კახელებსაც (!) კი, რა უნდოდათ აფხაზეთში?? ციტატა ვისაც ეს დასაშვებად მიაჩნია, ის არაა ჩვენს თვალში ქართველი აბა ჩინელი ვარ??? ეს რბილად და ხუმრობით რომ გადავატაროთ შეურაცხყოფა, ამიტომ ქავთარაძე ციტატა ეს აფსუებიც 5-6 ოჯახი იყო. აფხაზები (თვითსახელწოდება აფს-უა, მომდინარეობს ფუძიდან "აფს" - რაც ნიშნავს სულს, ემატება აფხ. სუფიქსი "-უა", რაც აწარმოებს ადამიანის რისადმი კუთვნილებას. მაგ: ა-ქირთ-უა - ქართველი, ა-თურქ-უა - თურქი, ა-ურუს-უა - რუსი და ა.შ.) ისტორიულად ცხოვრობენ აფხაზეთის ტერიტორიაზე ქართველებთან ერთად. ჯერ კიდევ თამარის ისტორიკოსი წერდა, რომ მეფის ძეს, გიორგი IV-ს ზედსახელად უწოდეს "ლაშა" რაც აფსართა ენაზე (დაუკვირდით: ფუძე იგივე "აფს", ემატება მეგრული სუფიქსი "-არ", რომელიც ზუსტად იგივეა რაც აფხაზური "უა" და ქართული "ელი". შეად: ოპიზ-არი - ოპიზელი, ზუგიდ-არი - ზუგდიდელი და ა.შ.) ნიშნავს "ნათელსო". დღევანდელ აფხაზურ ენაში ნათელი არის "ა-ლაშა", ხოლო ცნობილი აფხაზური გამომცემლობა იყო - "ალაშარა" - "სინათლე". რუსული პროპაგანდა მდგომარეობდა შემდეგში: აფხაზებს ჩაუჭედეს - თქვენ სხვები ხართ და ქართველებმა დაგიყპრესო ქართველებს - თქვენ სხვები ხართ და ვიღაც აფსუები ჩამოესახლნენ თქვენ მიწაზეო შედეგად - დავეტაკეთ ერთმანეთს საწყენია, რომ ზოგი ახლაც აგრძელებს იმავეს კანუდოსელი ციტატა კანონისტი დასტურ გაიხარე. მაგრამ რომელზე დამეთანხმე? -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 05:16 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი