სამაჩაბლო თუ სამხრეთ ოსეთი ??, ქართველნო, ძალიან გთხოვთ ყველას!!!! |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სამაჩაბლო თუ სამხრეთ ოსეთი ??, ქართველნო, ძალიან გთხოვთ ყველას!!!! |
bravoshota |
Sep 10 2008, 10:28 AM
პოსტი
#81
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 31 რეგისტრ.: 24-November 07 მდებარ.: tbilisi წევრი № 3,242 |
ძალიან გთხოვთ ყველამ დააფიქსირეთ საკუთარი აზრი !!!
ქართველნო, ამ ბოლო დროს თუ აკვირდებით, მიდის უცნაური სპეკულაცია და სამაჩაბლოს სახელის გადარქმევა "სამხრეთ ოსეთად"... სამაჩაბლო თუ ოსეთი ??? გამაგებინეთ ერთი, რა შუაშია ოსეთი, ოსეთი არასოდეს ყოფილა საქართველოს კუთხე, ეს არის ძირძველი ქართული მიწა, თავად მაჩაბლების სამფლობელო. არ მინდა დავიჯერო, რომ შეგნებულად გვაჩვევენ ამას!!! არ მინდა დავიჯერო, რომ სამაჩაბლო გაყიდულია!!! ეს ზალიან სერიოზული საკითხია, მოდით ვებრზოლოთ ამას როგორც შეგვიზლია, გამოვთქვათ ჩვენი აზრი და თუ საჭირო იქნა, აქციაც გავმართოთ ამ თემაზე! დავდგეთ ერთად, გამოვხატოთ ჩვენი აზრი. როგორც ვიცი, სამხრეთ ოსეთის ავტონომია გაუქმებულია საქართველოს მთავრობის მიერ, მაშ რატომ მოვიზსენიებთ ამ მხარეს ამ სახელით? თუ ავტონომია არაა გაუქმებული, მაშინ ამ ავტონომიის სახელი უნდა შეიცვალოს "სამაჩაბლოს" ავტონომიით. თქვენი მონა მორჩილი, ძალიან განიცდის ამ საკითხს... |
sable |
Sep 10 2008, 10:01 PM
პოსტი
#82
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,694 რეგისტრ.: 29-August 07 წევრი № 2,651 |
მართალია აბსოლიტურდ ის შენიშვნა რომ ეს მხარე არ არის 'სამხრეთ ოსეთი' ამ ტერმინის შემოღებით ჩვენ პრესპექტივაში უშვებთ იმ ფაქტს, რომ
შეიძლება ორი ოსეთი ოდესღაც გაერთიანდეს, რაც დიდი უსამართლობა იქნება იმიტომ რომ კავკასიის სამხრეთი მიწა არასდროს არ ყოფილა ოსების სამშობლო და ის ფაქტი რომ ისინი XIII საუკუნეში და მოგვიანებით XVI ს. შემოვიდნენ არ იწვევეს არანაირ კამათს. მართალია ის აზრიც რომ ამ მხარეს არ უნდა ეწოდოს სამაჩაბლო რადგან თუ ეს მხარე სამაჩაბლოა იმავე ლოგიკით ის სავახტანგოცაა, საამილახვაროცაა, საქსნის ერისთაოცაა, საციციანოცაა და აშ. ისტორიულად ეს მიწა არის შიდა ქართლი. დღევანდელი მდგომარეობით ეს მხარე არის ცხივვალის რეგიონი (ცენტრის სახელწოდებიდან გამომდინარე). ჩვენი პოლიტიკოსები როდესაც ამ მხარეს სამხრეთ ოსეთად მოიხსენიებენ ამით მათი აზრით თითქოს რაღაცას უთმობენ ოსებს თავისუფლების სანაცვლოდ, რაც თავისთავად დიდი შეცდომაა, რადგან ეს დათმობა რეალურად ჰაერშია გამოკიდებული - მხოლოდ სულელი დათმობს სახელის გამო დამოუკიდებლობას და აღებულ პოლიტიკურ გეზს. რაც შეეხება მსოფლიოს ის სამხ. ოსეთს იმიტომ უწოდებს ამ მხარეს, რომ სხვა ტერმინი მის აღსანიშნავად არც იცის. ჩვენ კიდევ იმის მაგიერ, რომ მათ რეალური ისტორიული ალტერნატივა დავანახოთ სააამისოდ არაფერს ვაკეთებთ, რაც კიდევ ერთი შეცდომაა დღევანდელი ხელისუფლების. აქ ნახსენები იყო რომ ორი ბასკეთის, ორი აზერბაიჯანის და ორი მაკედონიის გაერთიანებას არავინ დაუშვებსო, მაგრამ თუ გაერთიანდა ორი ვიეტნამი თუ მსოფლიო იბრძვის რომ გაერთიანდეს ორი კორეა თუ ირანში დაიწყო ომი და მისი დეცენტრალიზაცია ვინ გამორიცხავს ორი აზერბაჯანის გაერთიანებას?! ან თუ ევროპაში რეგიონალიზმის პოლიტიკა უფრო შორს წავიდა არც ორი ბასკეთისა და ზედ ნავარიის გაერთიანებაა გამორიცხული. ასე რომ მთლად არარეალური არც ორი ოსეთის გაერთიანება უნდა ჩანდეს მითუმეტეს რომ საამისო პრეცენდენტები მრავალია. მაგ.: ორი გერმანია, ორი იემენი შორეულ პერსპექტივაში თურქეთისა და ერაყის ქურთისტანი და აშ. ამ შემთხვევაში ჩვენ ეს რეგიონი უნდა მოვიხსენიოთ იმ სახელით რა სახელითაც ის იხსენიებოდა ყოველთვის საუკუნეების მანძილზე, ხოლო შემდეგ ორი ეთნიკური ჯგუფის ინტერესების გათვალისწინებით თავისუფლად შეიძლება მას ორი სახელი მიეცეს მაგ.: შიდა ქართლი-სამხ. ოსეთი, როგერც ეს იტალიის ერთ-ერთ პროვინციას ააქვს ორი ეთნოსის ინტერესის გათვალისწინებით (თუ არ ვცდები ავსტრიელებისა და იტალიელების). -------------------- გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 12:14 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი