სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| guest |
Sep 12 2008, 02:55 AM
პოსტი
#1
|
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
მოკლედ, თემა "სამხედროში" დავიწყეთ ამაზე საუბარი,მაგრამ რამდენადაც ვამჩნევ, ეს საკითხი თემას იმსახურებს, მისი ინტეგრაცია სხვა თემაში გამოიწვევს ამ საჭირო ინფორმაციის უნებლიემიმალვას და შესაძლებელია მავანმა არც შეიხედოს იმ თემაში,არადა ეს საკითხი აინტერესებდეს. ამიტომაც ჩემს ბოლო პოსტს თემა "სამხედროდან " გადმოვიტან აქ და შემდეგ განვავრცობ. სიამოვნებით ველოდები თქვენს ინფორმაციებსაც, ნებისმიერი რაც ამ დროს გამოსადეგია,დაწერეთ აქ და ვგონებ, მეტად საინტერესო და შემეცნებითი თემა გამოგვივა, ბოლო დროინდელმა მოვლენებმა გვიჩვენა ამის აუცილებლობაც... სამწუხაროდ...
.ნინომ წმოჭრა ეს საკითხი და მეც ვუპასუხე. აგერ ბოლო პოსტი "სამხედროდან",ამ თემაზე აქ გავაგრძელოთ: ჯერ დავიწყებ საჰაერო თავდასხმის საშიშროების დროს მოქცევის წესებით. მერე გავაგრძელოთ ხანძრის და სხვადასხვა საშიში სიტუაციების დროს, ასევე სრული მობილიზაცია განვიხილოთ და სხვებზე დახმარების აღმოჩენაც: საჰაერო თავდასხმის საშიშროება ცხადდება გასაგონი 60 წამიანი სიგნალებით და შეიძლება გაგრძელდეს 5 წუთი. ამ სირენის გაგონებისას უნდა მოვიქცეთ შემდეგნაირად> სანამ დავტოვებთ სახლს ან ბინას: * ჩავაქროთ სინათლეები,შუქი, *გადავკეტოთ წყალგამყვანი და გაზგამყვანი მილები, *გამოვრთოთ თერმული და ელექტრონული ხელსაწყო-დანადგარები, *ჩავაქროთ ნებისმიერი სახის ცეცხლი, *გავაღოთ ფანჯრები, *გადავწიოთ ფარდები, *ჩამოვწიოთ შტორები და სხვა მსგავსი დამცავი მოწყობილობები გასვლისას თან უნდა წავიღოთ წინასწარ მომზადებული: * საკვები, *წყალი ან რაიმე უალკოჰოლო სასმელი,რომელიც თავდაცულ ჭურჭელშია, *ქრონიკული ავადმყოფობის დროს წამლები, *პირადი ჰიგიენის ნივთები, განსაკუთრებით კი რამდენიმე პირსახოცი ან ხელსახოცი, *ფული *პირადი საბუთები, *პირადი დაცვისთვის გამოსადეგი საშუალებები,კომპლეკტი ან იმპროვიზირებული საშუალებები (მინიმუმ - სუფთა ნაჭერი, ტილო, სასუნთქი ორგანოების დასაცავად),იოდი ან სადეზინფექციო რაიმე საშუალება, *ტრანზისტორი, რადიო ხელის, *ბატარეიანი ხელის ლამპა,ფანარი, *"ადეალი" დასაჯდომად და ასევე გასათბობად. ბინის ან სახლის დატოვებისას , დაიცავით სიმშვიდე, პანიკის გარეშე მიდით თავშესაფარში, ბუნკერში. იქ ყოფნის დროს კი მკაცრად უნდა დავიცვათ არსებული წესები, რომელსაც ან გაგვაცნობენ ან უნდა ეწეროს, თავშესაფარში ძირითადად აკრძალულია: არასაჭირო სიარული იქეთ-აქეთ, შინაური ცხოველების ჩაყვანა, სიგარეტის წევა, ალკოჰოლის გამოყენება და ხმაური. სამუშაო ადგილზე ყოფნისას: *სამუშაოს მყისიერი შეწყვეტა და ამ ფირმის,დაწესებულების მიერ წინასწარ დადგენილი წესის მიხედვით მოქცევა, *პირადი დაცვის ნივთების კომპლექტის წამოღება და თავშესაფარში უპანიკოდ მისვლა, *შესაბამისი ორგანოების მიერ დადგენილი წესის დაცვა. საზოგადოებრივ ადგილებში, ქუჩაში : *პანიკის გარეშე გავეშუროთ უახლოესი თავშესაფარის ან შენობების მიწისქვეშა ადგილებისკენ, *თუ მანქანაში იმყოფებით, გადააყენეთ მანქანა ისე, რომ ხელი არ შეუშალოს მოძრაობას , ასევე სახანჱროებს და სასწრაფოდ გაეშურეთ უახლოესი თავშესაფრისაკენ, *მიჰყევით თავშესაფრის საერთო წესებს და ნუ დაარღვევთ ამ წესებს, *სკოლებში კი მასწავლებლები პრიორიტეტულად ზრუნავენ ჯერ მოსწავლეების უსაფრთხოებაზე და შემდეგ მიდიან ისინი თავშესაფარში,ანუ ბოლოს. მთავარია საჰაერო საშიშროების სირენის გამოცხადების შემდეგ შეინარჩუნოთ აზროვნება, არ იფორიაქოთ, არ იპანიკოთ, თქვენი ასეთი საქციელით ხელი არ შეუშალოთ და საფრთხეში არ ჩააგდოთ სხვები და ასევე შესაბამისი ორგანოები, რომლებსაც ევალებათ ორგანიზება გაუწიონ მოსახლეობის უსაფრთხოებას. თავშესაფარი დატოვეთ მხოლოდ საშიშროების შეწყვეტის შემდეგ. იმ შემთხვევაში, თუ საჰაერო თავდასხმამ გამოიწვია ნგრევები, მონაწილეობა მიიღეთ ჩახეგილების გასათავისუფლებელ საქმიანობაში, ომის დროს ნებისმიერის მობილიზაცია მეტად მნიშვნელოვანია. მოკლედ, პირადად რაც გვევალება ყველაზე მეტად არის ეს: *შეინარჩუნეთ სიმშვიდე და ნუ დაკარგავთ ორიენტაციის შესაჱლებლობას, *დაიფარეთ სასუნთქი გზები ხელსახოცით ან ტილოთი,ასევე თვალები საჭიროების შემთხვევაში, *თუ აუცილებელია საკუთარ თავს თქვენ თვითონ აღმოუჩინეთ პირველადი დახმარება,ნუ დაელოდებით სხვას, თუ ფიზიკურად ამმის შესაძლებლობა ჯერ კიდევ გაქვთ, *გამოსასვლელის ჩახერგვის შემთხვევაში რაიმე მყარი სხეულით წყვეტილი დარტყმებით კანალიზაციის ან სხვა საინსტალაციო მილებზე შეეცადეთ მიიპყროთ მშველელთა ყურადღება, გაიმეორეთ ეს კაკუნი ხშირად და დაელოდეთ შველას, *თუ ჩახერგვა უშუალოდ თქვენს სიახლოვეში მოხდა, მოიკრიბეთ ძალები და შეეცადეთ მათ (ნამხსვრევები,ქვები,ფიცრები) მოცილებას, გაითვალისწინეთ, რომ ერთდროულად ნუ გამოილევთ ძალას, არამედ მოთმინებით და ნელნელა. ამ დროს აუცილებელია დაკვირვება, რომ ამათი მოცილებით სხვა საგნების ჩამოვარდნა არ მოხდეს და არ დაზიანდეთ ან უარესად არ ჩაიხერგოთ. |
![]() ![]() |
| guest |
Sep 12 2008, 07:32 PM
პოსტი
#2
|
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
ქავთარაძე
ციტატა თუ თავის არეშია დაჭრილი და შემავალი ჭრილობაა ეგ მოქმედება შეიძლება დამღუპველიც აღმოჩნდეს, რადგან მაგ დროს სისხლი ტვინს აწვება და შეიძლება უფრო დაიცალოს სისხლისგან ადამიანი ხოლო როცა თავს ქვევითაა ეგ მოქმედება იმისთვისაა უფრო განკუთვნილი , რომ ტვინი არ მოკვდეს სისხლის ნაკლებობისგან smile.gif რა თქმა უნდა, აქ არ იგულისხმება თავის ჭრილობები,მაგაზე მერე დავწერ,ეგ ცალკე სპეციფიკური საკითხია და მეტად მოსაფრთხილებელი. თავზე დაჭრილი თუ გონზეა არც დაგანებებს თავის დაბლა დადებას, ეს ტკივილსაც იწვევს. |
staywhite მოსახლეობისთვის აუცილებელი მინიმუმის ცოდნა Sep 12 2008, 02:55 AM
მარიამი საჭირო ინფორმაცია... Sep 12 2008, 09:39 AM
staywhite მარიამი
:მპუა:
თუ ვ... Sep 12 2008, 02:22 PM
კანუდოსელი მაგარია ნანა... მადლ... Sep 12 2008, 02:24 PM
k@the staywhite
გაიხარე ნან, მე ... Sep 12 2008, 02:41 PM
staywhite k@the
მასეა, კატ :* გარდ... Sep 12 2008, 03:02 PM
kato_Bato არ შეიძლია არ აღვნ... Sep 12 2008, 03:15 PM
მარიამი
+1 Sep 12 2008, 04:25 PM
ქავთარაძე
უალკოჰოლო რატომ? შ... Sep 12 2008, 04:28 PM
staywhite ქავთარაძე
გათბობ... Sep 12 2008, 04:45 PM
staywhite 1. პირველადი სამედი... Sep 12 2008, 06:14 PM
kato_Bato staywhite
ვაიმე, ეს რატომ... Sep 12 2008, 06:22 PM
staywhite kato_Bato
იმიტომ კატუშ, ... Sep 12 2008, 06:30 PM
ქავთარაძე staywhite
სამასხარაოდ ვი... Sep 12 2008, 07:27 PM
staywhite ქავთარაძე
აქ ტყეზ... Sep 12 2008, 07:27 PM
ქავთარაძე კიდე იმ შემთხვევაშ... Sep 12 2008, 07:31 PM
ქავთარაძე staywhite
რავი ნანა, ამ ომ... Sep 12 2008, 07:33 PM
staywhite ქავთარაძე
ფიზიკი... Sep 12 2008, 07:39 PM
ქავთარაძე staywhite
პახოდების გამ... Sep 12 2008, 07:59 PM
ქავთარაძე
არა, ცივი საგანი ავ... Sep 12 2008, 08:13 PM
staywhite ქავთარაძე
კითხე შ... Sep 12 2008, 08:22 PM
ქავთარაძე staywhite
აუ მობილურზე დ... Sep 12 2008, 08:27 PM
q-e-T-i staywhite
:wub: :მპუა: გაიხა... Sep 12 2008, 09:37 PM
nino kiwo ბრავო ნანა. კარგი თ... Sep 13 2008, 11:35 AM
staywhite q-e-T-i
nino kiwo
მადლობა,ლამ... Sep 14 2008, 08:14 PM
.ნინო staywhite
ნაან, რა მაგარი... Sep 14 2008, 09:54 PM
staywhite .ნინო :მპუა:
რატომ? ... Sep 14 2008, 10:58 PM
.ნინო staywhite
გაკეთებით კი გ... Sep 15 2008, 02:55 PM
piligrimi ხო კარგი თემაა მაგ... Sep 15 2008, 03:02 PM
კანონისტი staywhite
მეჩეთის მითითე... Sep 15 2008, 04:53 PM
staywhite
მართალი ხარ , დათო, ... Sep 15 2008, 06:50 PM
HANIBALA კაი თემაა მარა რათ ... Sep 24 2008, 05:24 PM
staywhite HANIBALA
მოხიბლული ვრჩ... Sep 24 2008, 08:20 PM
.ნინო
არ ვიცი, მე პირადა ... Sep 24 2008, 08:52 PM
staywhite მეგობრებო, იხილეთ ... Oct 19 2008, 06:18 PM
ბადრი ყოჩაღ! Nov 3 2008, 04:31 AM
მხევალი ნინო staywhite
ნან, აქ სენ რაც ... Feb 4 2009, 12:24 AM
orthodox-georgia
ძალიან საჭირო ინფ... Feb 4 2009, 12:58 AM
staywhite orthodox-georgia
ჩემს დროს იყ... Feb 4 2009, 11:07 AM
მხევალი ნინო staywhite
ხოდა, სწორედ მ... Feb 4 2009, 11:59 AM
staywhite მხევალი ნინო
ნინო, ... Feb 4 2009, 12:27 PM
მხევალი ნინო staywhite
შენ უფრო გამო... Feb 4 2009, 03:35 PM
staywhite მხევალი ნინო
მაგ კ... Feb 4 2009, 03:38 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 5th November 2025 - 09:09 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი