მოსახლეობისთვის აუცილებელი მინიმუმის ცოდნა, ომის და სხვადასხვა სტიქიური საშიშორების დროს |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მოსახლეობისთვის აუცილებელი მინიმუმის ცოდნა, ომის და სხვადასხვა სტიქიური საშიშორების დროს |
guest |
Sep 12 2008, 02:55 AM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
მოკლედ, თემა "სამხედროში" დავიწყეთ ამაზე საუბარი,მაგრამ რამდენადაც ვამჩნევ, ეს საკითხი თემას იმსახურებს, მისი ინტეგრაცია სხვა თემაში გამოიწვევს ამ საჭირო ინფორმაციის უნებლიემიმალვას და შესაძლებელია მავანმა არც შეიხედოს იმ თემაში,არადა ეს საკითხი აინტერესებდეს. ამიტომაც ჩემს ბოლო პოსტს თემა "სამხედროდან " გადმოვიტან აქ და შემდეგ განვავრცობ. სიამოვნებით ველოდები თქვენს ინფორმაციებსაც, ნებისმიერი რაც ამ დროს გამოსადეგია,დაწერეთ აქ და ვგონებ, მეტად საინტერესო და შემეცნებითი თემა გამოგვივა, ბოლო დროინდელმა მოვლენებმა გვიჩვენა ამის აუცილებლობაც... სამწუხაროდ...
.ნინომ წმოჭრა ეს საკითხი და მეც ვუპასუხე. აგერ ბოლო პოსტი "სამხედროდან",ამ თემაზე აქ გავაგრძელოთ: ჯერ დავიწყებ საჰაერო თავდასხმის საშიშროების დროს მოქცევის წესებით. მერე გავაგრძელოთ ხანძრის და სხვადასხვა საშიში სიტუაციების დროს, ასევე სრული მობილიზაცია განვიხილოთ და სხვებზე დახმარების აღმოჩენაც: საჰაერო თავდასხმის საშიშროება ცხადდება გასაგონი 60 წამიანი სიგნალებით და შეიძლება გაგრძელდეს 5 წუთი. ამ სირენის გაგონებისას უნდა მოვიქცეთ შემდეგნაირად> სანამ დავტოვებთ სახლს ან ბინას: * ჩავაქროთ სინათლეები,შუქი, *გადავკეტოთ წყალგამყვანი და გაზგამყვანი მილები, *გამოვრთოთ თერმული და ელექტრონული ხელსაწყო-დანადგარები, *ჩავაქროთ ნებისმიერი სახის ცეცხლი, *გავაღოთ ფანჯრები, *გადავწიოთ ფარდები, *ჩამოვწიოთ შტორები და სხვა მსგავსი დამცავი მოწყობილობები გასვლისას თან უნდა წავიღოთ წინასწარ მომზადებული: * საკვები, *წყალი ან რაიმე უალკოჰოლო სასმელი,რომელიც თავდაცულ ჭურჭელშია, *ქრონიკული ავადმყოფობის დროს წამლები, *პირადი ჰიგიენის ნივთები, განსაკუთრებით კი რამდენიმე პირსახოცი ან ხელსახოცი, *ფული *პირადი საბუთები, *პირადი დაცვისთვის გამოსადეგი საშუალებები,კომპლეკტი ან იმპროვიზირებული საშუალებები (მინიმუმ - სუფთა ნაჭერი, ტილო, სასუნთქი ორგანოების დასაცავად),იოდი ან სადეზინფექციო რაიმე საშუალება, *ტრანზისტორი, რადიო ხელის, *ბატარეიანი ხელის ლამპა,ფანარი, *"ადეალი" დასაჯდომად და ასევე გასათბობად. ბინის ან სახლის დატოვებისას , დაიცავით სიმშვიდე, პანიკის გარეშე მიდით თავშესაფარში, ბუნკერში. იქ ყოფნის დროს კი მკაცრად უნდა დავიცვათ არსებული წესები, რომელსაც ან გაგვაცნობენ ან უნდა ეწეროს, თავშესაფარში ძირითადად აკრძალულია: არასაჭირო სიარული იქეთ-აქეთ, შინაური ცხოველების ჩაყვანა, სიგარეტის წევა, ალკოჰოლის გამოყენება და ხმაური. სამუშაო ადგილზე ყოფნისას: *სამუშაოს მყისიერი შეწყვეტა და ამ ფირმის,დაწესებულების მიერ წინასწარ დადგენილი წესის მიხედვით მოქცევა, *პირადი დაცვის ნივთების კომპლექტის წამოღება და თავშესაფარში უპანიკოდ მისვლა, *შესაბამისი ორგანოების მიერ დადგენილი წესის დაცვა. საზოგადოებრივ ადგილებში, ქუჩაში : *პანიკის გარეშე გავეშუროთ უახლოესი თავშესაფარის ან შენობების მიწისქვეშა ადგილებისკენ, *თუ მანქანაში იმყოფებით, გადააყენეთ მანქანა ისე, რომ ხელი არ შეუშალოს მოძრაობას , ასევე სახანჱროებს და სასწრაფოდ გაეშურეთ უახლოესი თავშესაფრისაკენ, *მიჰყევით თავშესაფრის საერთო წესებს და ნუ დაარღვევთ ამ წესებს, *სკოლებში კი მასწავლებლები პრიორიტეტულად ზრუნავენ ჯერ მოსწავლეების უსაფრთხოებაზე და შემდეგ მიდიან ისინი თავშესაფარში,ანუ ბოლოს. მთავარია საჰაერო საშიშროების სირენის გამოცხადების შემდეგ შეინარჩუნოთ აზროვნება, არ იფორიაქოთ, არ იპანიკოთ, თქვენი ასეთი საქციელით ხელი არ შეუშალოთ და საფრთხეში არ ჩააგდოთ სხვები და ასევე შესაბამისი ორგანოები, რომლებსაც ევალებათ ორგანიზება გაუწიონ მოსახლეობის უსაფრთხოებას. თავშესაფარი დატოვეთ მხოლოდ საშიშროების შეწყვეტის შემდეგ. იმ შემთხვევაში, თუ საჰაერო თავდასხმამ გამოიწვია ნგრევები, მონაწილეობა მიიღეთ ჩახეგილების გასათავისუფლებელ საქმიანობაში, ომის დროს ნებისმიერის მობილიზაცია მეტად მნიშვნელოვანია. მოკლედ, პირადად რაც გვევალება ყველაზე მეტად არის ეს: *შეინარჩუნეთ სიმშვიდე და ნუ დაკარგავთ ორიენტაციის შესაჱლებლობას, *დაიფარეთ სასუნთქი გზები ხელსახოცით ან ტილოთი,ასევე თვალები საჭიროების შემთხვევაში, *თუ აუცილებელია საკუთარ თავს თქვენ თვითონ აღმოუჩინეთ პირველადი დახმარება,ნუ დაელოდებით სხვას, თუ ფიზიკურად ამმის შესაძლებლობა ჯერ კიდევ გაქვთ, *გამოსასვლელის ჩახერგვის შემთხვევაში რაიმე მყარი სხეულით წყვეტილი დარტყმებით კანალიზაციის ან სხვა საინსტალაციო მილებზე შეეცადეთ მიიპყროთ მშველელთა ყურადღება, გაიმეორეთ ეს კაკუნი ხშირად და დაელოდეთ შველას, *თუ ჩახერგვა უშუალოდ თქვენს სიახლოვეში მოხდა, მოიკრიბეთ ძალები და შეეცადეთ მათ (ნამხსვრევები,ქვები,ფიცრები) მოცილებას, გაითვალისწინეთ, რომ ერთდროულად ნუ გამოილევთ ძალას, არამედ მოთმინებით და ნელნელა. ამ დროს აუცილებელია დაკვირვება, რომ ამათი მოცილებით სხვა საგნების ჩამოვარდნა არ მოხდეს და არ დაზიანდეთ ან უარესად არ ჩაიხერგოთ. |
guest |
Sep 12 2008, 06:30 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
kato_Bato
ციტატა ვაიმე, ეს რატომ? იმიტომ კატუშ, რომ გამოიწვევს მეტ სისხლდენას და ასევე შეიძლება უფრო დააზიანოს შიგნეულობა, მითუფრო თუ ეს უცხო სხეული არის არასწორზედაპირიანი. საველე პირობებში პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა. გარეგანი სისხლდენის შეჩერება შეიძლება მოხერხდეს რამდენიმე მეთოდის გამოყენებით (შინაგან სისხლდენას თუ რომელიმე ”კუსტარული” მეთოდი შველის, არ ვარ დარწმუნებული, ვგონებ არა). ინტენსიური სისხლდენა უნდა შეჩერდეს სწრაფად, მოსალოდნელი სისხლისგან დაცლის საშიშროების გამო. ყველაზე პირველადი მეთოდია ჭრილობის ირგვლივ თითებით მოჭერა: ჭრილობის ახლოს ვუჭერთ ხელებს და ჭრილობის ორივე მხარეს ერთმანეთს ვადებთ ანუ ”ვხურავთ” ჭრილობას, დაზაიანებული სისხლძარღვები ასე ”დაჭერილია” და საკმაო წარმატებით შეიძლება სისხლდენის შეჩერება. გარკვეული დროის შემდეგ ვუშვებთ ხელს და ვამოწმებთ, სისხლი კიდევ თუ სდის,საჭიროების შემთხვევაში პროცედურას ვიმეორებთ (1 სურათზე ბ ). სხეულზე იძებნება სპეციალური ლოკალური ადგილები, რომელთა მძაფრი დაჭერა იწვევს სისხლდენის შეჩერებას, გააჩნია ასევე რა ადგილზეა ჭრილობა. ეს წერტილები ნაჩვენებია სურათ 1-ზე. სურ.1 ყველაზე ხშირი და გავრცელებული მეთოდია ჭრილობაზე სახვევის, ნაჭრის, მარლის დაჭერა. ნაჩვენებია მე-2 სურათზე. სურ. 2 მე-3 სურათზე კი ნაჩვენებია ე.წ. არტახის დადება.ძალიან წარმატებული მეთოდია, მაგრამ ამავე დროს მეტად სახიფათო, საჭიროებს მოხერხებულობას და აგრეთვე ვარჯიშს. ეს პროცედურა გამოიყენება მაშინ, როცა ექსტრემიტეტებია (ხელი, ფეხი) ძლიერ დაზიანებული და ისიც იმ შემთხვევაში, როცა ქირურგიული ჩარევითაც კი გამორიცხულია მათი შენარჩუნება (თითქმის მოწყვეტილი ხელი ან ფეხი). არტახად გამოიყენება ნებისმიერი ”ბანდი” საკმაო სიფართის (2 სმ-ზე მეტი), სიგრძის და გამძლეობის, მაგ. თავსაფარი, ქამარი, ნებისმიერი მაგარი არაფლეთადი ნაჭერი. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება არტახად ძაფების, თოკის, ფეხსაცმლის შნურის გამოყენება, რომლებიც უკიდურესობამდე დააზიანებენ არსებულ ჯანმრთელ ქსოვილებს (სურათზე ა ). სურ. 3 საერთოდ, ამ შემთხვევაში მოსალოდნელია კომური მდგომარეობა, ამიტომაც შესაძლებლობის შესაბამისად დაჭრილი სასწრაფოდ უნდა იქნას გადაყვანილი სამედიცინო პუნქტში. არტახის გამოყენება-დადებას აჩვენებს სურათი 3. სისხლმდენი ჭრილობების შემთხვევაში არაა გამორიცხული ბევრი სისხლის დაკარგვა, ამის შედეგად გამოწვეული მდგომარეობაა სიფერმკრთალე, ოფლის მოჭარბება, გადაცივება, თავბრუსხვევა, გულისრევა,სისუსტე,წყურვილის მომძაფრება, ზედაპირული სუნთქვა, პულსის მომატება. მას ვაწვენთ ზურგზე და შემაღლებულ საგანზე ფეხებს ვაწყობინებთ (სურ. 4). |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th June 2024 - 12:30 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი