სამაჩაბლო თუ სამხრეთ ოსეთი ??, ქართველნო, ძალიან გთხოვთ ყველას!!!! |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სამაჩაბლო თუ სამხრეთ ოსეთი ??, ქართველნო, ძალიან გთხოვთ ყველას!!!! |
bravoshota |
Sep 10 2008, 10:28 AM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 31 რეგისტრ.: 24-November 07 მდებარ.: tbilisi წევრი № 3,242 |
ძალიან გთხოვთ ყველამ დააფიქსირეთ საკუთარი აზრი !!!
ქართველნო, ამ ბოლო დროს თუ აკვირდებით, მიდის უცნაური სპეკულაცია და სამაჩაბლოს სახელის გადარქმევა "სამხრეთ ოსეთად"... სამაჩაბლო თუ ოსეთი ??? გამაგებინეთ ერთი, რა შუაშია ოსეთი, ოსეთი არასოდეს ყოფილა საქართველოს კუთხე, ეს არის ძირძველი ქართული მიწა, თავად მაჩაბლების სამფლობელო. არ მინდა დავიჯერო, რომ შეგნებულად გვაჩვევენ ამას!!! არ მინდა დავიჯერო, რომ სამაჩაბლო გაყიდულია!!! ეს ზალიან სერიოზული საკითხია, მოდით ვებრზოლოთ ამას როგორც შეგვიზლია, გამოვთქვათ ჩვენი აზრი და თუ საჭირო იქნა, აქციაც გავმართოთ ამ თემაზე! დავდგეთ ერთად, გამოვხატოთ ჩვენი აზრი. როგორც ვიცი, სამხრეთ ოსეთის ავტონომია გაუქმებულია საქართველოს მთავრობის მიერ, მაშ რატომ მოვიზსენიებთ ამ მხარეს ამ სახელით? თუ ავტონომია არაა გაუქმებული, მაშინ ამ ავტონომიის სახელი უნდა შეიცვალოს "სამაჩაბლოს" ავტონომიით. თქვენი მონა მორჩილი, ძალიან განიცდის ამ საკითხს... |
guest |
Sep 10 2008, 07:00 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
.ნინო
ციტატა ციტატა სოხუმში რო გაივლიდი ვინმე ქართულად დაგელაპარაკებოდა? ეგ ბოლო წლებში ხდებოდა, ეროვნული მოძრაობა რომ დაიწყო, იმის მერე. 89 წლიდან გაფუჭდა სიტუაცია... არა, ნინო, მე ბავშვობაში ვიყავი აფხაზეთში და ცხადია სოხუმში ექსკურსიებზე, ეს იყო დაახლოებით 70-იანი ცლების შუა პერიოდი და ნამდვილად მწარედ მახსოვს ჩვენდამი მათი ზიზღი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ქართულად ვიკითხეთ რაღაც ბავშვებმა მაღაზიაში და კინწისკვრით გამოგვყარეს. ტრამვასავით მახსოვს ეს პერიოდი, მღვიმეს ნახვა, მშვენიერი ლანდშაფტი უკვე აღარ იყო მომხიბლველი ასეთების გამო,ვეხვეწეთ მერე გამყოლ მასწავლებელს დროზე ადრე დავბრუნებულიყავით უკან. დღესაც მახსოვს მართლა და დიდ ემოციურ დატვირთვას იწვევს დღესაც ჩემში. სხვა , იქ არ მიცხოვრია და არ ვიცი, მხოლოდ ასე 3-ჯერ ექსკურსიების დროს რა გამოცდილებაც მივიღეთ იმას ვამბობ. უბრალოდ,სხვადასხვა მარშრუტები იყო,აფხაზეთი უნდა გაგვევლო,თორემ მხოლოდ აფხაზეთის სანახავად მეორედ რა წაგვიყვანდა. პ.ს. მამაჩემის ძმის ცოლი იყო აფხაზი,ანუ ბიძაშვილების დედა, და არ ვაჭარბებ, რომ ვთქვა, ბიცოლაჩემის ნათესაობა ზემოდან გვიყურებდა და ქართულს ხვდებოდნენ,მაგრამ რუსულად გვპასუხობდნენ. ბიცოლაჩემი არ იყო ცხადია ასეთი და ძალიანაც გვიყვარდა. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 11:06 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი