![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
guest |
![]()
პოსტი
#1
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 ![]() |
მოკლედ, თემა "სამხედროში" დავიწყეთ ამაზე საუბარი,მაგრამ რამდენადაც ვამჩნევ, ეს საკითხი თემას იმსახურებს, მისი ინტეგრაცია სხვა თემაში გამოიწვევს ამ საჭირო ინფორმაციის უნებლიემიმალვას და შესაძლებელია მავანმა არც შეიხედოს იმ თემაში,არადა ეს საკითხი აინტერესებდეს. ამიტომაც ჩემს ბოლო პოსტს თემა "სამხედროდან " გადმოვიტან აქ და შემდეგ განვავრცობ. სიამოვნებით ველოდები თქვენს ინფორმაციებსაც, ნებისმიერი რაც ამ დროს გამოსადეგია,დაწერეთ აქ და ვგონებ, მეტად საინტერესო და შემეცნებითი თემა გამოგვივა, ბოლო დროინდელმა მოვლენებმა გვიჩვენა ამის აუცილებლობაც... სამწუხაროდ...
.ნინომ წმოჭრა ეს საკითხი და მეც ვუპასუხე. აგერ ბოლო პოსტი "სამხედროდან",ამ თემაზე აქ გავაგრძელოთ: ჯერ დავიწყებ საჰაერო თავდასხმის საშიშროების დროს მოქცევის წესებით. მერე გავაგრძელოთ ხანძრის და სხვადასხვა საშიში სიტუაციების დროს, ასევე სრული მობილიზაცია განვიხილოთ და სხვებზე დახმარების აღმოჩენაც: საჰაერო თავდასხმის საშიშროება ცხადდება გასაგონი 60 წამიანი სიგნალებით და შეიძლება გაგრძელდეს 5 წუთი. ამ სირენის გაგონებისას უნდა მოვიქცეთ შემდეგნაირად> სანამ დავტოვებთ სახლს ან ბინას: * ჩავაქროთ სინათლეები,შუქი, *გადავკეტოთ წყალგამყვანი და გაზგამყვანი მილები, *გამოვრთოთ თერმული და ელექტრონული ხელსაწყო-დანადგარები, *ჩავაქროთ ნებისმიერი სახის ცეცხლი, *გავაღოთ ფანჯრები, *გადავწიოთ ფარდები, *ჩამოვწიოთ შტორები და სხვა მსგავსი დამცავი მოწყობილობები გასვლისას თან უნდა წავიღოთ წინასწარ მომზადებული: * საკვები, *წყალი ან რაიმე უალკოჰოლო სასმელი,რომელიც თავდაცულ ჭურჭელშია, *ქრონიკული ავადმყოფობის დროს წამლები, *პირადი ჰიგიენის ნივთები, განსაკუთრებით კი რამდენიმე პირსახოცი ან ხელსახოცი, *ფული *პირადი საბუთები, *პირადი დაცვისთვის გამოსადეგი საშუალებები,კომპლეკტი ან იმპროვიზირებული საშუალებები (მინიმუმ - სუფთა ნაჭერი, ტილო, სასუნთქი ორგანოების დასაცავად),იოდი ან სადეზინფექციო რაიმე საშუალება, *ტრანზისტორი, რადიო ხელის, *ბატარეიანი ხელის ლამპა,ფანარი, *"ადეალი" დასაჯდომად და ასევე გასათბობად. ბინის ან სახლის დატოვებისას , დაიცავით სიმშვიდე, პანიკის გარეშე მიდით თავშესაფარში, ბუნკერში. იქ ყოფნის დროს კი მკაცრად უნდა დავიცვათ არსებული წესები, რომელსაც ან გაგვაცნობენ ან უნდა ეწეროს, თავშესაფარში ძირითადად აკრძალულია: არასაჭირო სიარული იქეთ-აქეთ, შინაური ცხოველების ჩაყვანა, სიგარეტის წევა, ალკოჰოლის გამოყენება და ხმაური. სამუშაო ადგილზე ყოფნისას: *სამუშაოს მყისიერი შეწყვეტა და ამ ფირმის,დაწესებულების მიერ წინასწარ დადგენილი წესის მიხედვით მოქცევა, *პირადი დაცვის ნივთების კომპლექტის წამოღება და თავშესაფარში უპანიკოდ მისვლა, *შესაბამისი ორგანოების მიერ დადგენილი წესის დაცვა. საზოგადოებრივ ადგილებში, ქუჩაში : *პანიკის გარეშე გავეშუროთ უახლოესი თავშესაფარის ან შენობების მიწისქვეშა ადგილებისკენ, *თუ მანქანაში იმყოფებით, გადააყენეთ მანქანა ისე, რომ ხელი არ შეუშალოს მოძრაობას , ასევე სახანჱროებს და სასწრაფოდ გაეშურეთ უახლოესი თავშესაფრისაკენ, *მიჰყევით თავშესაფრის საერთო წესებს და ნუ დაარღვევთ ამ წესებს, *სკოლებში კი მასწავლებლები პრიორიტეტულად ზრუნავენ ჯერ მოსწავლეების უსაფრთხოებაზე და შემდეგ მიდიან ისინი თავშესაფარში,ანუ ბოლოს. მთავარია საჰაერო საშიშროების სირენის გამოცხადების შემდეგ შეინარჩუნოთ აზროვნება, არ იფორიაქოთ, არ იპანიკოთ, თქვენი ასეთი საქციელით ხელი არ შეუშალოთ და საფრთხეში არ ჩააგდოთ სხვები და ასევე შესაბამისი ორგანოები, რომლებსაც ევალებათ ორგანიზება გაუწიონ მოსახლეობის უსაფრთხოებას. თავშესაფარი დატოვეთ მხოლოდ საშიშროების შეწყვეტის შემდეგ. იმ შემთხვევაში, თუ საჰაერო თავდასხმამ გამოიწვია ნგრევები, მონაწილეობა მიიღეთ ჩახეგილების გასათავისუფლებელ საქმიანობაში, ომის დროს ნებისმიერის მობილიზაცია მეტად მნიშვნელოვანია. მოკლედ, პირადად რაც გვევალება ყველაზე მეტად არის ეს: *შეინარჩუნეთ სიმშვიდე და ნუ დაკარგავთ ორიენტაციის შესაჱლებლობას, *დაიფარეთ სასუნთქი გზები ხელსახოცით ან ტილოთი,ასევე თვალები საჭიროების შემთხვევაში, *თუ აუცილებელია საკუთარ თავს თქვენ თვითონ აღმოუჩინეთ პირველადი დახმარება,ნუ დაელოდებით სხვას, თუ ფიზიკურად ამმის შესაძლებლობა ჯერ კიდევ გაქვთ, *გამოსასვლელის ჩახერგვის შემთხვევაში რაიმე მყარი სხეულით წყვეტილი დარტყმებით კანალიზაციის ან სხვა საინსტალაციო მილებზე შეეცადეთ მიიპყროთ მშველელთა ყურადღება, გაიმეორეთ ეს კაკუნი ხშირად და დაელოდეთ შველას, *თუ ჩახერგვა უშუალოდ თქვენს სიახლოვეში მოხდა, მოიკრიბეთ ძალები და შეეცადეთ მათ (ნამხსვრევები,ქვები,ფიცრები) მოცილებას, გაითვალისწინეთ, რომ ერთდროულად ნუ გამოილევთ ძალას, არამედ მოთმინებით და ნელნელა. ამ დროს აუცილებელია დაკვირვება, რომ ამათი მოცილებით სხვა საგნების ჩამოვარდნა არ მოხდეს და არ დაზიანდეთ ან უარესად არ ჩაიხერგოთ. |
![]() ![]() |
guest |
![]()
პოსტი
#2
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 ![]() |
1. პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა არასაველე პირობებში:
*პირველ რიგში დაზარალებული უნდა გავიყვანოთ ჩახერგვის, ხანძრის ან სახვა საშიშროებების ადგილიდან,შედარებით უსაფრთხო ადგილზე. *შემამოწმოთ დაზიანებული, ჭრილობები, შევაფასოთ დაზიანების ხარისხი და მისი სიდიდე. *შევეცადოთ დაზიანებულმა არ დაკარგოს გონება (თუ მანამდე გონზეა),საჭიროების შემთხვევაში ჩავუტაროთ ხელოვნური სუნთქვა ან გულის გარეგნული მასაჟი, *გავუთავისუფლოთ სასუნთქი გზები და დაზიანებული დავაწვინოთ გვერდულად, *სისხლდენის დროს სისხლდენა შევაჩეროთ თითების დაჭერით ან კომპრესის მჭიდრო შეხვევით, ასევე სუფთა ხელსახოცის ან მსგავსის დადება ხდება ჭრილობაზე და მას გარკვეული ხანი ასე ვაკავებთ, *ჭრილობები და მათი შემოგარენი დავიცვათ ბანდის შეხვევით (თუ ბინტი არ გვაქვს, ნებისმიერი ნაჭერი, რაზეც ხელი მოგვიწვდება), თუ ჭრილობაში ჯერ კიდევ იმზოფება უცხო დიდი სხეულები: ტყვია,ნამსხვრევი, შუშა არავიტარ შემთხვევასი არ შევეცადოთ მათგან ჭრილობის გათავისუფლებას, *მძიმე ჭრილობების დროს სხეულის დაზიანებული ნაწილი განვუთავსოთ ე.წ. იმობილიზაციურ პოზაში ანუ მოსვენებით პოზაში,თუ ხელთ გვაქვს, მივცეთ რომელიმე ანალგეტიკი და დაველოდოთ პროფესიონალ სამედიცინო პერსონალს, *ასევე მოტეხილობის დროს სხეულის ეს ნაწილები უნდა განვუთავსოთ ისეთ პოზაში, რომ დატვირთული არ იყოს ძვლები , გავითვალისწინოთ აგრეთვე დაძარალებულის სურვილი,თუ რომელ პოზაში ნაკლებად გრძნობს ტკივილს, *წელის მოტეხილობის ან დაზიანების დროს დაზიანებული უნდა დავაწვინოთ მყარ, სწორ ადგილზე, *თუ დაზიანებული იმყოფება უკვე შოკში და სასიცოცხლო ფუნქცია ნაკლებად შეიმჩნევა,სასწრაფოდ დავაწვინოთ მარჯვენა გვერდყე, ჩავათბოთ საფარველით და შევეცადოთ პრიორიტეტულად აღმოუჩინონ სასწრაფო სამედიცინო დახმარება შესაბამისმა პროფესიონალმა პერსონალმა, *თუ საჰაერო თავდასხმის დროს დამრტყმელი ტალღით დაზიანებულთან გვაქვს საქმე, ან თავის, მკერდის და მუცლის არის ნებისმიერი სახის მძიმე დაზიანებაა, შევეცადოთ პრიორიტეტულად მიხედოს სამედიცინო პროფესიუნალურმა პერსონალმა, მანამდე კი მის მოძრაობას მოვერიდოთ. 2. ჩვენი მობილიზაცია საჭიროა აგრეთვე ყოველივე ამის,მომხდარის შემდეგაც. სანამ შესაბამისი პროფესიული "ძალები" გამოცხადდებიან შემთხვევის ადგილზე: *გადარჩენილები გამოვიყვანოთ ნანგრევებიდან ან მომხდარის ადგილებიდან უსაფრთხო ადგილებზე, *დაღუპულების სხეულებს ნუ გადაადგილებთ,თუ ამის მოთხოვნილება არ არის სიტუაციიდან გამომდინარე ანუ თუ ისინი ხელს არ უშლიან ცოცხლების ამოყვანას, დაფარეთ ისინი რაიმე საფარველით,თუ ეს ხელთ გაქვთ, *დაღუპულების სამყოფელი დაიმახსოვრეთ და შემდეგ შესაბამის პერსონალს აცნობეთ, *შეამოწმეთ ადგილზე გაზგაყვანილობის და წყალგაყვანილობის მილები,ისინი აუცილებლად უნდა დაიკეტოს, *სასმელი წყლის რეზერვუარები ან ჭები დაფარეთ რაიმე სახურავით, *თუ სოფლის პირობებში ვართ,საქონელი უნდა გავიყვანოთ უსაფრთხო ადგილზე ანუ ამ ადგილს მოვაცილოთ, *თუ სადმე შენიშნავთ საეჭვო საგნებს,რომლებიც პოტენციურად შესაძლოა საფეთქებელი ნივთიერებები იყოს, ნუ შეეხებით მათ და ნუ შეეცდებით მათ გადაადგილებას,დაიმახსოვრეთ ადგილსამყოფელი და აცნობეთ შესაბამის პერსონალს, *პროვიზორულად დამარხეთ მკვდარი ცხოველები და ღია საფლავები დახურეთ, *თუ შეამჩნევთ გზების ჩახერგვას, ჩანგრეულ ხიდებს და მსგავსი, აღნიშეთ ადგილები და აცნობეთ შესაბამის პერსონალს, *თუ სპეციალური ორგანოებიდან პერსონალი მომხდარის ადგილზე ვერ გამოცხადდება 2 დღის განმავლობაში, შეეცადეთ დაღუპულთა იდენტიფიცირება და აუცილებლად დამარხეთ ისინი ეპიდემიის თავიდან აცილების მიზნით, *საქმიანობებში ჩართეთ ნებისმიერი მობილიზებადი პიროვნება და შეეცადეთ მაქსიმალურად გონიერად იმოქმედოთ. ეს რაც დავწერე, არის არასაველე შემთხვევები. ასევე დავწერ საველე შემთხვევებსაც, რომელის ცოდნაც არ გვაწყენს არასაველე პირობებშიც. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th July 2025 - 02:33 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი